რეკლამა სოციალურ მედიაში

რეკლამა სოციალურ მედიაში

გსურთ გაუშვათ რეკლამა სოციალურ მედიაში და არ იცით საიდან დაიწყოთ?

ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა, კომპანია BLH გთავაზობთ 4 ელემენტს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც რეკლამა სოციალურ ქსელებში ხორციელდება.

1.ნათელი მიზნები

ნებისმიერი სარეკლამო საქმიანობის დაწყებამდე, პირველი რაც უნდა განსაზღვროთ ეს არის რეკლამირების მიზნები!

მათ გარეშე რეკლამირება არის ქაოტური საქმიანობა, რომელსაც არ ექნება სასურველი შედეგები.

ამდენად, თქვენი რეკლამა სოციალურ მედიაში უნდა ემსახურებოდეს ნათელი მიზნების შესრულებას, გამოიყენეთ “Smart ანალიზი” -განსაზღვრეთ მიზნები, რომლებიც მიღწევადი და გაზომვადია.

განსაზღვრეთ რა მოლოდინი გაქვთ და რისი მიღწევა გსურთ რეკლამირების შედეგად.

სოციალურ მედიაში რეკლამის მიზანი შეიძლება სხვადასხვა იყოს:

ბრენდის ცნობადობის ზრდა

ასეთი ტიპის რეკლამის აქცენტია თქვენი ბრენდის გაცნობა მომხმარებლისთვის, ისე, რომ მათ დაამახსოვრდეთ. აღნიშნულის საუკეთესო გზა კი კონკურსები და ვირუსული კამპანიებია.

მაგალითი – ჩვენ მიერ შექმნილი კონკუსი Perla-ს ფეისბუქ გვერდზე:

საიტის ვიზიტორების ზრდა

ზოგადად საიტზე ვიზიტორების რიცხვის ზრდას ბევრი უპირატესობა გააჩნია:

  • თქვენი პროდუქციის/მომსახურების გაცნობა;
  • საიტის გაცნობა;
  • საკონტაქტო ინფორმაციის მიღება და დაკონტაქტება;
  • და სხვა

ზოგიერთი საიტისთვის ვიზიტორები არსებითია, მაგალითად ონლაინ სესხის და ონლაინ მაღაზიის ტიპის საიტებისთვის, რადგან სწორედ საიტზე ხდება მათი მომსახურების/პროდუქციის გაყიდვა.

მუდმივად თვალდახედვაში

თუ თქვენი ბრენდი უკვე ცნობადია, მაშინ მნიშვნელოვანია მუდმივად თვალდახედვაში ყოფნა, ამაში საინტერესო პოსტები დაგეხმარებათ ან ბლოგის ტიპის სტატიები თქვენი საიტიდან, რომლებიც აღწერს თქვენს პროდუქციას.

გაყიდვები

ნებისმიერი რეკლამის ყველაზე მთავარი მიზანი მაინც გაყიდვებია, მას ემსახურება ყველა სხვა ქვემიზანი, როგორიცაა ცნობადობა და მომხმარებლების მოხიბვლა სხვადასხვა კუთხით.

გაყიდვების მეტი შანსი გაქვთ, როდესაც თქვენ პოპულარული ხართ, თუმცა მხოლოდ პოპულარობა როდია საკმარისი, ხშირად ალბათ შეგიმჩნევიათ ცნობილი კომპანია, არც თუ ისე კარგი ვებ-საიტით ან ფეისბუქ გვერდით, რაც ნეგატიურ ასოციაციას იწვევს და მათ პროდუქციაზეც შესაძლოა მოხდეს ამ ნეგატიური ემოციის გატანა.

ამიტომ ეფექტური რეკლამა, კარგი ვიზუალით და სწორი ბიზნეს მესიჯებით, აუცილებელია ნებისმიერი კომპანიისთვის, როგორც პოპულარული, ისე დამწყებისთვის.

2.სოციალურ ქსელებში რეკლამის სტრატეგია

მიზნების მიღწევა მხოლოდ ეფექტური სტრატეგიით არის შესაძლებელი.

საუკეთესო რეკლამა, სოციალურ მედიაში, იწყება სწორედ კარგად განსაზღვრული სტრატეგიით.

სოციალური მედია სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს სარეკლამო მიზნებს, ასევე უნდა იქნეს გათვალისწინებული სარეკლამო ბიუჯეტის შეზღუდვებიც.

პირველი ნაბიჯი ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბებისთვის არის კვლევა.

გამოიკვლიეთ თქვენი კონკურენტები და განსაზღვრეთ თქვენი მიზნობრივი აუდიტორია, მათი ასაკის, სქექსის, ადგილმდებარეობის და ინტერესების შესაბამისად.

3.სწორი პლატფორმა

სოციალური მედია სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია სწორი სოციალური მედია პლატფორმის არჩევა:

აირჩიეთ ფეისბუქი ყველა ტიპის საზოგადოებისთვის,

ინსტაგრამი – ახალგაზრდებისთვის,

ვიდეო რგოლის რეკლამირება Youtube_ის და Facebook-ის მეშვეობით არის საუკეთესო.

აირჩიე რეკლამის ტიპი: ვიდეო რეკლამა, ფოტო პოსტი, Giphy და სხვა.

განსაზღვრეთ, სარეკლამო კამპანიების გაშვების დრო და სასურველი შედეგები, ასევე შესაბამისი ბიუჯეტი.

 4.შედეგების ანალიზი

ეს არის ელემენტი, რომელსაც ძალიან ბევრი აიგნორებს, არადა მისი მნიშვნელობა არსებითია დასკვნების გაკეთებისა და შემდგომი შედეგების გაუმჯობესების კუთხით.

იქნებ, რეკლამირების ეს ტიპი არ არის ეფექტური თქვენთვის, ან იქნებ რაღაცას აკეთებთ არასწორედ. ამის გასარკვევად მნიშვნელოვანია ანალიზი.

რაიმეს ანალიზის გასაკეთებლად საჭიროა შესაბამისი ინფორმაციის მიღება, როგორიცაა მაგალითად ფეისბუქ რეკლამირების შესახებ რეპორტი, გუგლის შესახებ რეპორტი და ა.შ.

რეპორტი შესაძლოა იყოს თვიური, წლიური, სამი – ექვსი თვის, და ა.შ.

რეპორტი შეიძლება გაკეთდეს თითოეული სარეკლამო პოსტის მიხედვით, რეკლამის ტიპის მიხედვით და სხვა.

რეპორტიდან მარტივად ჩანს რეკლამის ეფექტურობა დროში, თითოეული ტიპის და ხასიათის პოსტის შედეგები, მომხმარებელთა ჩართულობა და ა.შ.

კომპანია BLH -ის ყველა სარეკლამო მომსახურება მოიცავს ყოველთვიური რეპორტის წარდგენას, თუმცა სამწუხაროდ ხშირად ჩვენი მომხმარებლები არ ეცნობიან მას, ხოლო ვინც ეცნობა მხოლოდ მოგებული შეიძლება დარჩეს ამით.

ასევე დაგაინტერესებთ:

Facebook-ის გვერდის მართვა

ვებ საიტის შექმნა 

აპლიკაციების შექმნა

სეო მომსახურება