Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
BLH
Keymasterსარჩელის საფუძვლის შეცვლა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს. უზენაესმა სასამართლომ 2009 წლის 6 ივლისის #ას-221-547-09 განჩინებით განმარტა, რომ „მითითებული დანაწესით გათვალისწინებული გარემოებები და ფაქტები ქმნიან სარჩელის საფუძველს და შეადგენენ მტკიცების საგანს. მხარე, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, თვითონვე განსაზღვრავს თუ რომელ კონკრეტულ ფაქტს დაამყაროს თავისი სასარჩელო მოთხოვნა, ამასთან, უფლებამოსილია, თავის სასარჩელო მოთხოვნა დაამყაროს როგორც ერთ, ისე რამდენიმე იურიდიულ ფაქტს, რაც დამოკიდებულია თვით სასარჩელო მოთხოვნაზე. სასარჩელო მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი ხასიათისაა და იგი უნდა დადასტურდეს იურიდიული ფაქტებით, რომლებსაც მატერიალური სამართლის ნორმა გარკვეულ შედეგებს უკავშირებს . . . სარჩელის საფუძველი იმ ფაქტების ერთობლიობაა, რომლებიც ასაბუთებენ, ფაქტობრივად ამართლებენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, ამდენად, სარჩელის საფუძვლის შეცვლა იმ ფაქტობრივი გარემოებების შეცვლას ნიშნავს, რომლებსაც მოსარჩელე თავის სარჩელში თავდაპირველად უთითებდა და სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდა“.
BLH
Keymasterმართლსაწინააღმდეგო ქმედების გარეშე პასუხისმგებლობის სახეები
მოვალე ბრალეულად დაარღვევს თავის ვალდებულებებს თუ ბრალის გარეშე, ვალდებულების დარღვევა მაინც მართლსაწინაამღვდეგო იქნება.
მაგ: მომეტებული საფრთხის რეალიზციის შედეგად დამდგარი ზიანის დროს, სახეზე საერთოდ არ არის ქმედება, თუმცა ვინაიდან შელახულია მართწერსრიგი, სახეზეა მართლწინააღმდეგობის ელემენტი.
ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო სამართალი იცნობს მართლსაწინააღმდეგო ქმედების გარეშე მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას. ასეთი შემთხვევები შეგვიძლია დავახარისხოთ ორ პირობით კატეგორიად:
1) მართლზომიერი ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ასეთი შემთხვევები გვაქვს უფლების განხორციელების დროს, აუცილებელი მოგერიება(116), უკიდურესი აუცილებლობა (117) თვითდახმარება (118).
2) მომეტებული საფრთხის რეალიზაციის დროს დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. მაგ: სკ-ის 999-ე მუხლი, ავტომობილის ექპსლოატაციის დროს დამდგარი ზიანი იმით ხასიათდება, რომ იგი არ არის გამოწვეული მძღოლის ქმედებით, არამედ იგი გამოწვეულია ადამიანის მიერ უკონტროლი მოვლენით- რა ღონეც არ უნდა მიიღოს ადამიანმა იგი ვერ აღკვეთავს ზიანის დადგომას.
ასეთ შემთხვევებში მართალი სახეზე არ გვაქვს მართლწინააღმდეგობა ქმედება, თუმცა ვინაიდან მომეტებული საფრთხის შედეგად ხდება მართლწესრიგის შელახვა, სახეზეა მართლწინააღმდეგობის ელემენტი, ქმედების გარეშე.
BLH
Keymasterსაჯარო რეესტრის დამფუძნებელი ეფექტი
საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს.
რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მომდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველად რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.
მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომაც, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა.
BLH
Keymasterკანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების დაუშვებლობა
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა.
დაუშვებელია ზემოთ აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება ან განცხადების განხილვაზე უარის თქმა.
მაგალითად: უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N-ბს-494-591-კ-03
ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელეები აშენებდნენ სახლს, ქალაქის არქიტექტურული სამსახური არ აძლევდა ნებართვას და სთხოვდა ისეთ დოკუმენტს, რომლის კანონით მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა.
“სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8.1 და 81-ე მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, თავისი უფლებამოსილება განეხორციელებინა მიუკერძოებლად და უფლება არ ჰქონდა, მოეთხოვა მხარისათვის კანონით გათვალისწინებული სხვა რაიმე საბუთი ან ინფორმაციის წარდგენა. ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს უარი ქმედების განხორციელებაზე – განცხადების განხილვასა და გადაწყვეტაზე, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელეთა ინტერესს, ამიტომ მოპასუხეს უნდა განეხილა განცხადება და სათანადო შეფასების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება.”
უზენაესი სასამართლო დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას.
BLH
Keymasterაუ ეგ გადაწყვეტილება წაკითხულო მაქვს, ოღონდ არ მახსოვს ზუსტად შინაარსი. 317-ე მუხლი უნდა იყოს საფუძველი წესით.
BLH
Keymasterსოლიდარულო მოვალეების პასუხისმგებლობა
(სუსგ. N-ას-1087-1018-2012)
თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას არასწორად გამოიყენა სკ-ის 448-ე მუხლი და 450-ე მუხლის მე-3 ნაწილი და ის გარემოება, რომ კრედიტორმა ერთ-ერთი სოლიდარული თავდებისაგან მიიღო მისი წილი ვალდებულების ტოლფასი სხვა შესრულება და მორიგების ფარგლებში მის მიმართ მოთხოვნაზე უარი განაცხადა, სასამართლომ ვალის პატიებად ჩათვალა და მიიჩნია, რომ ყველა სოლიდარული თავდების მიმართ ვალდებულება შეწყდა ვალის პატიებით.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაში მორიგების აქტში, სადაც საუბარია სოლიდარული მოვალის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად სხვა შესრულების მიღებაზე და მორიგების ფარგლებში მის მიმართ სარჩელზე უარის თქმის შესახებ, არ არის დეკლარილებული კრედიტორისა და მოვალის შეთანხმება ვალის პატიებასთან დაკავშირებით, ამდენად ეს გარიგება (მორიგება) არ შეიძლება შეფასდეს სსკ-ის 448-ე მუხლის კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ ვალდებულება სხვა შესრულების მიღებით შეწყდა, მხარეს მოთხოვნის დანარჩენ ნაწილზე უარი არ უთქვამს, ამდენად სკ-ის 450-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგულირებული ურთიერთობა არ გამოკვეთილა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე არსებობს სკ-ის 895-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საფუძველი.
BLH
Keymasterადვოკატის ხარჯების ანაზღაურება
საქმე № 3კ-509-03
რაც შეეხება გადაწყვეტილებას მოსარჩელისათვის იურიდიული მომსახურების თანხების 33064,89 ლარის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრების შესახებ, დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
მართალია, საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელისა და შპს „ვ–ის“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოცემულ საქმეზე იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების და ამ მიზნით ზემოთ მითითებული საზოგადოებისათვის 38000 ლარის ჩარიცხვის შესახებ, ამასთან სსკ–ს 47-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია.
ასეთ შემთხვევაში ადვოკატი სახელმწიფო სალაროდან მიიღებს ანაზღაურებას არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით. ეს წესი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს სახელმწიფო ხარჯზე მომსახურებას, ისიც მაშინ, თუ განსახილველი საქმე რთული და მნიშვნელოვანია. სხვა შემთხვევაში მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ხდება საქმის სირთულესთან გონივრულ შესაბამისობაში და მომსახურების ღირებულების განსაზღვრისათვის მნიშვნელობა არა აქვს მხარესა და იურიდიული დახმარების გამწევს შორის დადებულ ხელშეკრულებას.
ამ საკითხის გადაწყვეტისათვის არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რა თანხა გადაუხადა მხარემ ადვოკატს, ვინაიდან მითითებული გარიგება არ შეიძლება სავალდებულოდ იქცეს წაგებული მხარისათვის, რადგან იგი არ მონაწილეობდა ამ გარიგების დადებაში. სსკ–ს 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმრებისათვის გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმომადგენლის დახმარებისათვის მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა სასამართლომ უნდა განსაზღვროს 5000 ლარით.
BLH
Keymasterშეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წილის მემკვიდრეობით
(საქმე № 3კ-532)
პარტნიორის გარდაცვალებისას მის მემკვიდრეზე გადადის შპს-ში წევრობა ისეთივე მოცულობით და ოდენობით, როგორიც სამკვიდროს დამტოვებელს ჰქონდა სამკვიდროს გახსნისას.
სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა, რომ მემკვიდრეზე წილის გადასვლის საკითხს არეგულირებს მემკვიდრეობითი სამართალი. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი წილი გადადის მემკვიდრეზე. მემკვიდრე სკ-ს 1310-ე მუხლის საფუძველზე ვერც კანონით და ვერც ანდერძით სამკვიდროს ვერ მიიღებს, თუ იგი უღირსი მემკვიდრეა, მაგრამ გარემოებები, რომლებიც უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს, დადგენილი უნდა იქნეს სასამართლოს მიერ იმ პირის სარჩელით,რომლისთვისაც მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა უღირსი მემკვიდრისათვის განსაზღვრულ ქონებრივ შედეგს იწვევს (სკ-ს 1312-ე მუხლი).
სხვა შემთხვევაში კანონისმიერი მემკვიდრე ყოველთვის მიიღებს სამკვიდროს, თუნდაც მამკვიდრებელმა სამკვიდრო ანდერძით სხვა პირს დაუტოვოს. სკ-ს 1371-ე მუხლის შესაბამისად მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებს და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი).
აქედან გამომდინარე შპს „ც-ას“ პარტნიორ ჯ. ბ-ს თავისი წილი ანდერძით სხვა პირისათვისაც რომ გადაეცა, მისი მეუღლე — მოსარჩელე, სავალდებულო წილს მაინც მიიღებდა სამკვიდროდან.
პარტნიორის გარდაცვალებისას მისი წილი საზოგადოებაში ყოველგვარი წინაპირობის გარეშე და მისი სრული უფლებებითა და მოვალეობებით, მათ შორის გაჭიანურებული შესატანის შეტანის ვალდებულება, გადადის მემკვიდრეზე ან მათი სიმრავლისას — მემკვიდრეებზე, იქნებიან ისინი კანონისმიერი თუ ანდერძისმიერი მემკვიდრეები.
წილის მემკვიდრეობა არ შეიძლება გამოირიცხოს საზოგადოების წესდებით და არც შეიცვალოს, როგორც ე.წ. „მემკვიდრეობის განსაკუთრებული რიგითობით“ სამკვიდროს გვერდის ავლის, ისე პარტნიორის გარდაცვალების შემთხვევაში საზოგადოების მიერ მისი წილის ავტომატური ამოღების გზით.
მემკვიდრე ან მემკვიდრეთა ჯგუფი მამკვიდრებლის გარდაცვალებისას უშუალოდ ხდება პარტნიორი. მემკვიდრეთა სიმრავლისას მოქმედებს უფლებათა ერთობლივი განხორციელების პრინციპი, თუ საზოგადოების წესდებაში ამის თაობაზე არაფერია მითითებული.
მემკვიდრეთა სიმრავლისას გახდება თუ არა ყველა მემკვიდრე საზოგადოების პარტნიორი, შეიძლება განისაზღვროს წესდებით. წესდებაში ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრეების პარტნიორად მიღების პირობები. წინასწარვე ნათლად და ცალსახად უნდა იყოს ჩამოყალიბებული გარდაცვლილი პარტნიორის ნება მისი მემკვიდრეების პარტნიორად მიღების თაობაზე.წესდება მკაფიოდ უნდა გამოხატავდეს სამკვიდროს გახსნის შემდეგ მამკვიდრებლის ნებას მემკვიდრეების პარტნიორობის თაობაზე.
წესდებაში შეიძლება იყოს ისეთი განსაზღვრებები, რომ მხოლოდ გარკვეული მემკვიდრეები (განსაკუთრებული კვალიფიკაციის), ან მხოლოდ ერთი მემკვიდრე შეიძლება გახდეს პარტნიორი. მემკვიდრეთა სიმრავლის შემთხვევაში შესაძლებელია წესდებამ დააწესოს ისიც, რომ მემკვიდრეებმა ერთ-ერთ მემკვიდრეს გადასცენ მინდობილობა, რათა მან აღასრულოს პარტნიორის უფლებები (ასეთ შემთხვევაში ზოგიერთი მემკვიდრე წილზე შეიძენს ვალდებულებით სამართლებრივ უფლებას, ანუ წილისაგან მიიღებს მხოლოდ სარგებელს, ზოგი კი — სანივთო სამართლებრივს, გახდება მისი მესაკუთრე, ექნება მისი მართვის და განკარგვის უფლება).
