Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
BLH
Keymasterსასამართლოს გამოაქვს ორი სახის დადგენილება
- გადაწყვეტილება (243-ე მუხლი) – აღნიშნული დადგენილებით საქმე არსებითად წყდება- მაგ: მოთხოვნის დაკმაყოფილება, მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
- განჩინება( 284-ე მუხლი) – საქმე არსებითად არ წყდება, მაგ: განჩინება გარკვეული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ, განჩნება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ა.შ.
ორივე დადგენილება გამოდის საქართველოს სახელით და სავალდებულოა შესასრულებლად და თუ ნებაყოფლობით არ ხორციელდება აღსრულება, მაშინ მოხდება იძულებითი ღონისძიებების გამოყენება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
BLH
Keymasterალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
მშობელს რომელიც არ იხდიდა (არაერთგზის მცდელობისა და სისტემატიურად თავს არიდებდა) სასამართლოს მიერ დაკისრებულ ალიმენტს, მეორე მშობლის სარჩელის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა მშობლის უფლება. რამდენად სწორია სასამართლოს გადაწყვეტილება? საფუძვლად მიუთითა 1205-ე მუხლი რომ თავს არიდებდა მშობლის მოვალეობების შესრულებას.
BLH
Keymasterრა უფლებამოსილებები გააჩნია აღმასრულებელს?
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმისა.
ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ.
აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალეს ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით.
იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს:
1. გადახდევინება:
ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას, აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს;
ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლებიდან;
ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან;
2. მოვალისათვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს;
3. კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები.
თუ მოვალე არ დაუშვებს აღმასრულებელს, განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, აღმასრულებელს შეუძლია დასახმარებლად მიმართოს აღსრულების პოლიციას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია აღმოუჩინოს მას საჭირო დახმარება.
აღმასრულებლისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ან თუ მოვალის ბინაში განსახორციელებელ სააღსრულებო მოქმედებას არც მოვალე ესწრება და არც მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი, აღმასრულებელი ადგენს აქტს და აგრძელებს სააღსრულებო მოქმედებას ადგილობრივი თვითმმართველობის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით.
BLH
Keymasterსამართლის და კანონის ანალოგია
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლში განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის მსგავსი რეგულაცია კანონისა და სამართლის ანალოგიის შესახებ, რომლის მიხედვითაც თუ არ არსებობს გარკვეული ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, გამოიყენება მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, ხოლო თუ არც ეს უკანასკნელია სახეზე, მაშინ სასამართლო ხელმძღვანელობს ზოგადი სამართლებრივი პრინციპებით.
იგივე ითქმის ნორმებზე, კერძოდ თუ არ არსებობს საპროცესო კოდექსიში გარკვეული საკითხის მარგულირებელი ნორმა, გამოიყენება საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელიც აწესრიგებს მსგავს საკითხს, ხოლო თუ ეს უკანასკნელიც არ არსებობს, მაშინ გამოიყენება ზოგადი სამართლებრივი პრინციპები.
BLH
Keymaster(სუსგ N-ას-658-619-2011 ; N-ას-877-825-2010) როცა მემკვიდრე ასხვისებს სამკვიდროში შემავალ უძრავ ქონების იმ წილს, რომელიც მას არ ეკუთვნის ასეთი განკარგვა ბათილია თუ მისი ბიძაშვილი ან მსგავსი ხარისხის ახლო ნათესავია უძრავი ქონების შემძენი.
ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ სასამართლომ ახლო ნათესავებზე დააწესა კეთილსინდისიერების უფრო მაღალი სტანდარტი, მათ გააჩნიათ გონივრული ვალდებულება ჩაეძიონ სამკვიდროსთან დაკავშირებულ საკითხებს და გაერკვნენ სამკვიდროში შემავალი ქონება მართლაც ეკუთვნის თუ არა განმკარგველ ნათესავს.
პრინციპში ვეთანხმები ამ განმარტებას, რადგან შემძენის ახლო ნათესაობა არის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მნიშვნელოვანია შემძენის კეთილისნდისიერების განსაზღვრაში: მან იცის ოჯახის შიდა სამზარეულოში რა ხდება, მან იცის ვინ არიან მემკვიდრეები, როგორია მათი ნება სამკვიდროსთან დაკავშირებით. ასევე გასათვალისწინებელია სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც კანონის არ ცოდნა ან მისი არასწორედ გაგება არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისაგან, ამ შემთხვევაში ამ მუხლის ისე განმარტება, შეიძლება, რომ თუ გვაქვს სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები და ამის შესახებ იცის შემძენმა, მაგრამ კანონის არ ცოდნის გამო ვერ აცნობიერებს, რომ სახეზეა სამკვიდროს ფაქტობრივად მიღების შემთხვევა, აღნიშნული ვერ გახდება მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი, ანუ ხელშეკრულების არ გაბათილების საფუძველი.
BLH
Keymasterმოპასუხე ნოტარიუსი არ უნდა ყოფილიყო, არამედ სხვა მემკვიდრეები, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. აღნიშნული საკითხი ნათლად ჩანს ამ საქმეში – უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N-ას-830-882-2011.
