მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი ვალდებულებითი სამართლის ზოგადი საკითხები

  • This topic has 33 replies, 4 voices, and was last updated 7 years ago by BLH.
Viewing 10 posts - 21 through 30 (of 34 total)
  • Author
    Posts
  • #33911
    BLH
    Keymaster

    მართლსაწინააღმდეგო ქმედება

    მართლსაწინააღმდეგობა

    მართლსაწინააღმდეგო ქმედება არის ისეთ ქმედება, რომელიც არღვევს მართლწერსიგს.

    მართლწესრიგი ძალიან ფართო ცნებაა, იგი მოიცავს საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევისა და ურთიერთობების სისტემას, რომელიც წესრიგდება არა მხოლოდ საქართელოს კანონმდებლობით, არამედ ადათ-წესებით, ტრადიციებითა და ზნეობრივი ნორმებით.

    ამდენად, როდესაც ვსაუბრობთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე, საუბარია არა მხოლოდ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე, რაც თავის მხრივ მართლწინააღმდეგობის ერთ-ერთი კატეგორია, არამედ საუბარია მართლწესრიგის დარღვევის უფრო ფართო ცნებაზე, რომელიც ზემოთ იქნა განსაზღვრული.

    ქმედება

    სამოქალაქო პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია პირის ქმედება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, რაზეც ვისაუბრებთ შემდეგ პოსტებში. ქმედება მოიცავს, როგორც მოქმედებას, ისე უმოქმედობას.

    მოქმედება არის დამრღვევის სხეულით განხორციელებული აქტიურობა (მაგ: ქონების დაზიანება, ჯანმრთელობის დაზიანება და ა.შ.).

    უმოქმედობის გამო პასუხისმგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება დადგეს, როდესაც პირს გააჩნდა მოქმედების ვალდებულება და მან ვერ უზრუნელყო მოქმედების ჯეროვნად შესრულება.

    #33912

    მართლსაწინააღმდეგო ქმედება სახელშეკრულებო ურთიერთობაში

    მართლსაწინააღმდეგო ქმედებას სახელშეკრულებო ურთიერთობაში წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით სახელშეკრულებო ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობა.

    სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოვალე მართლსაწინაამღვდეგო ქმედებით არღვევს კონტრაჰენტის რელატიურ უფლებებს, ხოლო არასახელშეკრულებო ურთიერთობებში ირღვევა კრედიტორის აბსოლუტური უფლებები.

    #33913

    მართლსაწინააღმდეგო ქმედება არასახელშეკრულებო ურთიერთობებში

    არასახელშეკრულებო მართლსაწინააღმდეგოდ ქმედება შეგვიძლია მივიჩნიოთ ნებისმიერი სამართლებრივი დანაწესების დარღვევა. მაგ: საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში განსაზღვრული საგზაო წესების დარღვევა. სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განსაზღვრული წესების დარღვევა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხორციელება.

    ყველა ასეთ შემთხვევაში, პირი მოქმედებს მართლსაწინააღმდეგოდ, ამავდროულად, როგორც წინა პოსტებში აღინიშნა, მართლწინააღმდეგობის ცნება უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა, იგი მოიცავს, ნებისმიერ დარღვევას, რომელიც არ არის განსაზღვრული კანონმდებლობით, თუმცა ლახავს საზოგადოებრივ მართლწესრიგს.

    ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ არასახელშეკრულებო ურთიერთობებში მართლსაწინააღმდეგობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ირღვევა სამართლებრივი ნორმა, თუმცა ასევე შესაძლებელია დაირღვეს ჩვეულებაც (სამართლით დაურეგულირებელი) წესი, რომელიც განაპირობებს ქმედების მართწინააღმდეგობას.

    #29653
    Crassus
    Participant

    ზიანის ანაზღაურება (სკ. 411-ე მუხლი)

    (სუსგ. ას-457-433-2012)

    სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ითხოვს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მკურნალობის ჩატარებით მიყენებულ მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, შემოსული საჩივრის განხილვისას, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულების თანახმად, მკურნალობის თანხა მოსარჩელეს არ გადაუხდია და არც კლინიკას მოუთხოვია აღნიშნული თანხის გადახდა, მხარეს მაინც დააკისრა სადავო თანხა, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: კონკრეტული სადავო ურთიერთობის ფარგლებში განმარტებას მოითხოვს ზიანი, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი. ხსენებული წარმოადგენს დადებით, ანუ მატერიალიზებულ ზიანს, რაც ხელყოფის, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების (და ა.შ) შედეგია. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს არ გაუწევია სადავო თანხის დანახარჯი და არც მის მიმართ არ დგინდება კლინიკის მხრიდან სადავო თანხის გადახდის მოთხოვნის არსებობა, შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ ადგილი არა აქვს მოსარჩელის აქტივების შემცირებას, ასევე მისი ვალდებულებების (პასივები) გაზრდას. შესაბამისად, სარჩელით მოთხოვნილი თანხა არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამგარ დანაკლისს (რეალურ ზიანს). ქონებრივი ზიანის თავისებურებების გათვალისწინებით, ფულადი ანაზღაურების მიზანია დაზარალებული მხარის ქონებრივი დანაკარგების კომპენსაცია, ხოლო სადავო თანხა არ წარმოადგენს მოსარჩელის ქონებრივ დანაკარგს. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

    #29800
    Crassus
    Participant

    მიუღებელი შემოსავალი

     

    (სუსგ. N-ას-1677-1573-2012)

     

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას არასწორად განმარტა სკ-ის 411-ე მუხლი და სარჩელი მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: საქმის მასალების თანახმად, სამშენებლო კომპანიასა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ ამ უკანასკნელს უნდა მიეღო საცხოვრებელი ბინა. მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, მაგრამ სამშენებლო კომპანიას ვალდებულება დათქმულ ვადაში არ შეუსრულებია. მოსარჩელემ ბინის ღირებულება ბანკთან დადებული იპოთეკური სესხის ხელშეკრულების მეშვეობით გადაიხადა.

