Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
ივერიელი
Participantსესხი და ხანდაზმულობა
სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას გააჩნია სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა, აღნიშნული ვადა აითვლება სესხის დაბრუნების მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.
მაგ: ანამ ისესხა ლაშასგან 1000 ლარი 2014 წლის 10 მაისამდე. თუ 10 მაისს ანა არ დააბრუნებს სესხს, მაშინ 11 მაისიდან ლაშას წარმოეშობა მოთხოვნის უფლება და აითვლება ხანდაზმულობის ვადა. ლაშას მოთხოვნა ჩაითვლება ხანდაზმულად 2017 წლის 10 მაისის შემდეგ.
თუ სესხის გადახდის ვალდებულება ნაწილ-ნაწილ არის განსაზღვრული ან სესხისთვის გათვალისწინებულია ყოველთვიური პროცენტი, თითოეული შესრულებისათვის დამოუკიდებლად აითვლება სამ თვიანი ხანდაზმულობის ვადა.
მაგ: ანამ ისესხა გიორგისგან 12.000 ლარი 1 წლის ვადით. მას უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით, ასევე პროცენტის სახით 200 ლარი. სულ ყოველთვიურად 1200 ლარი..
ყოველთვიური მოთხოვნის შემთხვევაშ ხანდაზმულობა აითვლება დამოუკიდებლად. მაგ: თუ 2014 წლის მაისის თვის 1200 ლარს არ გადაიხდის ანა, მაშინ აღნიშნული მოთხოვნა ხანდაზმული გახდება 2017 წლის მაისის შემდგომ, ხოლო 2014 წლის სექტემბრის შემთხვევაში- მოთხოვნა ხანდაზმული იქნება 2017 წლის სექტემბრის შემდგომ.მოთხოვნის ხანდაზმულობას გააჩნია კონკრეტული სამართლებრივი შედეგი… მოთხოვნის მფლობელი არ არის უფლებამოსილი იძულებითი წესით სასამართლოს გზით დაიკმაყოფილის მოთხოვნა, ხოლო თუ მოვალემ ხანდაზმულობის მიუხედავად მაინც შეასრულა თავისი ვალდებულება, მაშინ მას არ შეუძლია ხანდაზმულობაზე მითითებიტ უკან გამოითხოვოს შესრულება.
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.
მაგ: ანა ვალდებული იყო გიორგისათვის დაებრუნება 10.000 ლარი 2014 წლის 20 იანვარს, ხოლო ვალდებულების დროულად შეუსრულებლობისათვის იგი ვალდებული იყო გადაეხადა ყოველთვიური პროცენტი 1000 ლარის ოდენობით.
ამ შემთხევაში გიროგის სესხის დაბრუნების მოთხოვნის ხანდაზმულობა აითვლება 2014 წლის 21 იანვრიდან, ანუ მისი მოთხოვნა ხანდაზმული იქნება 2017 წლის 21 იანვრიდან. ასეთ შემთხვევაში ყველა იმ პროცენტის გადახდის მოთხოვნაც ხანდაზმული იქნება, რომლებიც წარმოიშვა ძირითადი ვალდებულების- სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის.
აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადებისა და მათი გამოთვლის წესის შეცვლა მხარეთა შეთანხმებით დაუშვებელია.
თუ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდება ვადამდე, მაშინ ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება შეწყვეტის შესაბამისად მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.
ივერიელი
Participant@Edika said:
მეზობლიადნ, რომელსაც დაქირავებული ქონდა ბინა წყალი ჩავიდა ქვემოთ სართულზე. ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 1004 მუხლის მეორე ნაწილის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კანონის 21-ე მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე სოლიდარულად აგებენ პასუხს თუ მხოლოდ დამქირავებელი?დამქირავებელმა უნდა აგოს მხოლოდ, თუმცა პრაქტიკის მიხედვით (მაგ: №ას-979-937-2013) , რატომღაც მესკაუთრე მიიჩნევა სათანადო მოპასუხედ..
ივერიელი
Participantვერ დაგეთანხმები, როგორ გახდება უმნიშვნელო მეზობლის ქმედება, როცა სწორედ მის გამო წარმოიშვა ხანძარი და შესაბამისად საფრთხე სხვისი ქონებისათვის და მხოლოდ ამ საფრთხესთან არათანაზომიერად ბრძოლის შედეგად, სახანძრო სამსახურმა მიაყენა საფრთხის ქვეშ მყოფ ქონებას ზიანი.
