ვებ საიტის გაქირავების მომსახურება
გსურთ თანამედროვე, მულტიფუნქციური ვებ-საიტის დამზადება თქვენი ბიზნესისთვის და არ გაქვთ შესაბამისი ფულადი რესურსები? ასეთ შემთხვევაში, ვებ საიტის გაქირავების მომსახურება სწორედ თქვენთვისაა.
რატომაა საჭიროა ვებ-საიტის გაქირავების სერვისი?
ბაზრის შესწავლის შედეგად, ჩვენ დავადგინეთ, რომ ბევრ პატარა და საშუალო კომპანიას უჭირს ეფექტური ვებ-საიტის ქონა, რისი ძირითადი მიზეზი, პირველადი ინვესტიციისათვის საჭირო ფულადი სახსრების მოძიების სირთულეა.
მეორე მხრივ, ეფექტური ვებ-საიტის გარეშე, თანამედროვე ციფრულ სამყაროში ბიზნესის წარმოება ძალზედ რთულია.
ჩვენ გვსურს, რომ ყველა ასეთ კომპანიას მიეცეს საშუალება, მცირე ინვესტიციბით, მიიღონ უმაღლესი ხარისხის ვებ-საიტი, უმოკლეს დროში.
სწორედ ამიტომაც, კომპანია BLH გთავაზობთ თანამედროვე, მულტიფუნქციური ვებ საიტის დაქირავების შესაძლებლობას.
თქვენ საშუალება გაქვთ დაიქირაოთ სამი ტიპის ვებ-საიტი: სავიზიტო , კორპორატიული და ონლაინ შოპის ტიპის ვებ საიტები.
რა სარგებელს მიიღებთ ვებ საიტის დაქირავებით?
- თანამედროვე ლიცენზირებული wordpress-ის დიზაინი;
- ყველა მოწყობილობასთან თავსებადი, მათ შორის მობილური მოწყობილობების მიმართ ადაპტირებული ვებ-საიტი;
- ვებ ჰოსტინგი – ჰოსტინგის ღირებულება შედის ჩვენი მომსახურების ფასში.
- საჭიროებებზე მორგებული და ადვილად აღქმადი საიტი;
- სოციალური მედიის ინტეგრაცია;
- სრული ტექნიკური მხარდაჭერა.
დამატებითი უფასო სერვისები:
- ყოველკვირეული უფასო Backup;
- ვებ-საიტის აღდგენა და გამართვა, რაიმე ტექნიკური პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში;
- ანალიზი და რეპორტინგი – ჩაშენებული სისტემა (Google analytics).
დამატებითი ფასიანი მომსახურება:
- საიტის დიზაინის ცვლილებები – ინდივიდუალური საჭირობებიდან გამომდინარე;
- კონტენტის პირველადი შევსება/შემდგომ დამატებები;
- Facebook გვერდის მართვა და რეკლამირება;
- Facebook Pixel-ის დაყენება;
- Google-სა და Youtube-ზე რეკლამირება;
საიტის დაქირავების უპირატესობები
- ინვესტიციის მცირე ოდენობა – ნაკლები ინვესტიციით ღებულობთ უმაღლესი ხარისხის ვებ-საიტს. ჩვენთან საიტის დაქირავების მინიმალური ღირებულება იწყება თვეში 59 ლარიდან.
- ვებ–საიტის გაშვების სისწრაფე – თქვენ ვებ-საიტის გაშვებული იქნება არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა;
- მოქნილობა – თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეწყვიტოთ ხელშეკრულება, ამისთვის არ დაგეკისრებათ არანაირი საჯარიმო სანქცია.
- მოწინავე ტექნოლოგიები – ჩვენ ყოველთვის მივყვებით მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებას კვალდაკვალ, შესაბამისად თქვენი საიტი ყოველთვის თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება უზრუნველყოფილი, იგი არასდროს დაძველდება!!
- მრავალფეროვანი დამატებითი სერვისები – ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან, როგორც ფასიან, ისე უფასო დამატებით მომსახურებას, რომლებიც აუცილებელია თქვენი ბიზნესის წარმატებისათვის (მაგ: ინტერნეტ რეკლამირება, კონტენტ მარკეტინგი, SEO ოპტიმიზაცია და ა.შ.).
მომსახურების პროცედურა
I ეტაპი – პირველადი კონსულტაცია, თქვენი მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი ვებ-საიტის არჩევის თაობაზე. კონსულტაცია არის უფასო.
II ეტაპი – ვებ-საიტის ტიპის არჩევის შემდგომ, გამოგეგზავნებათ ყოველთვიური ქირის ოდენობით ინვოისი, თანხის ჩარიცხვისთანავე, ხელშეკრულება ჩაითვლება დადებულად.
III ეტაპი – ჩვენ განვათავსებთ თქვენს ვებ-საიტს ჰოსტინგზე, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ განათავსოთ თქვენი მასალებით თავად, ან შეუკვეთოთ დამატებითი ერჯერადი სერვისი, კონტენიტს ატვირთვის თაობაზე. ყველა კონტენტი უნდა გამოგზავნილი იქნეს ურთიერთობის დაწყებიდან 7 დღის განმავლობაში.
IV- თქვენ სარგებლობთ თანამედროვე ვებ-საიტით – ყველაფერი მარტივად, ყველაფერი სწრაფად.
აფუძნებთ ახალ კომპანიას ან გაქვთ ძველი საიტი და გჭირდებათ მისი განახლება? არ გაუშვათ შანსი ხელიდან, დაგვიკავშირდით და იქირავეთ ახალი ვებ-საიტი დღესევე, მინიმალური ღირებულებით.