Forum Replies Created

Viewing 10 posts - 171 through 180 (of 449 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: სამოქალაქო პროცესი #4839

    @Edika said: რას ვფიქრობთ შემთხვევაზე როცა მოსამართლეს არ ააქვს ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით, ჩაბარებული აქვს სისხლის მიმართულებით და მაინც განიხილავს სამოქალაქო საქმეს?  (422 მუხლტან მიმართებაში)

    ზუსტად მაგ საკითხს ეხება უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილება №ა-3107-ბ-16-2014

    “დათქმა იმის შესახებ, რომ უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაევალოს მხოლოდ შესაბამისი სპეციალიზაციის მოსამართლეს, კანონით დადგენილი არ არის. უფრო მეტიც, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანდიდატურა, რომლის პროფესიული გამოცდილება უნდა შეეფერებოდეს უზენაესი სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს. ამდენად, აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე კანდიდატი შეიძლება დაინიშნოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე, განმცხადებლის მხრიდან მოსამართლეების შესაბამის სპეციალიზაციაზე მითითება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.”

    @Edika said:
    მოსარჩელის შვილი თამაშის დროს შევიდა სატრანსფორმატორო ქვესადგურის ღია კარში, შეეხო ერთ-ერთ ელექტროსადენს და მიიღო მე-4 ხარისხის დამწვრობა. ეს ელექტროსატრანსპომატოროქვესადგური ეკუთვნოდა შ.პ.ს „გ“-ს. სს „თ“ აწვდიდა დენს ამ ელექტროქვესადგურს.

     

    ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა და რა საფუძვლით?

     

    შპს-ს უნდა დაეკისროს, რაც შეეხება საფუძველს, აქაც ორი მიმართულებით შეიძლება მსჯელობა, ერთი ის, რომ ხომ არ დაარღვია შპს-მ უსაფრთხოების ნორმები და შეეძლო თუ არა მას გარკვეული ღონისძიებების მეშვეობით აღეკვეთა მსგავსი სახის ზიანი, შემოეღობა კარგად ეს ქვესადგური, დაეყენებინა დაცვა და ა.შ… თუ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, მაშინ 992-ე მუხლის საფუძველზე იქნება იგი პასუხისგებელი, ხოლო თუ პასუხი უარყოფითია და იგი ვერ მიიღებდა ვერანაირი ზომებს ზიანის აღკვეთისათვის, მაშინ სახეზეა მომეტებული საფრთხიდან გამომდინარე ზიანი და შესაბამისად 1000-ე მუხლით მოხდება პასუხისმგებლობის დაყენება.

     

    აქ ასევე შეიძლება სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლით შემცირდეს შპს-ს პასუხისმგებლობა, იმ დასაბუთებით, რომ არ მოხდა ბავშვის სათანადოთ მეთვალყურეობა და მისი მშობლების მხრიდან გვაქვს შერეული ბრალი.

    აქ

    in reply to: მორალური ზიანი #4828

    იურიდიულ პირს მორალი გააჩნია, იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რაც იურიდიულ პირს ახასიათებს. შეიძლება ღირსება არ აქვს, მაგრამ რეპუტაცია ხომ აქვს და ამ რეპუტაციის შელახვა მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი რატომ არ შეიძლება გახდეს?

     

    რაც შეეხება მეორე საკითხს, არ ვეთანხმები ნამდვილად მაგ საკითხს, რადგან მართალია რეკლამის შესახებ კანონში მოცემული მსგავსი რეგულაცია, რომ საჯაროდ უარყოფა უნდა მოხდეს, მაგრამ ეს გარემოება რატომ გარმოიცხავს ფულადი ანაზღაურების თემას?

     

    ამასთან დაკავშირებით საინტერესოა უზენაესის გადაწყვეტილება ას-487-461-2011, სადაც სასამართლო განმარტავს:

     

    “ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა ცალკე კანონით შეიძლება იყოს დარეგულირებული, თუმცა, სამოქალაქო სამართალურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, იგი ვალდებულებითი სამართლის მოქმედების რეჟიმში რჩება და მასზე ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნორმები ვრცელდება.”

     

    ამდენად, როცა სპეციალური კანონის რეგულაციები არ არის კოლიზიაში ზოგად ვალდებულებით ნორმებთან.. ეს ზოგადი ნორმები გამოიყენება მაინც.

    თუ ჩემ პოზიციას გავითვალისწინებთ, რომ მართლწინააღმდეგობა და ბრალი არსებობდა, მაშინ არსებობს ეს გადაწყვეტილება N- ას-87-420-05 , რომლიდან გამომდინარეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ 992-ე მუხლის გამოყენება უნდა მოხდეს და არა 1000-ე მუხლის, რადგან 1000-ე მუხლის გამოყენება ხდება, როცა არ გვაქვს ბრალი და მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

    @Edika said:
    სახლის აივანზე თამაშბდნენ ბავშვები, რა დროსაც ქუჩაში გაწყდა ელექტროსადენი, დაეცა ბავშვს, რის შედეგადაც მიიღო დამწვრობა. აქვს თუ არა მოთხოვნის უფლება და რის საფუძველზე?

