მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები

Viewing 10 posts - 51 through 60 (of 118 total)
  • Author
    Posts
  • #22653

    სესხი და ხანდაზმულობა

     

     

    სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას გააჩნია სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა, აღნიშნული ვადა აითვლება სესხის დაბრუნების მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.

     

     

    მაგ: ანამ ისესხა ლაშასგან 1000 ლარი 2014 წლის 10 მაისამდე. თუ 10 მაისს ანა არ დააბრუნებს სესხს, მაშინ 11 მაისიდან ლაშას წარმოეშობა მოთხოვნის უფლება და აითვლება ხანდაზმულობის ვადა. ლაშას მოთხოვნა ჩაითვლება ხანდაზმულად 2017 წლის 10 მაისის შემდეგ.

     

     

    თუ სესხის გადახდის ვალდებულება ნაწილ-ნაწილ არის განსაზღვრული ან სესხისთვის გათვალისწინებულია ყოველთვიური პროცენტი, თითოეული შესრულებისათვის დამოუკიდებლად აითვლება სამ თვიანი ხანდაზმულობის ვადა.

     

     

    მაგ: ანამ ისესხა გიორგისგან 12.000 ლარი 1 წლის ვადით. მას უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით, ასევე პროცენტის სახით 200 ლარი. სულ ყოველთვიურად 1200 ლარი..

     
    ყოველთვიური მოთხოვნის შემთხვევაშ ხანდაზმულობა აითვლება დამოუკიდებლად. მაგ: თუ 2014 წლის მაისის თვის 1200 ლარს არ გადაიხდის ანა, მაშინ აღნიშნული მოთხოვნა ხანდაზმული გახდება 2017 წლის მაისის შემდგომ, ხოლო 2014 წლის სექტემბრის შემთხვევაში- მოთხოვნა ხანდაზმული იქნება 2017 წლის სექტემბრის შემდგომ.

     

     

    მოთხოვნის ხანდაზმულობას გააჩნია კონკრეტული სამართლებრივი შედეგი… მოთხოვნის მფლობელი არ არის უფლებამოსილი იძულებითი წესით სასამართლოს გზით დაიკმაყოფილის მოთხოვნა, ხოლო თუ მოვალემ ხანდაზმულობის მიუხედავად მაინც შეასრულა თავისი ვალდებულება, მაშინ მას არ შეუძლია ხანდაზმულობაზე მითითებიტ უკან გამოითხოვოს შესრულება.

     
    სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

     

     

    მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.

     

     

    მაგ: ანა ვალდებული იყო გიორგისათვის დაებრუნება 10.000 ლარი 2014 წლის 20 იანვარს, ხოლო ვალდებულების დროულად შეუსრულებლობისათვის იგი ვალდებული იყო გადაეხადა ყოველთვიური პროცენტი 1000 ლარის ოდენობით.

     

     

    ამ შემთხევაში გიროგის სესხის დაბრუნების მოთხოვნის ხანდაზმულობა აითვლება 2014 წლის 21 იანვრიდან, ანუ მისი მოთხოვნა ხანდაზმული იქნება 2017 წლის 21 იანვრიდან. ასეთ შემთხვევაში ყველა იმ პროცენტის გადახდის მოთხოვნაც ხანდაზმული იქნება, რომლებიც წარმოიშვა ძირითადი ვალდებულების- სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის.

     

     

    აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადებისა და მათი გამოთვლის წესის შეცვლა მხარეთა შეთანხმებით დაუშვებელია.

     

     

    თუ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდება ვადამდე, მაშინ ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება შეწყვეტის შესაბამისად მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.

     

     

    #3662

    სასესხო მოთხოვნის დათმობა

    გამსესხებელი უფლებამოსილია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაუთმოს სხვა ნებისმიერ პირს. (უფლებამონაცვლეობა) ასეთ შემთხვევაში მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.

    მაგ: მარიამმა ასესხა 10.000 ლარი ნინოს, მას წარმოეშვა სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება, რომელიც გადასცა ნიკას. ამ შემთხვევაში ნიკა დაიკავებს მარიამის პოზიციას და მას ისეთივე უფლებები ექნება ნინოსთან დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, როგორც ჰქონდა მარიამს.
    გამსესხებელს შეუძლია მსესხებლის თანხმობის გარეშე, გადასცეს თავისი მოთხოვნა სხვა პირს, თუ კი ეს არ ეწინააღმდეგება: მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს.

    მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

    გამსესხებელი ვალდებულია უფლებამონაცვლეს გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ყველა საბუთი, რომლებიც ეხება მოთხოვნებსა და უფლებებს, და ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია ამ მოთხოვნებისა და უფლებების გამოყენებისთვის.

    მოთხოვნის საფუძველზე ასევე ვალდებულია გადასცეს უფლებამონაცვლეს სათანადოდ დამოწმებული საბუთი ამ უფლებისა და მოთხოვნის დათმობის შესახებ.

