გრაფიკული დიზაინი ბიზნესისთვის – Grafikuli dizaini

გრაფიკული დიზაინი ბიზნესისთვის – რატომაა მნიშვნელოვანი?

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესისთვის, წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ, თუ რატომაა იგი ასეთი საჭირო და პრიორიტეტული თქვენი კომპანიისთვის.

პირველი შთაბეჭდილება გადამწყვეტია

თქვენ მხოლოდ ერთი შანსი გაქვთ, მოახდინოთ ეფექტური პირველი შთაბეჭდილება მომხმარებელზე ინტერნეტში.

რამდენიმე წამი სრულიად საკმარისია პოტენციური კლიენტისთვის შეაფასოს თქვენი ბიზნესი, ისეთი ელემენტების გამოყენებით, როგორიცაა ვებ-საიტი, ლოგო და სოციალური მედიის გვერდი.

ყველა ეს კომპონენტი გრაფიკული დიზაინისგან შედგება, ამიტომაც ინტერნეტში ეფექტური პირველი შთაბეჭდილების დასატოვებლად მნიშვნელოვანია გქონდეთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის გრაფიკული დიზაინის მქონე ვებ-საიტი, აპლიკაცია და ბრენდბუქი.

მეორე მხრივ, რაც არ უნდა კარგი მომსახურება, ფასები და პირობები გქონდეთ, თუ თქვენი  დიზაინი დაბალი ხარისხის არის, ამით ცალსახად კარგავთ უამრავ პოტენციურ მომხმარებელს.

მომხმარებელთან კომუნიკაცია

მაღალი ხარისხის დიზაინი პირველად კომუნიკაციას ახორციელებს თქვენ პოტენციურ მომხმარებელთან.

იგი უამბობს მას, თუ რამდენად დახვეწილი ხართ სხვებთან შედარებით და რომ თქვენ სანდო პარტნიორი შეიძლება იყოთ, იმ პირობებშიც კი, თუ მანამდე მას თქვენ შესახებ არაფერი სმენია.

გარდა ამისა, ლამაზი დიზაინი პოზიტიურ ემოციებს ბადებს მომხმარებელში, რაც ხშირად ყიდვის გადაწყვეტილების საფუძველია, რაზეც ქვემოთ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.

მეორე მხრივ, ცუდი დიზაინი საწინააღმდეგოს მთქმელია, იგი ასევე ახდენს კომუნუკაციას მომხმარებელთან, თუმცა უარყოფით კონტექსტში და აღძრავს ნეგატიურ მოლოდინებს.

გამორჩეულობა

სოლიდური დიზაინი თქვენ გამორჩეულობას უსვამს ხაზს, თანაც საქართველოში, სადაც ამ საკითხს ნაკლები ყურადღება და ფინანსები ეთმობა ბიზნესის მხრიდან.

სამწუხაროდ კომპანიები ნაკლებ თანხას და რესურსებს ახმარენ ციფრულ დიზაინს, თუმცა ეს დიდი შეცდომაა, რადგან მომხმარებელს პირველ რიგში ეფექტური ვიზუალი იზიდავს, როგორც სოციალურ მედიაში, ისე ვებ-საიტის გამოყენებისას.

ეფექტური დიზაინი თქვენ კომპანიას უფრო გამორჩეულს და დასამახსოვრებელს გახდის, ჩამოაყალიბებს ლოიალობასა და პროფესიონალიზმის შეგრძნებას.

გაყიდვების ზრდა

ეფექტური დიზაინი მეტი გაყიდვების წინაპირობაა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ლამაზად გამოიყურება, არამედ ეფექტური დიზაინი მომხმარებელს აძლევს მიმართულებას მიიღონ გადაწყვეტილება თქვენ სასარგებლოდ.

მაგალითად: სწორი ფორმისა და ფერების „ყიდვის ღილაკი“, საკონტაქტო ნომერი, ჩატი და სხვა ელემენტები, რომლებიც საიტის დიზაინის შემადგენელი ნაწილებია და ეფექტურად ერწყმის ერთმანეთს.

სწორი ინვესტიცია

“ძუნწი ორჯერ იხდის”, ეს გამონათქვამი სრულიად შეესაბამება გრაფიკულ დიზაინში ინვესტირების პრინციპებს.

ხარისხიანი დიზაინი უფრო გრძელვადიანი ინვესტიციაა, ვიდრე ცუდი ხარისხის დიზაინი, რადგან ცუდი ან საშუალო დიზაინის შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ დიზაინების მუდმივად გადაკეთება/თავიდან შექმნა, ხოლო რაც უფრო კარგია დიზაინი მით უფრო დიდი ხანი იამაყებთ მისით.

ბოლოსიტყვაობა

ქართული კომპანიები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ პროფესიონალურ გრაფიკულ დიზაინს, რისი მიზეზიც ძირითადად ფინანსური ხასიათისაა, ასევე ნაკლებად ხდება გააზრება იმ სარგებლისა, რაც ეფექტური დიზაინს მოყვება.

ხშირად, დიზაინის საკითხს აქცევენ გარკვეულ ყურადღებას, თუმცა გამოყოფენ მცირე ბიუჯეტს და საშუალო ხარისხზე აკეთებენ აქცენტს, რაც წამგებიანია სტრატეგიაა, რადგან დიზაინისთვის “საშუალო” სტანდარტი უტოლდება ცუდს.

ამიტომაც, ჩვენი რჩევა იქნება, რომ აქცენტი გააკეთეთ აუცილებლად გამორჩეულ დიზაინზე, რაც აუცილებლად მოიტანს უკუგებას.