BLH
Keymasterიპოთეკის საგნის რეალიზაცია
თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მაგ: “A”-მ ისესხა “B”-სგან 10.000 დოლარი და დატვირთა იპოთეკით მისი მიწის ნაკვეთი. “A”-მ დროულად არ დააბრუნო ფული, “B” უფლებამოსილია მოითხოვოს ვალის დაბრუნება და ამ მიზნით იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მაგ: თუ რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა 8.500 დოლარი იქნება, მაშინ “B”-ს მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
იპოთეკის საგნის რეალიზცია შეიძლება მოხდეს ნებაყოფლობით (მხარეთა შეთანხმებით) ან იძულებით (აღსრულების ფურცლის საფუძველზე).
მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ აუქციონის ჩატარებაზე ან სხვა ფორმით იპოთეკის საგნის რეალიზაციაზე (მაგ: პირდაპირი მიყიდვა).
თუ ვერ ხდება ნებაყოფლობითი შეთანხმება რეალიზაციის თაობაზე, მაშინ სასამართლოსთვის მიმართვის გზით იპოთეკარის შეუძლია მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია, სასამართლოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში გაიცემა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც მოხდება იპოთეკის საგნის რეალიზაცია იძულებითი აუქციონზე.
მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ ნოტარიუსმა გასცეს სააღსრულებო ფურცელი, რის საფუძველზეც მოხდება იძულებითი აღსრულება. (ასეთი შეთანხმება საჭიროებს ნოტარიულად დამოწმებას).
ასეთი შეთანხმების შემთხვევაში, იპოთეკარი, სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე ცალმხრივი მიმართვის საფუძველზე ნოტარიუსისგან მიიღებს სააღსრულებო ფურცელს, რის საფუძველზეც მოხდება იპოთეკის საგნის რეალიზაცია იძულებითი აუცქიონის გზით.
მესაკუთრეს ან ნებისმიერ პირს მესაკუთრესთან შეთანხმებით ან/და მესამე პირს, რომლის უფლებაც შეიძლება შეილახოს აუქციონის შედეგად, უფლება აქვს, აუქციონის ჩატარებამდე მოთხოვნის დაკმაყოფილებით თავიდან აიცილოს აუქციონი.
აუქციონი წყდება, თუ აუქციონის ჩატარებამდე მოვალე ან მესამე პირი, რომელიც უფლებამოსილია, დააკმაყოფილოს კრედიტორი, გადაიხდის მის დასაკმაყოფილებლად და ყველა სხვა ხარჯის დასაფარავად საჭირო თანხას.
მაგ: თუ ერთი ბინის თანამესაკუთრეა ორი პირი, ხოლო ერთ-ერთი თანამესაკუთრის წილი ბინაში დატვირთულია იპოთეკით, რომლის რეალიზაციის საკითხი დგას, მეორე თანამესაკუთრე უფლებამოსილია კრედიტორი დააკმაყოფილოს, რის შედეგაც კრედიტორის მოთხოვნა და იპოთეკის უფლება უქმდება, ხოლო თუ აუქციონი უკვე დაწყებულია, იგი წყდება.
აღსანიშნავია, რომ კრედიტორი, მოვალე და მესაკუთრე უფლებამოსილი არიან თვითონაც მიიღონ მონაწილეობა აუქციონში.
საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლებითაც დატვირთული იყო უძრავი ნივთი და რომლებიც რეგისტრირებულია აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. ადრე რეგისტრირებული უფლებები ნივთზე უცვლელი რჩება.
მაგ: თუ ბინა იპოთეკით დაიტვირთება სამჯერ და მეორედ რეგისტრირებული იპოთეკარის მოთხოვნით მოხდება ამ ბინის აუქციონზე რეალიზაცია, მაშინ მესამედ რეგისტრირებული იპოთეკა უქმდება, ხოლო პირველად რეგისტრირებული იპოთეკა გაყვება ბინას.
აუქციონზე გაყიდული უძრავი ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტისათვის ამ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.
მაგ: წინა მესაკუთრესა გაქირავებული ჰქონდა ბინა, აუქციონზე გაყიდული ბინის ახალი მესაკუთრე გახდება აღნიშნული ქირავნობის ხელშეკრულების მხარე, იგი ჩაანაცვლებს წინა მესაკუთრეს.
იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლიდან მოთხოვნები უნდა დაიფაროს შემდეგი რიგითობით: ხარჯები, კრედიტორის მოთხოვნა სრული ოდენობით. თუ ამონაგები თანხით სრულად არ იფარება ხარჯები, განსხვავების გადახდის ვალდებულება ეკისრება კრედიტორს.