    ვიდრე მოვალეს ეცნობებოდეს მოთხოვნის დათმობის შესახებ, მას უფლება აქვს შეასრულოს ვალდებულება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელის წინაშე.

    მაგ: ნინო უფლებამოსილია სესხი დაუბრუნოს მარიამს, იმის მიუხედავად, რომ მარიამმა მოთხოვნა დაუთმო ნიკას, სანამ მას არ ეცნობება ამის შესახებ.

    მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიცა და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც.

    მაგ: თუ მარიამის მოთხოვნა უზრუნვლეყოფილი იყო „ა“-ს თავდებობით, მაშინ მოთხოვნის ნიკასთვის გადაცემის შემდგომ, „ა“-ს თავდებობა არ შეწყდება და ნიკას მოთხოვნის საუზრუნველსაყოფოდ დარჩება ძალაში.

    თუ ერთსა და იმავე მოთხოვნის დათმობაზე მოთხოვნის მფლობელი რამდენიმე პირს შეუთანხმდება, მაშინ მოვალის წინაშე უფლებამოსილი იქნება ის პირი, რომელთანაც მოთხოვნის მფლობელმა სხვებზე ადრე დაამყარა ურთიერთობა. თუკი შეუძლებელია ამის დადგენა, მაშინ უპირატესობა ეძლევა იმ პირს, რომლის შესახებაც მოვალეს უფრო ადრე ეცნობა.

    მაგ: მარიამმა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაუთმო, როგორც ნიკას, ისე პეტრეს. ამ შემთხვევაში უფლებამონაცვლე იქნება ის პირი, რომელსაც პირველად დაუთმო მოთხოვნა მარიამმა, (პირველად დადო ხელშეკრულება) ხოლო თუ შეუძლებელია ამის დადგება, მაშინ უფლებამონაცვლე იქნება ის პირი, რომლის შესახებაც პირველად ეცნობება მოვალეს.

    #3664

    სესხის გადაკისრება

    გამსესხებელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც. ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს მსესხებლის ადგილს.

    მსესხებელს უფლება აქვს არ დაეთანხმოს გამსესხებლისა და მესამე პირის ამ შეთანხმებას და თვითონ გადაიხადოს ვალი.

    მაგ: ნინომ ისესხა მარიამისგან 10.000 ლარი. ნიკას შეუძლია შეუთანხმდეს მარიამს, რომ მან იკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნინოს ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში ნიკა დაიკავებს ნინოს ადგილს. თუმცა ნინო უფლებამოსილია უარი განაცხადოს აღნიშნულზე და თვითონ გადაიხადოს ვალი.

    თუ ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმდნენ მესამე პირი და მსესხებელი, მაშინ გადაკისრების ნამდვილობა დამოკიდებულია გამსესხებლის თანხმობაზე.

    მაგ: მარიამის მოვალე ნინო და ნიკა შეთანხმდნენ, რომ ნინოს მაგივრად სესხს დააბრუნებდა ნიკა. ასეთი შეთანხმების ნამდვილობა დამოკიდებულია მარიამის ნებაზე.

    ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა და გირავნობა, თუკი თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე.

    მაგ: მარიამის მოთხოვნა ნინოს მიმართ უზრუნველყოფილია „ა“-ს თავდებობით და „ბ“-ს ქონებაზე იპოთეკით. თუ მოხდება ვალის გადაკისრება ნინოსგან ნიკასთვის, მაშინ „ა“-ს თავდებობა და „ბ“-ს ქონებაზე იპოთეკა შეწყდება თუ ეს უკანასკნელები თანხმობას არ გამოთქვამენ გააგრძელონ უზრუნველყოფა.

    #3734
    Edika
    Participant

    ……

    #3741

    ……….

    #3749
    Edika
    Participant

    ………………

    #3752

    ………………..

    #3756
    Edika
    Participant

    ………………..

    #3783

    ……………….

    #4199
    BLH
    Keymaster

    ამ ტოპიკის მე-2 გვერდზე განხილულია შეუსაბამაბოდ მაღალი სესხის პროცენტის შემცირების საკითხი, როცა პროცენტი შეუსაბამოდ მაღალია. მინდა აღნიშნულ საკითხზე საინტერესო გადაწყვეტილებიდან განმარტება წარმოგიდგინოთ. (N-ას-970-928-2013)

     

    “სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ისეთ პირობებში, როცა საქმის მასალებით დასტურდება ფიზიკური პირების მიერ თანხების სესხად აღება ფიზიკური პირისაგან, გამსესხებლის მიერ ბაზარზე საკრედიტო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილ საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისათვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ჩათვალა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება კანონსაწინააღმდეგოდ სესხისათვის 5% სარგებლის დადგენის ნაწილში და აღნიშნული პირობა მხოლოდ ნაწილობრივ – 1,5%-ის ოდენობით სარგებლის დადგენის ნაწილში მიიჩნია მართლზომიერად.”

Viewing 10 posts - 51 through 60 (of 118 total)
  • You must be logged in to reply to this topic.