დაუშვებელია წესდებაში წილის და პარტნიორობის საკითხთან დაკავშირებით ისეთი განსაზღვრებების არსებობა, რომელიც არ გამომდინარეობს მამკვიდრებლის ნებიდან ან ეწინააღმდეგება კანონს.
მაგალითად, დაუშვებელია, წესდებაში მიეთითოს, რომ პარტნიორის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებაში მისი დანაშთი წილის და მემკვიდრეების პარტნიორად მიღების საკითხი გადაწყდეს დანარჩენი პარტნიორების შეხედულებისამებრ, საზოგადოებაში წილის და პარტნიორობის მემკვიდრეობით გადაცემის საკითხი პარტნიორს თავის სიცოცხლეშივე უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული და ეს საკითხი არ უნდა იყოს სხვა პირთა, თუნდაც დანარჩენ პარტნიორთა გადასაწყვეტი, მხედველობაშია ის გარემოება, როცა საზოგადოების წესდება პარტნიორის გარდაცვალებისას მისი წილის და საზოგადოების წევრობის თაობაზე დათქმას შეიცავს).
საზოგადოების წესდება პარტნიორის გარდაცვალების შემთხვევაში წილის და პარტნიორად მიღების საკითხთან დაკავშირებით შეიძლება განსაზღვრულ პირობებს აყალიბებდეს ერთი მემკვიდრის არსებობის შემთხვევაშიც. შეიძლება ზღუდავდეს მისთვის წილის, თუ საზოგადოებაში პარტნიორად მიღების საკითხს, მაგრამ ეს შეზღუდვა როგორც ზემოთ აღინიშნა უნდა გამომდინარეობდეს მამკვიდრებლის ნებიდან. არ უნდა წყდებოდეს მისი ნების გარეშე და უნდა შეესაბამებოდეს კანონს. მაგალითად წესდებაში დაუშვებელია მითითება, რომ გარდაცვლილი პარტნიორის წილი მიიღოს მხოლოდ ანდერძისმიერმა მემკვიდრემ და მხოლოდ იგი გახდეს საზოგადოების წევრი, ვინაიდან კანონის შესაბამისად ანდერძისმიერი მემკვიდრეობის არსებობის შემთხვევაში სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიღების უფლება გააჩნიათ კანონისმიერ მემკვიდრეებსაც (თუ იგი სათანადოდ დადგენილი წესით უღირს მემკვიდრედ არ არის ცნობილი) და მათაც გააჩნიათ პრეტენზია საზოგადოებაში პარტნიორობის თაობაზე.
ასევე დაუშვებელია იმის მითითებაც, რომ ერთი მემკვიდრის არსებობის შემთხვევაშიც კი მამკვიდრებლის გარდაცვალებისას მასზე წილის მემკვიდრეობით გადაცემის და საზოგადოებაში პარტნიორად მიღების საკითხი გადაწყვიტოს საამისოდ არაუფლებამოსილმა პირებმა, სხვა მესამე პირებმა ან საზოგადოების დანარჩენმა პარტნიორებმა.
ერთი მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში, მაგალითად თუ ეს მემკვიდრე მცირეწლოვანი ან არასრულწლოვანია, ანდა ალკოჰოლიკი ან არ არის ჯანმრთელი (ქმედუუნარობა და შეზღუდული ქმედუნარიანობა) საზოგადოების წესდება ასეთი მემკვიდრის მიმართ შეიძლება ითვალისწინებდეს წილთან დაკავშირებით ვალდებულებით სამართლებრივი უფლების და არა სანივთო სამართლებრივი უფლების გადაცემას. ასეთ შემთხვევაში წესდებამ შეიძლება პირდაპირ განსაზღვროს, თუ ვინ შეიძლება და რა დრომდე გახდეს წილის მესაკუთრე, ვინ უნდა მართოს და რა დრომდე წილი (წარმომადგენლობა,მეურვეობა).
როგორც ზემოთ აღინიშნა პარტნიორის გარდაცვალებისას მისი წილი შედის სამკვიდრო მასაში და გადადის მემკვიდრეზე, თუ წესდება კანონით გათვალისწინებულ რაიმე შეზღუდვას არ ითვალისწინებს.