BLH
Keymasterსამკვიდროს მიღების ვადის გადაცილების შედეგები
(სუსგ. №ას-203-196-2012)
სააპელაციო სასამართლოს განმარტება:
სამკვიდროს მიღება ცალმხრივი სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა. გარიგება, თავისი სამართლებრივი ბუნებით, არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ პირის ნების ობიექტურად არსებობას გარკვეული სამართალურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ აუცილებელია, რომ აღნიშნული ნება გამოვლენილ იქნეს. გარკვეულ შემთხვევებში, ნების გამოვლენის ავტონომია კანონისმიერ ჩარჩოებშია მოქცეული. მოცემულ შემთხვევაში, კანონი განამტკიცებს პირის უფლებას, მიიღოს ან არ მიიღოს სამკვიდრო, თუმცა, აწესებს აღნიშნული ნების გამოვლენის ვადასა და წესს.
სამკვიდროს მიღების ნების არსებობის შემთხვევაში, ნება გამოვლენილ უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსადმი მიმართვით ან ფაქტობრივი დაუფლებით. აღნიშნულ ვადაში სამკვიდროს მიღების ნების გამოუხატველობა ქმნის სამკვიდროს მიღებაზე ნების არარსებობის პრეზუმფციას, შესაბამისად, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ქარწყლდება მემკვიდრის უფლება, სხვა მემკვიდრეების თანხმობის გარეშე მიიღოს სამკვიდრო.
სამკვიდროს მიღების ვადის გასვლის შემდეგ მემკვიდრის უფლება, მიიღოს წილი სამკვიდროდან, დამოკიდებულია ამ სამკვიდროზე უფლებამოსილი მემკვიდრეების ნებართვაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – კანონით განსაზღვრულ ვადაში სამკვიდროს მიღების შეუძლებლობის საპატიო მიზეზის არსებობის სასამართლოს მიერ ცნობაზე.
სამკვიდროს მისაღებად კანონით გათვალისწინებული ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ამ პერიოდის განმავლობაში მემკვიდრის ნების არსებობაზე აპელირება, არამედ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ფორმალური საფუძველი – აღნიშნული ნების გამოვლენის შეუძლებლობის დადასტურება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვადის გაშვების საპატიო საფუძვლები უნდა არსებობდეს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში და სამკვიდროს მიღებისათვის კანონით დადგენილი 6 თვიანი ვადის ამოწურვიდან ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის თარიღამდე.
დასკვნა: ამდენად, ნების არ გამოვლენა სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის მანძილზე (ნოტარიუსისთვის მიმართვა, ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს დაუფლება) ქმნის კონკრეტულ სამართლებრივ პრეზუმფციას, რომ პირს არ ჰქონია სამკვიდროს მიღების ნება და ასეთ შემთხვევაში იგი კარგავს სამკვიდროზე უფლებას, ხოლო ამ უფლების აღდგენა შესაძლებელია ორ გამონაკლის შემთხვევაში:
1) სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება სასამართლოს მიერ.
2) სხვა მემკვიდრეთა თანხმობა ასეთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს უფლების აღდგენის შესახებ.
BLH
Keymasterსამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენების სფერო
ზოგადი წესის მიხედვით, სამოქალაქო საქმეებს საერთო სასამართლოები განიხილავენ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დადგენილი წესით. შესაძლოა ასეთი წესები სხვა ნორმატიულ აქტებშიც იყოს განსაზღვრული, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსი უფრო სპეციალურია მათ მიმართ, გარდა რანგით უფრო მაღალი ნორმატიული აქტებისა, მაგ: საერთაშორისო შეთანხმება, კოსტიტუცია.
საქმის წარმოება ხორციელდება სასამართლოში იმ საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის,საპროცესო მოქმედების შესრულების, გადაწყვეტილების აღსრულების დროს.
მაგ: თუ სარჩელი აღიძრა და საქმის წარმოება გაიხსნა ახალი სსკ-ს ამოქმედებამდე, ხოლო შემდეგ მიღებულ იქნა ახალი კანონი, სასამართლომ უნდა გამოიყენოს ეს ახალი კანონი, იმის მიუხედავად საქმის წარმოების გახსნა/განხილვა დაიწყო თუ არა ძველი სსკ-ს მოქმედების პირობებში.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკვე შესრულებული მოქმედება ჩაითვლება არამართლზომიერად, უბრალოდ მოხდება, შემდეგი მოქმედებების განხორციელება ახალი კანონით, ხოლო ძველი დარჩება შესრულებული ძველით.
BLH
Keymasterსამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება
(უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N-ას-1229-1474-05)
მემკვიდრეება მოითხოვეს სამკვიდროს ვადის გაგრძელება და არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა, შემდეგ კი განაცხადეს, რომ “სამკვიდროს ვადის გაშვება გამოწვეული იქნა იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ისინი არ იცნობდნენ კანონმდებლობას და ნაცვლად ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღებისა მოითხოვეს სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება”
უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ აღნიშნული გარემოება ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველიო, რადგან :
“სამოქალაქო კოდექსის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი, ამ ნორმის დათქმიდან გამომდინარე, არ შეიძლება პირი უთითებდეს კანონის არცოდნაზე ან მის არასათანადო გაგებაზე კანონის უცოდინრობის გამო, ვინაიდან კანონის ცოდნის პრეზუმფცია ყველასა და თითოეულზე ვრცელდება.”
-
AuthorPosts