    ელექტროსადენის მესაკუთრისგან ექნება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რადგან იგი ვალდებულია უზრუნველყოს ელექტროსადენის უსაფრთხო ექსპლოატაცია, ვალდებულია შეინარჩუნოს ელექტროსადენი ისეთ მდგომარეობაში, რომ მან ზიანი არ მიაყენოს სხვას. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა, რომელმაც ზიანი განაპირობა არის დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძველს, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით.

    in reply to: შრომის სამართალი #28983

    დამსაქმებლის ბრძანება, როგორც შრომითი ხელშეკრულების არსებობის მტკიცებულება

    (სუსგ.ას-371-349-2014)                    

    „სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.

    . სთან შრომითი ურთიერთობების 2013 წლის 1 ოქტომბრამდე გაგრძელების თაობაზე დამსაქმებელმა გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც ხ. ჩ-მ საწარმოში საქმიანობა გააგრძელა, რაც ნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული იყო შრომითი ხელშეკრულება და ეს ხელშეკრულება მოქმედებდა 2013 წლის 1 ოქტომბრამდე.“

    in reply to: შრომის სამართალი #28942

    შრომითი ურთიერთობის წარმოშობა

     

    შრომითი ურთიერთობის წარმოშობა დაკავშირებულია შრომითი ხელშეკრულების დადებასთან. შრომითი ხელშეკრულების დადება წარმოშობს დასაქმებულისა და დამსაქმებლის შრომით-სამართლებრივ უფლება-მოვალეობებს ერთმანეთის მიმართ, იმ შრომის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რომელზეც ისინი შეთანხმდებიან.

    ამდენად, შრომითი ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როდესაც მხარეები შეთანხმდებიან შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებზე, კანონით დადგენილი ფორმით. ფორმის განსაზღვრა მჭიდროდ არის დაკავშირებული შრომის ხელშეკრულების ვადასთან, ამიტომაც მისი განსაზღვრაც უმნიშვნელოვანესია.

    შრომითი ხელშეკრულების ფორმა შეიძლება იყოს, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი.

    შრომითი ხელშეკრულების ვადა, შეიძლება იყოს, როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი.

    შრომითი ხელშეკრულება აუცილებლად წერილობითი ფორმით უნდა გაფორმდეს, თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება 3 თვეზე მეტ ხანს.

    შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით შეიძლება დაიდოს მხოლოდ მაშინ, როცა იგი იდება 1 წლით ან მეტი ვადით ან სახეზეა რომელიმე შემდეგი გარემოება:

    ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო;

    ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო;

    გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება;

    დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება;

    ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.

    შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი/უვადო არის, როდესაც ამაზე შეთანხმდებიან მხარეები, ან:

    ა. შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით,

    ბ. შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს.

    ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში.

    in reply to: შრომის სამართალი #28938

    შრომის კოდექსის საწინააღმდეგო პირობის ბათილობა

     

    შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით:

    “შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას.”

    მოცემული დანაწესი, ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული თვალსაზრისით, რადგან იგი კრძალავს ნებისმიერი ისეთი პირობის ჩადებას შრომით ხელშეკრულებაში, რომელიც შრომის კოდექსში განსაზღვრული სამართლებრივი რეგულაციების საწინააღმდეგოდ აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას.

    თვალსაჩინოებისათვის, მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი:

    მაგ: ბათილი იქნება პირობა, რომელიც შეზღუდავს დასაქმებულის უფლებას ნებისმიერ დროს, საფუძვლის მითითების გარეშე, შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა.

    მაგ: ბათილი იქნება პირობა, რომლის მიხედვითაც დასაქმებულს დაეკისრება ჯარიმა, თუ იგი შეწყვეტს შრომით ურთიერთობას, ხელშეკრულებით დადგენილ ვადამდე.

    მაგ: ბათილი იქნება პირობა, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელი უფლებამოსილი იქნება შეწყვიტოს შრომის ხელშეკრულება, განსხვავებული საფუძვლებითა და წესით, რაც გათვალისწინებულია შრომის კოდექსში.

    მაგ: ბათილია პირობა, რომელიც ცვლის ზეგანაკვეთური სამუშაოს მიმართ არსებულ, შრომითი კოდექსით დადგენილ, ანაზღაურების წესს.

    in reply to: მორალური ზიანი #4159

    არამგონია, შეურაცყოფა არის, მაგრამ იმხელა ხარისხის არაა, რომ მორალური ზიანის დაკისრების საფუძველი გახდეს.

    in reply to: საოჯახო სამართალი #4138

    ახლა საინტერესო შემთხვევა მინდა დავწერო პრაქტიკიდან მეუღეთა თანასაკუთრებასთან დაკავშირებით და როგორ გადაწყვეტდით აბა….

     

    ნიკამ 2004 წლის 27 თებერვალს შეიძინა ბინა. 2005 წლის 20 იანვარს დაქორწინდა ნათიაზე. 2007 წელს ნიკამ მიყიდა თავისი ბინა ნათიას 25.000 ლარად.   2009 წელს ნიკა და ნათია განქორწინდნენ. ნიკამ მოითხოვა ბინის თანასაკუთრებად ცნობა და მისი წილის 1/2-ის გამოყოფა.

     

     

    არის თუ არა აღნიშნული ბინა მეუღლეთა თანასაკუთრება და უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა მისი მოთხოვნა?

     

    პასუხი დაასაბუთეთ 🙂

     

     

Viewing 10 posts - 171 through 180 (of 449 total)