მეილების დაგზავნა – 5 ოქროს წესი და რჩევა

მეილების დაგზავნა – 5 ოქროს წესი

მარკეტინგული პლატფორმების განვითარების მიუხედავად, იმეილ მარკეტინგი ინარჩუნებს თავის მნიშვნელოვან როლს ციფრულ მარკეტინგში, თუმცა მეილების დაგზავნა ყოველთვის ეფექტური არ არის.

მეილების დაგზავნაწინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ 5 წესს, თუ როგორ დავგზავნოთ მეილები ყველაზე ეფექტურად:

  1. სწორი პლატფორმის არჩევა

არასწორი პლატფორმა ნიშნავს თქვენ მეილების სპამში მოხვედრის დიდ ალბათობას, ან შესაძლოა ისინი საერთოდ ვერ მივიდნენ ადრესატთან.

ამიტომაც არ დაზოგოთ ფინანსები პლატფორმის შერჩევისას, აირჩიეთ საუკეთესო!

  1. მოკლე და გასაგები სათაური

სულ 1 წამი გაქვთ, რათა თქვენმა სათაურმა დააინტერესოს მომხმარებელი, ამიტომაც მნიშვნელოვანია სარეკლამო მეილის სათაურში მხოლოდ ის სიტყვები ეწეროს, რაც აუცილებელია, ზედმეტი ასოებისა და ფრაზების გარეშე.

  1. ეფექტური დიზაინი

წარმოიდგინეთ, მომხმარებელი დაინტერესდა თქვენი მეილის სათაურით, დააჭირა მას და შიგნით დახვდა მოყვარულის დონეზე შესრულებული ვიზუალი – ეს მას აუცილებლად დააფრთხობს.

  1. მიზნობრივი აუდიტორიის სწორად შერჩევა

არაფერს აქამდე თქმულს არ აქვს აზრი, თუ მიზნობრივ აუდიტორიას შეარჩევთ არასწორედ. მნიშვნელოვანია მხოლოდ მათ გაუგზავნოთ მეილები, ვისაც აინტერესებს თქვენი შეთავაზება.

  1. რეპორტინგი და ანალიტიკა

ციფრები და მათი ანალიზი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია თანამედროვე მარკეტინგის ეპოქაში, მათი უგულვებელყოფა არ შეიძლება იმეილ მარკეტინგშიც, რადგან ის მონაცემები, რასაც ანალიტიკური ხელსაწყოები იძლევა, საშუალებას გვაძლევს ჩვენი შემდგომი მარკეტინგული აქტივობა იყოს უფრო ეფექტური.

გაეცანით მსგავს სტატიას: ფეისბუქ მარკეტინგი ბიზნესისთვის