მარკეტინგი – დასაბამიდან დღემდე

მარკეტინგი – დასაბამიდან დღემდე

სიტყვა „მარკეტინგი“ წარმოადგენს საქმიანობის, რომლის მიზანია გაყიდვების ზრდა.

მარკეტინგი, როგორც საქმიანობის სახე, ვაჭრობასთან ერთად წარმოიშვა და უკვე ათასწლეულების განმავლობაში ვითარდება.

ამ სტატიში განვიხილავთ მარკეტინგის წარმოშობის საფუძვლებს და მათ გავლენას თანამედროვე ციფრულ მარკეტინგზე.

როგორი იყო მარკეტინგი ძველ დროში?

უძველესი ბეჭდური რეკლამა ჩინეთში გვხვდება, სონგის დინასტიის პერიოდიდან (960-1279).

რეკლამა ეხებოდა ნემსებს: „ჩვენ ვყიდულობთ უმაღლესი ხარისხის რკინის მასალას, მაღალი ხარისხის ნემსების დასამზადებლად“  რეკლამა მოიცავდა ლოგოს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი იყო ნემსი.

ძალიან თანამედროვედ ჟღერს არა?

ეს იმიტომ არა, რომ რეკლამა განხორციელებულია პირის მიერ, რომელიც თავის თანამედროებას 1000 წლით უსწრებდა, არამედ იმიტომ, რომ მარკეტინგის საფუძვლად არსებული პრინციპები უნივერსალურია.

ადამიანებს სურთ მაღალი ხარისხის პროდუქტი/მომსახურება, რაც შეიძლება სწრაფად და იაფად.

სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი, ნებისმიერი მარკეტინგული საქმიანობისთვის, იცვლება მხოლოდ მეთოდი.

ძველ დროში ძირითადი მარკეტინგული საქმიანობა ხორციელდებოდა გარე რეკლამისა და პოსტერების გავრცელების გზით.

გარე რეკლამა საკმაოდ პოპულარული იყო უძველეს ცივილიზაციებში: ეგვიპტე, საბერძნეთი, რომი, რეკლამები ხშირად იხატებოდა კარგად გამოსაჩენ კედლებზე, შენობებსა და კლდეებზეც კი.

პიარის მიზნით ხშირი იყო პაპირუსზე დახატული პოსტერების შექმნა და გავრცელდება, მათ შორის ხდებოდა პოლიტიკოსების გაპიარება.

ზეგავლენათა მარკეტინგი საკმაოდ პოპულარული იყო ამ დროში, ატლეტები და გამოჩენილი პირები, მათ შორის ცნობილი რომაელი გლადიატორები და ბერძენი ოლიმპიელები არეკლამებდნენ სხვადასხვა პროდუქციას, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.

თანამედროვე მარკეტინგი – სად ვართ დღეს?

თანამედროვე მარკეტინგის დამაარსებლად მიიჩნევა პროფესორი ფილიპ კოტლერი, რომელიც ლეგენდარული მილტონ ფრიდმანის მოწაფე იყო. მან საკუთარ ნაშრომებში ასახა თანამედროვე მარკეტინგის არსი და მისი განვითარება თეორიაში და პრაქტიკაში.

ბევრი ფიქრობს, რომ მარკეტინგი ახალი ხილია, ინდუსტრიული რევოლუციისა და ტექნიკური განვითარების შედეგი, თუმცა რეალურად მარკეტინგი ბიზნესის კეთების განუყოფელი ნაწილია, დასაბამიდან დღემდე, ხოლო თანამედროვე მარკეტინგი – ახლებური მიდგომაა ძველი პრინციპების გამოყენებით, დღეს არსებული ტექნიკური განვითარებისა და მიდგომების გათვალისწინებით.

თანამედროვე მარკეტინგს გააჩნია უამრავი საოცარი შესაძლებლობა, რაც განპირობებულია ციფრული ტექნოლოგიების განვითარებით. დაახლოებით, მთავრეზე გაფრენას გავს, შუა საუკუნეების ადამიანისთვის, ფეისბუქის არსებობა, მობილური აპლიკაციები და ვებ-საიტები.

ციფრული მარკეტინგი არა მხოლოდ უფრო მარტივს ხდის მომხმარებელთან კომუნიკაციას, არამედ გაცილებით ასწრაფებს პროცესს, შესაძლებელია მილიონობით ადამიანთან დაკავშირება სულ რაღაც რამდენიმე წუთში, სოციალურ მედიაში რეკლამირების გზით.

ვებ-საიტები და მობილური აპლიკაციები საოცარ შესაძლებლობებს იძლევა ონლაინ ვაჭრობისთვის.

Email შეუცვლელი არხია, როგორც რეკლამისთვის, ასევე ეფექტური კომუნიკაციისთვის სხვადასხვა სეგმენტის ადამიანთან.

თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარკეტინგის განვითარება აჩქარებულია, ისევე, როგორც კაცობრიობის განვითარების ტემპი, ამიტომაც მუდმივად სიახლის მოლოდინში უნდა ვიყოთ: ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური რეალობა, და რობოტები ეს მარკეტინგული საქმიანობის შემდგომ განვითარების საფუძვლებია.

სხვა სიახლეები

BLH - Business & Legal Hub