რომ არ ყოფილიყო მეზობლის ქმედება, არ იქნებოდა ხანძარი, რომ არ ყოფილიყო ხანძარი არ იქნებოდა საფრთხე სხვისი ქონებისათვის და რომ არ ყოფილიყო საფრთხე არც სახანძროს მიერ არათანაზომიერი ქმედება იქნებოდა და არ მიადგებოდა სხვის ქონებას ზიანი.. ამიტომაც ასე ცასახად იმის თქმა, რომ მეზობელს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა არ არის სწორი…
ჩემი აზრით ორივე სუბიექტს (მეზობელს და სახანძროს) უნდა დაეკისროთ სოლიდარულად პასუხისმგებლობა სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის და 412-ე მუხლების შესაბამისად, რადგან მათი ორივეს ქმედება არის არსებითად დაკავშირებული ზიანის დადგომასთან..
რაც შეეხება უშუალო და რელევანტური მიზეზობრიობის საკითხს.. ამ შემთხვევაში უშუალოდ ზიანს აყენებს სახანძრო, რადგან სწორედ მისი ქმედების შედეგად დგება ზიანი და თუ ჩვენ მხოლოდ უშუალო მიზეზობრიობის კუთხით წავალთ, მაშინ სახანძროს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, თუმცა რელევანტური მიზეზობრიობის კუთხით თუ წავალთ, მის მიხედვით ყველა იმ სუბიექტს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, რომელთა ქმედებაც არის აუცილებელი და არსებითი ზიანის დადგომაში, ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და ვფიქრობ, რომ სწორედ ასე უნდა გადაწყდეს ეს საკითხი.
ივერიელი
Participant@Edika said:
იმიტომ უნდა აგოს მოლოდ სახანძრომ პასუხი რომ შედეგი მიზეზობრივ კავშირშია არა ხანძარტან არამედ სახანძროს მოქმედებასთან, იმით რომ გაცდა ტანაზომიერების პრინციპს.ხანძართანაც კავშირია, რადგან რომ არა ხანძრის არსებობა არ დადგებოდა ის შედეგი რაც დადგა.. 😀
ივერიელი
Participant4. გირავნობა/იპოთეკა
გირავნობა და იპოთეკა წარმოადგენენ სანივთო-სამართლებრივ უზრუნველყოფის საშუალებას, რომლებიც თავისი აბსოლუტური ძალის საშუალებით საკმაოდ ეფექტურ უზრუნველყოფის ღონისძიებას წარმოადგენენ და ხშირად გამოიყენება პრაქტიკაში.
გირავნობა და იპოთეკას შორის განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ გირავნობა გამოიყენება მოძრავ ნივთებზე, ხოლო იპოთეკა უძრავ ნივთებზე.
გირავნობა/იპოთეკის საშუალებით სესხიდან გამომდინარე გამსესხებლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია მოვალის ან სხვა ნებისმიერი პირის ქონებით. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება სესხის დაბრუნება, გამსესხებელი უფლებამოსილია ქონების რეალიზაციის/ ან საკუთრებაში მიღების გზით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა.
უფრო დეტალური ინფორმაცია გირავნობა/იპოთეკაზე იხ. შესაბამის თემაში https://blh.com.ge/?p=1502
ივერიელი
Participant@Edika said:
მე ვფიქრობ რომ თუ თანაზომიერების ფარგლებს ცდება მაშინ მარტო სახანძრომ უნდა აგოს პასუხი.რატომ უნდა აგოს სახანძრომ მხოლოდ?
ამ შემთხვევაში, როგორც მეზობლის, ისე სახანძროს მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ბრალიც გვაქვს, რაც მიზეზობრივ კავშირშია ზიანთან.. ასე ცალსახად მხოლოდ სახანძროს პასუხისმგებლობა არასწორია ჩემი აზრით.. სასამართლომ უნდა იმსჯელოს 412-ე მუხლის საფუძველზე და შესაძლოა 998-ე მუხლის მიხედვით სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხიც დაისვას.
