Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
ივერიელი
Participantშერეული ხელშეკრულება ითვლება ერთიან ხელშეკრულებად, იმ სპეციფიკის თანხლებით, რომ დავის შემთხვევაში გამოიყენება ის ნორმები, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან. (სკ-ის 340-ე მუხლი). ამდენად თუ შერეული ხელშეკრულება მოიცავს ორი სხვადასხვა ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ურთიერთობა, შესაბამისად ორ სხვადასხვა ბუნების ვალდებულებას, ამ ორივე ვალდებულების ჯეროვნად შესრულება წარმოშობს ვალდებულების შეწყვეტას სკ-ის 427-ე და 361.2-ე მუხლების მიხედვით, ხოლო ერთ-ერთის შესრულება და მეორეს შესრულება განიხილება 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-3 წინადადებაში განსაზღვრულ შემთხვევად:
“თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.”
ამდენად, იქიდან გამომდინარე, რომ შეძენილი საქონლის ქონამ დაკარგა ობიექტურად ინტერესი, რადგან ვერ მოხდება მისი ექსპლოატაცია, შერეული ვალდებულების მეორე ნაწილის შესრულების გარეშე, ამ ნორმაზე დაყდნობით, მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას შერეულ ხელშეკრულებაზე და დადგება ორმაგი რესტიტუციის მოთხოვნის შედეგი, სკ-ის 352-ე მუხლის შესაბამისად.
შენ რას ფიქრობ?
ივერიელი
Participantმოსამართლის შინაგანი რწმენა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენა
(სუსგ. N-ას-1639-1536-2012)
დავა ეხება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურებას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, საჩივრის განხილვისას, იმ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ მოპასუხე დღემდე ცოცხალია, მიიჩნია, რომ მოსარჩელე მას საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფდა, სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა და მოპასუხეს დააკისრა მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: სასამართლო თავისუფალია მტკიცებულებათა შეფასების პროცესში და შეუძლია, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შინაგან რწმენაზე დაყრდნობით დადგენა, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს მტკიცებულებების არარსებობის პირობებში გადაწყვეტილების ვარაუდზე დაყრდნობით მიღების შესაძლებლობას.
მოცემულ შემთხვევაში, სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე, რომელიც თანხის დაკისრებას ითხოვდა, ვალდებული იყო, წარედგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მან მოპასუხის რჩენისათვის ეს თანხა გაიღო, რაც მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის თანაბრად განაწილების პირობებში, როდესაც მოსარჩელე საკუთარ მოთხოვნას შესაბამის მტკიცებულებებზე ვერ ამყარებს, აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, რაც სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა სსკ-ის 411-ე მუხლით, მიიღო ახალი გადაწყვეტილება.
ივერიელი
Participantმტკიცებულების წარდგენის ვალდებულების დარღვევა
(განჩინება N-ას-1235-1164-2011)
სააპელაციო სასამართლომ, საჩივრის განხილვისას არასწორად განმარტა სსკ-ის 136-ე მუხლის მე-5 ნაწილი და არ გაათავისუფლა მოსარჩელე მტკიცების ტვირთისაგან. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მოსარჩელის მიერ აღძრული შუამდგომლობა და მასში მითითებული ფაქტების დასადასტურებლად მოპასუხის მიერ წარმოსადგენი მტკიცებულებების ვალდებულება.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: სსკ-ის 136-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მიზანია მტკიცებულებების წარდგენის უზრუნველყოფა იმ მხარისაგან, რომელთანაც ინახება მტკიცებულება, მაგრამ მისთვის არ არის ხელსაყრელი მათი სასამართლოში წარდგენა, რადგან ამ მტკიცებულებით შეიძლება დადასტურდეს მისთვის არასასურველი ფაქტი.
ასეთ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია, მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე.
განსახილველი ნორმის თანახმად კი, იმისათვის, რომ სასამართლომ გადააკისროს მტკიცების ტვირთი მხარეს, რომელსაც არ ევალება სადავო ფაქტის დადასტურება, აუცილებელია, არსებობდეს შემდეგი ორი წინაპირობა: პირველი, მხარე არ უნდა უარყოფდეს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა და, მეორე, იგი წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს უნდა ამბობდეს.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ, ზემოთ მითითებული განმარტებების მიხედვით, მოპასუხეს უნდა განუსაზღვროს სსკ-ის 136-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული წინაპირობები და შედეგები, თუ მოპასუხე მხარე ვერ დაადასტურებს ამ მტკიცებულებების წარუდგენლობის საპატიო მიზეზს, მაშინ მოსარჩელე უნდა გათავისუფლდეს ამ მტკიცებულებებით დასადასტურებელი ფაქტების მტკიცებისაგან. ამდენად, სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა გასახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.
