მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
Tagged: ავარია, ანაზღაურება, ბინიდან, დაზიანება, ზიანი, მიყენებული, წყლის ჩამოსვლა
- This topic has 0 replies, 4 voices, and was last updated 8 years, 5 months ago by BLH.
-
AuthorPosts
-
მარტი 2, 2015 at 10:03 #4229EdikaParticipant
არაა სწორი ხო. ოპერაციის შედეგად როცა გაუუარესდება ჯანმრთელობა ამ შემთხევაში შეიძლება კიდე 1007 მუხლი, მაგრამ ამ ოპერაციისთვის გადახდილი თანხის უკან გამოთხოვა 1007-ით არც მე არ მომწონს რაღაც.
მარტი 2, 2015 at 10:26 #4232BLHKeymaster@Edika said:
არაა სწორი ხო. ოპერაციის შედეგად როცა გაუუარესდება ჯანმრთელობა ამ შემთხევაში შეიძლება კიდე 1007 მუხლი, მაგრამ ამ ოპერაციისთვის გადახდილი თანხის უკან გამოთხოვა 1007-ით არც მე არ მომწონს რაღაც.გეთანხმები, ამ შემთხვევაში უნდა გავმიჯნოთ, ერთი მხრივ სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე მოთხოვნა და მეორე მხრივ ზიანის ანაზღაურება არასწორად განხორციელებული ოპერაციისთვის.
პირველ შემთხვევაში, თუ მხარე ითხოვს სამედიცინო ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ფულის დაბრუნებას, მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე და 316-ე და 317-ე მუხლები, ანუ იგი უარს ამბობს აღნიშნულ ხელშეკრულებაზე და ითხოვს გადაცემული ფულის დაბრუნებას.
მეორე შემთხვევაში, როცა უკვე ხდება ოპერაციის შედეგად პირისთვის ზიანის მიყენება, ეს ისეთი შემთხვევაა, როცა სახელშეკრულებო ურთიერთობის მიუხედავად, დელიქტურ ურთიერთობაში გადავდივართ და სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება უკვე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, რომელიც თავისი ბუნებით განსხვავდება, ხელშეკრულებით გადაცემული ფულის დაბრუნებისაგან, რომელიც 1007-ე მუხლის რეგულაციის გარეთ დგას.
მარტი 2, 2015 at 10:43 #4233EdikaParticipantკონკურენციაა 1007 და სახელშეკრულებო ნორმებს შორის.
მარტი 2, 2015 at 10:49 #4234BLHKeymaster@Edika said:
კონკურენციაა 1007 და სახელშეკრულებო ნორმებს შორის.არა, რატოა კონკურენცია?
თუ ზიანის ანაზღაურებას ითხოვს პაციენტი, მაშინ 1007-ე მუხლით უნდა მოითხოვოს, ხოლო თუ ფულის დაბრუნება უნდა, მაშინ ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველზე..
მარტი 2, 2015 at 11:08 #4235EdikaParticipantკონკურენცია იმიტოა რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის ანაზღაურება სახელშეკრულებო ნორმებით უნდა ხდებოდეს, არადა დელიქტების ნორმებში გვააქვს 1007 მუხლი რომელიც იგივეს ეხება. მაგალითად ოპერაცია ჩაუტარდა არასწორად რის გამოც ისევ საოპერაციო შეიქმნა(დამატებითი ხარჯების საჭიროება). ამ შემთხვევაში ხომ ხელშეკრულების ნორმები უნდა მოქმედებდნენ? მაგრამ 1007 მუხლი გვაქვს რომელიც არის დელიქტური.
მარტი 2, 2015 at 11:45 #4240BLHKeymaster@Edika said:
კონკურენცია იმიტოა რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის ანაზღაურება სახელშეკრულებო ნორმებით უნდა ხდებოდეს, არადა დელიქტების ნორმებში გვააქვს 1007 მუხლი რომელიც იგივეს ეხება. მაგალითად ოპერაცია ჩაუტარდა არასწორად რის გამოც ისევ საოპერაციო შეიქმნა(დამატებითი ხარჯების საჭიროება). ამ შემთხვევაში ხომ ხელშეკრულების ნორმები უნდა მოქმედებდნენ? მაგრამ 1007 მუხლი გვაქვს რომელიც არის დელიქტური.მაგ კუთხით თუ შევხედავთ მართალი ხარ, თუმცა აქ ისეთი შემთხვევაა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა გადაიზრდება დელიქტურში.. ამის შესახებ დოქტრინაშიც წერია (მაგალითად კომენტარებში)…
თუმცა ამ საქმეში სხვა პრობლემა უფრო დგას, კერძოდ მოთხოვნების გამიჯვნა ვერ ხერხდება, რაზეც ზემოთ დავწერე..
მარტი 2, 2015 at 12:10 #4241EdikaParticipantას-1017-953-2012 ბევრი ვიდავეთ აგერ ამ საკითხზე, მაგრამ აგერ კიდევ ერთი შედევრი სადაც სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა დელიქტური ნორმები, მაშინ როცა დაზარალებულს მოპარეს ეს ნივთები, დამნაშავემ გაყიდა ეს ნივთები და მიიღო სარგებელი.