ივერიელი
Participant@Edika said:
თანაზომიერების პრინციპია აქ ჩამი აზრით მნიშვნელოვანი. თუ სახანძრო სამსახურის ქმედება მიმართული იყო მეზობელი სახლებზე ხანძრის გავრცელების ტავიდან აცილების მიზნით და ეს ქმედება ჯდება თანაზომიერების ფარგლებში, მაშინ სახანძრომ არ უნდა აგოს პასუხი. მაგრამ თუ ცდება ტანაზომიერების ფარგლებს მაშინ მარტო სახანძრომ უნდა აგოს პასუხი.კი, გეთანხმები მაგაში.. როცა სახანძრო სამსახური ახორციელებს თანაზომიერი ღონისძიებას ხანძღის ლოკალიზაციის მიზნით და ამის შედეგად განზრახ ადგება ზიანი გარკვეულ სიკეთეს, სახანძრო სამსახური ამ შემთხვევაში მოქმედებს მართლზომიერად და შესაბამისად ასეთი ზიანისათვის პასუხისმგებლობას მას არ დაეკისრება, არამედ 1001-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ მეზობელს.
თუმცა თუ სახანძრო სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიება არათანაზომიერი, ხანძრით გამოწვეული საფრთხის აღკვეთის კუთხით და შესაბამისად მართლსაწინააღმდეგო, მაშინ უკვე შეიძლება დადგეს მისი სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხიც.
ივერიელი
Participant@Edika said:
გაუმართავი ელექტროფიდერის ექსპლოატაციის დროს მეზობელ სახლს გაუჩნდა ხანძარი. სახანძრო სამსახურმა უზრუნველყო ხანძრის ჩაქრობა, მაგრამ შემმთხვევით დააზიანა (წყლით) მეორე მეზობლის სახლი, რომელშიც მას ძვირადღირებული რემონტი ქონდა გაკეთებული. აქვს თუ არა ამ უკანასკნელს, ელექტროფიდერის მესაკუთრის მიმარტ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება 1001-ე მუხლის საფუძელზე?? თუ სახანძროს მიმართ? თუ სოლიდარულად??????თუ სახანძრო სამსახურის ბრალი არ არის სახეზე, მაშინ 1001-ე მუხლის საფუძველზე მხოლოდ მეზობელს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, რადგან მისი გაუმართავი ელექტროფიდერის ექსპლოატაციის შედეგად დადგა ზიანი, ანუ სახეზეა ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო უმოქმედობიდან გამოწვეული ზიანი.
თუმცა სხვა სიტუაცია იქნება, როცა სახანძღო სამსახურის ბრალეული ქმედებების შედეგად დგება აღნიშნული ზიანი. ამ შემთხვევაში, 998-ე მუხლის პირველი ნაწილით შეიძლება სოლიდარული პასუხისმგებლობის წარმოშბაზე საუბარი.
ივერიელი
Participant3. საბანკო გარანტია
საბანკო გარანტიია, სესხის ხელშეკრულების საკმაოდ კარგი უზრუნველყოფის ღონისძიებაა, იგი თავისი ბუნებით განსხვავდება სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან და ახასიათებს გარკვეული სპეციფიკები.
თუ რას წარმოადგენს საბანკო გარანტია შეგიძლია იხილოთ სტატია https://blh.com.ge/?p=3618
სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფა საბანკო გარანტიით განაპირობებს გამსესხებლის ინტერესების ძალიან ეფექტიან დაცვას, რადგან იგი უფლებამოსილია მოთხოვოს გარანტს, მოვალის ვალდებულების უპირობოდ შესრულება.
მაგ: „ა“-მ ისესხა „ბ“-სგან 10.000 ლარი, ამავდროულდა „ა“-მ დადო „გ“-სთან საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც „გ“ -მ იკისრა, რომ გადაუხდიდა „ბ“-ს სესხის ძირითად თანხას 10.000 ლარს, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
ამ შემთხვევაში თუ „ა“ არ დაუბრუნებს სესხს „ბ“-ს ეს უკანასკნელი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მიიღებს „გ“-სგან 10.000 ლარს.
ივერიელი
Participantრა პოზიცია გაქვს, როგორ უნდა გადაწყვეიტლიყო ხანდაზმულობის საკითხი და რატომ?
-
AuthorPosts
