მარკეტინგული გეგმის შედგენა

 marketing_planმარკეტინგული გეგმის შედგენა

კომპანია BLH გთავაზობთ მარკეტინგული გეგმის შედგენას.

რაში გჭირდებათ მარკეტინგული გეგმა?

მარკეტინგი ბიზნესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, მისი მეშვეობით ხდება ბრენდის პოპულარიზაცია, ცნობადობის გაზრდა და რაც მთავარია ბიზნესის გაყიდვების ზრდა.

ყველა მარკეტინგული საქმიანობა წარმატებული როდია. ცუდი მარკეტინგული საქმიანობა შესაძლოა ნეგატიური შედეგის მომტანიც კი იყოს. იმისათვის, რომ მარკეტინგული საქმიანობა წარმატებული იყოს, აუცილებელია მისი სწორედ დაგეგმვა და შემდგომ ეფექტიანი იმპელემნტაცია.

160910423-1

თანამედროვე მარკეტინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ინტერნეტ (ციფრული) მარკეტინგი, მისი როლი ყოველდღიურად იზრდება.  (იხ. სტატია- რა არის ციფრული მარკეტინგი?)

ჩვენ გუნდს დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ბიზნესის მომსახურებაში, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ფინანსური სექტორი, ავიაცია, მშენებლობა, ტურიზმი, IT, ლოჯისტიკა, განათლება და სხვა (იხ. ჩვენი კლიენტების გვერდი).

ჩვენი მომსახურება არ შემოიფარგლება მხოლოდ მარკეტინგული გეგმის შედგენით, არამედ ჩვენ გთავაზობთ აღნიშნული გეგმის იმპლემენტაციისა და შეფასების სტადიებზე მონაწილეობას.

ჩვენი მომსახურება რამდენიმე ეტაპად იყოფა:

43-FE4-MarketingPlan

  • კომპანიის პროდუქტისა ან/და მომსახურებების შესწავლა;
  • სხვა სუბიექტური და ობიექტური გარემოებების ანალიზი;
  • ზოგადი სტრატეგიის განსაზღვრა;
  • მარკეტინგული საშალებების განსაზღვრა სტრატეგიის განსახორციელებლად;
  • სტრატეგიის იმპლემენტაცია და მისი კონტროლი;
  • შედეგების შეფასება და მარკეტინგული საქმიანობის კორექტირება;