მოცემულ შემთხვევაში მამკვიდრებლის წილი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მიიღო რა მხოლოდ მოსარჩელემ იმავდროულად იგი გახდა საზოგადოების პარტნიორი, ვინაიდან საზოგადოებაში წილის შეძენა იმავდროულად ნიშნავს საზოგადოების პარტნიორად გახდომას.
ყოველი ახალი პარტნიორის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში აუცილებელია. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე გახდა რა საზოგადოებაში გარდაცვლილი მეუღლის წილის კანონისმიერი მესაკუთრე, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეზე იგივე მოცულობით სწორად ჩათვალა გადასულად შპს-ში პარტნიორობა.
არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლომ თითქოს არ გამოიკვლია შპს-ს წესდების 9.2 მუხლი. მართალია, წესდების მითითებული მუხლის შესაბამისად ქონებრივი და სამართლებრივი მემკვიდრეობა სხვა პარტნიორების თანხმობის შემდეგ გადადის მის სამართლებრივ მემკვიდრეზე, მაგრამ კანონის შესაბამისად წესდებას არ შეუძლია აკრძალოს წილის მემკვიდრეობითობა.
როგორც ზემოთ აღინიშნა მას შეუძლია მხოლოდ მოაწესრიგოს მემკვიდრეების პარტნიორად მიღების საკითხი. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მემკვიდრეების პარტნიორად მიღების საკითხის მოწესრიგება ფართო ცნებაა. მასში შეიძლება მოიაზრებოდეს შპს-ში მამკვიდრებლის ფუნქციის შესრულების უფლება მანამ, სანამ მემკვიდრეობა მასზე ოფიციალურად გაფორმდება და ა.შ. მაგრამ არა ის, რომ წილის მესაკუთრე არ იქნეს პარტნიორად მიღებული პარტნიორთა თანხმობის გარეშე. შპს „ც-ას“ წესდების 9.2 მუხლის მოთხოვნები (თუ ქონებრივ მემკვიდრეობაში წილი იგულისხმება, ხოლო სამართლებრივ მემკვიდრეობაში — პარტნიორობა) ეწინააღმდეგება, როგორც სამოქალაქო კოდექსის, ისე „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნებს, ვინაიდან წესდებას არ შეუძლია აკრძალოს წილის, შპს-ში წევრობის მემკვიდრეობითობა, ვინაიდან პარტნიორის გარდაცვალებისას მის მემკვიდრეზე გადადის შპს-ში წევრობა ისეთივე მოცულობით და ოდენობით, როგორიც სამკვიდროს დამტოვებელს ჰქონდა სამკვიდროს გახსნისას.
BLH
Keymasterსამეწარმეო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა
ას-75-408-09
რაც შეეხება მოსარჩელის მტკიცებას, რომ მას შპს „მს–საგან“ დღემდე არ მიუღია გადაცემული წილის საფასური, ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორს, რომ სასამართლოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადებით უნდა ეხელმძღვანელა.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს. განსახილველ შემთხვევაში საუბარია ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულებაზე — კერძოდ კი, შემძენის მიერ ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდაზე. აღნიშნული კი ვერ ჩაითვლება „მეწარმეთა შესახებ“ კანონიდან წარმოშობილ პრეტენზიად.
სახელშეკრულებო ურთიერთობები სამოქალაქო კოდექსით წესრიგდება და მათზე ამავე კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები ვრცელდება.
როგორც საქმიდან ირკვევა, წილის ნასყიდობის ხელშეკრულება 2001 წლის 5 აპრილსაა დადებული. დ. ხ–ძემ კი სარჩელი 2008 წლის 13 მაისს აღძრა, ე.ი. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული 3წლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
BLH
Keymasterსუბსიდიარი (შვილობილი) კომპანია
საქმე № ას-995-1028-2011
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა, სუბსიდიური კომპანიის ცნება, კერძოდ, სუბსიდიარი (შვილობილი) კომპანიაა, რომელშიც კომპანიას გააჩნია ხმის უფლებისათვის საჭირო წილის ნახევარზე მეტი, ან სხვაგვარად გააჩნია ძალაუფლება, განახორციელოს ამ შვილობილი კომპანიების ოპერაციების კონტროლი.
-
AuthorPosts