ივერიელი
Participantძალიან ფართოდ განმარტავ სკ-ის 286-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც:
“ის მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით, შეიძლება შეიცვალოს სხვა მოთხოვნით. ამისათვის საჭიროა მესაკუთრისა და კრედიტორის (იპოთეკარის) შეთანხმება და ამ შეთანხმების რეგისტრაცია რეესტრში.”
აქ საუბარია ერთი მოთხოვნის მეორე მოთხოვნით შეცვლაზე და არა ერთი მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებული პირობების შეცვლაზე.
იპოთეკარი და იპოთეკის საგნის მესაკუთრე თანხმდებიან, რომ 1. იპოთეკის საგნით მოხდება “ა” მოთხოვნის უზრუნველყოფა. 2. თანხმდებიან თუ რა მოცულობით უნდა მოხდეს იპოთეკის საგნიდან დაკმაყოფილება. (ასეთი შეთანხმების გარეშე იგულისხმება, რომ სრული მოცულობით). 3. თანხმდებიან იპოთეკის შეწყვეტის საფუძლებზე.
აღნიშნული შეთანხმების შედეგად “ა” მოთხოვნა უზრუნველყოფილი ხდება “ბ” იპოთეკით და სანამ ეს “ა” მოთხოვნა არ შეწყდება, მანამდე იპოთეკაც არ შეწყდება, თუ იპოთეკის შეწყვეტა სხვა შეთანხმებული საფუძვლებიდან გამომდინარე არ მოხდება.
როცა “ა” მოთხოვნასთან დაკავშირებული ხელშეკრულების ცვლილება ხდება, აღნიშნულს ავტომატურად ითვალისწინებდა “ბ” იპოთეკა, მისი დადების მომენტში, რადგან იპოთეკა მოიცავს მათ შორის იმ სახელშეკრულებო ცვლილების განხორციელების შესაძლებლობას, რაც “ა” მოთხოვნასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაში შეიძლება განხორციელდეს, ამიტომაც ვფიქრობ თუ “ა” მოთხოვნა არ შეწყდა და მოხდა მხოლოდ ხელშეკრულების ცვლილება, მაშინ იპოთეკა ნარჩუნდება და იპოთეკარის უფლებამოსილება მასთან დაკავშირებით არ წყდება.
ეს ყველაფერი რაც დავწერე ეხება კონკრეტულ ერთ ხელშეკრულებას, რომლიდან გამომდინარე მოთხოვნაც უზრუნველყოფილია იპოთეკით. ახლა უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენადაა აღნიშნული ხელშეკრულების რესტრუქტურიზაცია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთობის შეწყვტის და ახალი ურთიერთობის დაწყების საფუძველი. თუ ძველი ხელშეკრულება წყდება და ახალი იწყება, მაშინ იპოთეკაც უნდა გაუქმდეს, ხოლო თუ ახალი ურთიერთობა ძველის გაგრძელებაა, მაშინ იპოთეკაც უნდა დარჩეს ძალაში.
ივერიელი
Participantშენ რასაც იძახი, გამოდის, რომ ფაქტობრივად იპოთეკა წყდება, მაგრამ რა საფუძვლით უნდა გაათავისუფლოს მესაკუთრემ იპოთეკის საგანი?
იპოთეკის ხელშეკრულება, ხომ აქცესორულია, იმ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის ბედს იზიარებს, რასაც უზრუნველყოფს და თუ ეს ვალდებულებითი ურთიერთობა არ შეწყვეტილა (არამედ ფორმა იცვალა, მოხდა პირობების შეცვლა), ისე, რომ შენარჩუნდა ის ხელშეკრულება, რის უზრეუნველსაყოფადაც დაიდო იპოთეკა, მაშინ ვფიქრობ, რომ აღნიშნული ცვლილება ვერ გახდება იპოთეკის შეწყვეტის ან იპოთეკარის მიერ იპოთეკიდან გამომდინარე უფლებების ვერ გამოყენების საფუძველი, რადგან ამ უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარე რისკებია უზრუნველყოფილი იპოთეკით. მაგ: როცა ხელშეკრულებაში წერია, რომ მხარეები უფლებამოსილნი არიან შეიტანონ ხელშეკრულებაში ცვლილებები და ამ უფლებას გამოიყენებენ ისინი, აღნიშნულიც უზრუნველყოფილია იპოთეკით, თუ იპოთეკის ხელშეკრულებაში სხვა რეგულაცია არ გვაქვს.