მარტი 2, 2015 at 12:30 #4244CrassusParticipant@Edika said:
ას-1017-953-2012 ბევრი ვიდავეთ აგერ ამ საკითხზე, მაგრამ აგერ კიდევ ერთი შედევრი სადაც სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა დელიქტური ნორმები, მაშინ როცა დაზარალებულს მოპარეს ეს ნივთები, დამნაშავემ გაყიდა ეს ნივთები და მიიღო სარგებელი.ძალიან ცუდი გადაწყვეტილება…….
თუ სასამართლომ ამბობს, რომ 700 ლარად განკარგა სამკაულები და 700 ლარის ზიანი მიეაყენა შესაბამისად. აქ სახეზე გვაქვს, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების, ისე დელიქტის შემადგენლობა. ან უნდა გამოვიყენოთ ზოგადი დელიქტი – 992-ე მუხლი, ან უნდა გამოვიყენოთ 982-ე მუხლი, რომელიც სპეციალური ნორმაა და ზუსტად არის გაწერილი აღნიშნული შემთხვევა.
ასეთ შემთხვევაში თუ არ გამოვიყენებთ 982-ე მუხლს, მაშინ გამოდის, რომ 982-ე მუხლის რეგულაციები, რომელიც მსგავს შემთხვევებზე უთითებს არის უფუნქციო და მკვდრად შობილი. მე პირადად მიმაჩნია, რომ მსგავს შემთხვევებში უნდა მოხდეს 982-ე მუხლის გამოყენება, რადგან იგი სპეციალური ნორმაა, იმის მიუხედავად, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიურად არის მიჩნეული. ჩემ პოზიციას ამაგრებს, თუნდაც (ას-1169-1115-2013) ეს გადაწყვეტილება, სადაც პირი განკარგავს ბინას, რომლის 1/3 ნაწილი, ეკუთვნის სხვა პირს.. აქ სასამართლომ გამოიყენა სწორედ 982-ე მუხლი, ხოლო ზიანი განსაზღვრა, არა ფაქტობრივად გაყიდული ოდენობიდან, არამედ ბინის ღირებულებიდან.
მარტი 4, 2015 at 13:20 #4266EdikaParticipantმოკლედ მაგ სუბსიდიურობაზე კიდევ ერთხელ დავწერ. მართალია ამბობს სასამართლო რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება უნდა მოხდეს მაშინ როცა გამოირიცხება მოტხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან კანონისმიერი საფუძველი, მაგრამ როცა იმაზე ნაკლებ ფასად ხდება ნივთის გაყიდვა ვიდრე მისი საბაზრო ღირებულებაა ეს არის თუ არა ის შემთხვევა როცა უნდა გამოირიცხოს მთლიანად უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები ამაზე მაგ გადაწყვეტილებაში არაფერია ნატქვამი. გარდა ამისა მაგ გადაწყვეტილებაშია მოცემული შემდეგ უსაფუძვლო გამდიდრება რა შემთხვევაშიც მოქმედებს.
გარდა ამისა დოქტრინაში საერთოდ იმაზეა საუბარი რომ პარალელურად შეიძლება კონდიქციური და დელიქტური ხასიატის მოტხოვნების დაყენებაო.
მარტი 4, 2015 at 13:36 #23376CrassusParticipantმანდ ნახე რა მომენტია.. უსაფუძვლო გამდიდრების სუბსიდიური ბუნება იმას ნიშნავსო იძახის სასამართლო პრაქტიკა, რომ ჯერ უნდა გამოირიცხოს სხვა საფუძვლიდან მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობა… მაგ: როცა მე შენ მოგპარე ნივთი და გავყიდე.. ამ ნივთის მთლიანი საფასურის მოთხოვნის უფლება მაქვს მე დელიქტის საფუძველზე, ხომ ასეა?
შესაბამისად, როცა დელიქტით შეგიძლია მოითხოვო, იმის მიუხედავად, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებითაც შეგიძლია მოთხოვნა, მაინც დელიქტიაო.. აი ასე განმარტავენ… თუმცა მე პირადად მგონია, რომ მსგავს შემთხვევაში, როცა შესაძლებელია ისეთი სპეციალური ნორმის გამოყენება, როგორიცა 982-ე მუხლი.. უნდა გამოვიყენოთ ეს მუხლი, რადგან სპეცლაურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ზოგადი დელიქტური ნორმების გამოყენება იქნება არასწორი..
ამ პოზიციას ნამდვილად ამყარებს ის ჩემს ზემოთ პოსტში მითითებული გადაწყვეტილება, სადაც დელიქტიც გამოყენებაც იყო შესაძლებელი, თუმცა მოხდა 982-ე მუხლის გამოყენება და თან მოპასუხეს დაეკისრა არა ფაქტობრივად გამდიდრების შესაბამისად სახდელი, არამედ იმ ზიანის შესააბმისად რაც მიადგა მოსარჩელეს.. ანუ დელიქტური ელემენტი გვაქვს 982-ე მუხლში, ასევე 981-ე მუხლშიც, მოგწონს თუ არა გვაქვს 😀 😀
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.