     

    იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბანკიდან სესხად მიღებულ თანხას მოსარჩელე სხვაგვარად ვერ განკარგავდა. სესხის გაცემამდე, კი მას უნდა დაედასტურებინა გარკვეული თანხის გადახდის ფაქტი (წილობრივი მონაწილეობის სახით) რაც, ამ შემთხვევაში, მისი პირადი სახსრების სხვაგვარად გამოყენებასაც გამორიცხავდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე ბინას მიიღებდა და არა სხვაგვარ შემოსავალს. საკასაციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში არ დააკმაყოფილა.

    #29514
    BLH
    Keymaster

    ვალდებულების შესრულების მიღება (სკ-ის 429-ე მუხლი)

     

    (სუსგ. N-ას-988-1021-2011)

     

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი არასწორად მიიჩნია დადასტურებულად წინასწარი გამოძიების შესახებ დადგენილების საფუძველზე.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადგენად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, ხელწერილით, თანხის გადარიცხვის დოკუმენტით და სხვა. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და საქმეზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება

    #29652
    BLH
    Keymaster

    ვალდებულების შესრულების მიღების ფაქტის მტკიცება

     

    (სუსგ. N-ას-1323-1343-2011)

     

    სააპელაციო სასამართლომ, გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, კრედიტორის წერილი, რომელიც უდასტურებს მოვალეს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის კრედიტორის ანგარიშზე ორ ტრანშად ჩარიცხვის ფაქტს, გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებად არ მიიჩნია. სასამართლოს შეფასებით, წერილის შინაარსი ბუნდოვანი იყო და სადავო თანხის გადარიცხვის დასადასტურებლად დამატებით საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოითხოვა.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: განსახილველი წერილი წარმოადგენს სკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესრულების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც მოვალის მოთხოვნით გასცა კრედიტორმა და, რომელიც ადასტურებს მოვალის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ფაქტს. აქედან გამომდინარე, მოვალე არაა ვალდებული, დამატებით წარმოადგინოს საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების აბსოლუტური საფუძველი.

     

     

    #29803
    BLH
    Keymaster

    სოლიდარულო მოვალეების პასუხისმგებლობა

     

    (სუსგ. N-ას-1087-1018-2012)

     

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას არასწორად გამოიყენა სკ-ის 448-ე მუხლი და 450-ე მუხლის მე-3 ნაწილი და ის გარემოება, რომ კრედიტორმა ერთ-ერთი სოლიდარული თავდებისაგან მიიღო მისი წილი ვალდებულების ტოლფასი სხვა შესრულება და მორიგების ფარგლებში მის მიმართ მოთხოვნაზე უარი განაცხადა, სასამართლომ ვალის პატიებად ჩათვალა და მიიჩნია, რომ ყველა სოლიდარული თავდების მიმართ ვალდებულება შეწყდა ვალის პატიებით.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაში მორიგების აქტში, სადაც საუბარია სოლიდარული მოვალის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად სხვა შესრულების მიღებაზე და მორიგების ფარგლებში მის მიმართ სარჩელზე უარის თქმის შესახებ, არ არის დეკლარილებული კრედიტორისა და მოვალის შეთანხმება ვალის პატიებასთან დაკავშირებით, ამდენად ეს გარიგება (მორიგება) არ შეიძლება შეფასდეს სსკ-ის 448-ე მუხლის კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ ვალდებულება სხვა შესრულების მიღებით შეწყდა, მხარეს მოთხოვნის დანარჩენ ნაწილზე უარი არ უთქვამს, ამდენად სკ-ის 450-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგულირებული ურთიერთობა არ გამოკვეთილა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე არსებობს სკ-ის 895-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საფუძველი.

     

    #32948
    Edika
    Participant

    ა-სა და ბ-ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. (ბ მსესხებელი). ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მსესხებელი დაკარგავდა კარიერზე სალიცენზიო სარგებლობის უფლებას და გადასცემდა გამსესხებელს. ბ-მ ვერ შეასრულა ვალდებულება. ა-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ვალდებულების შესრულება, ასევე კარიერზე სალიცენზიო სარგებლობის უფლების გადაცემა.   მიუთითეთ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები.      

    #32949
    BLH
    Keymaster

    აუ ეგ გადაწყვეტილება წაკითხულო მაქვს, ოღონდ არ მახსოვს ზუსტად შინაარსი. 317-ე მუხლი უნდა იყოს საფუძველი წესით.

Viewing 10 posts - 21 through 30 (of 34 total)
  • You must be logged in to reply to this topic.