ივერიელი
Participantგავიგე რასაც იძახი და რა უნდა მოხდეს კონკრეტულ ამ შემთხვევაში, რა უნდა ქნას ფაქტობრივად იპოთეკის საგნის მესაკუთრემ?
ივერიელი
Participantხო, მაგრამ რომელი სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს, რომ მესაკუთრის თანხმობაა საჭირო?
მოთხოვნა ხომ იგივე რჩება, მოთხოვნა, რომ იცვლებოდეს გასაგებია, მაგრამ თუ სესხის ხელშეკრულება 1000 ლარის გადახდას ითვალისწინებს 4 თვეში, ხოლო მხარეები შეთანხმდებიან, რომ იგივე თანხა 9 თვეში გადაიხადოს მოვალემ, რა საფუძვლით შეუძლია იპოთეკის საგნის მესაკუთრეს გააუქმოს იპოთეკა ? მოთხოვნა, ხომ იგივე რჩება, უბრალოდ იცვლება ვალდებულების შესრულების წესი.
ივერიელი
Participantკარგი თავი დაანებე რესტრუქტურიზაციას.. წარმოიდგინე, რომ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები.. მაგ: ვადა გაიზარდა. 1 წელი იყო და 6 წელი გახდა და სხვა მსგავსი ცვლილებები.
ივერიელი
Participantდაუტვირთავი მაშინ გადადის, როცა იპოთეკით ან სხვა ვალდებულებებით იტვირთება ნივთი იმის შემდეგ, რაც რეალიზაციის საფუძვლად არსებული იპოთეკით დაიტვირთა… ამ შემთხვევაში ეგ წესი არ მოქმედებს ჩემი აზრით.
ერთი კაზუსი მინდა შემოვაგდო: “ა” და “ბ” შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. “ა”-ს მოთხოვნა უზრუნველყოფილ იქნა “გ”-ს ბინაზე იპოთეკის დადებით. “ა” და “ბ”-მ დადეს სესხის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გაიზარდა ვალდებულების შესრულების ვადა და პროცენტი, ამის შესახებ არაფერი იცოდა “გ”-მ… “ბ”-მ ვერ შეასრულა ვალდებულება და “ა” ითხოვს ვალდებულების შესრულების მიზნით მისი ბინის რეალიზაციას.
როგორ უნდა გადაწყდეს დავა?
ივერიელი
Participantადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილება და უკუძალა
(განჩინება N-ბს-890-883(კ-11) 19.10.11).
სააპელაციო პალატამ, საჩივრის განხილვისას არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა მე-9 მუხლის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა. სააპელაციო პალატამ არ შეისწავლა საკითხი იმის შესახებ, არსებობდა თუ არა სადავო აქტების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი, სრულყოფილად არ შეამოწმა მშენებლობის კანონიერების ფაქტი, არ უზრუნველყო მშენებლობის ნებართვის თაობაზე დადგენილების წარმოდგენა, არ შეაფასა მისი შინაარსი და არ განსაზღვრა, რამდენად წარმოადგენდა აღნიშნული აქტი იმ სახის დოკუმენტს, რომელიც მოსარჩელის მიერ წარმოებულ მიშენებას მოაქცევდა კანონიერების ფარგლებში.
საკასაციო პალატის განმარტება: საკასაციო სასამართლოს განმარტებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო საქმიანობის კონტროლი რეგულირდება სპეციალური კანონით, ამ კანონით განსაზღვრული სამართალდარღვევა თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და მასზე ჩვეულებრივი წესით ვრცელდება ის ზოგადი ნორმები, რომელიც დადგენილია სამართალდარღვევისთვის. ვინაიდან აქტის გასაჩივრების შემთხვევაში პირისათვის საბოლოო შედეგს განსაზღვრავს სასამართლო გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ საჯარიმო თანხის განსაზღვრა მოახდინოს ორივე ზემოაღნიშნული კანონის ნორმათა შეჯერების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.
-
AuthorPosts
