ბანკები თუ სხვა საკრედიტო დაწესებულებები?

Moneyრატომ ამჯობინებენ მილენიალები საკრედიტო კავშირებს ვიდრე ბანკებს?

დროთა განმავლობაში, გარკვეულმა თაობებმა შეიძინეს საერთო დასახელება, კლასიფიკაცია, გარკვეული ნიშან-თვისებების გათვალისწინებით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავს თაობებს უწოდებდნენ “ბეიბიბლუმერების”, „იქსების“, და „ათასწლეულის“ თაობებს. ამ თაობების აზროვნება და ხედვა ძირეულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რაც გარკვეულ გავლენას ახდენს საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ათასწლეულის (მილენიანების) თაობა და მისი წევრების აზროვნება

ადამიანებმა, რომლებიც დაიბადნენ 1982-2004 წლებში, მიიღეს სახელწოდება-„ათასწლეულელების“ (მილენიანების) თაობა. ეს თაობა გამოირჩევა განსაკუთრებული დაინტერესებით სოციალურ მედიასა და ახალ ტექნოლოგიებში.

ამდენათ, მილენიალები, განსხვავებით წინა თაობის წარმომადგენლი -„იქს“ თაობისგან, შორს არიან ყველაფერი ტრადიციულისგან, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით – მათ ურჩევნიათ საკრედიტო გაერთიანებები, სწრაფი სესხები, ვიდრე საბანკო და ტრადიციული მეთოდით აღებული სესხები.

მათი ყურადღება ორიენტირებულია ონლაინ ფინანსებზე, მეწარმეობასა და ბიზნესის განვითარებაზე.

ათასწლეულის თაობა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ასეთი ახალგაზრდები არიან, მათ მუდმივად სურთ რომ ექცეოდნენ როგორც ზრდასრულ ადამიანებს და აღნიშნავენ ფაქტს, რომ ტექნოლოგიების პერიოდის უპირატესობები საშუალებას აძლევთ მათ იფიქრონ განსხვავებულად.

რატომ ირჩევენ ათასწლეულის წარმომადგენლები საკრედიტო კავშირებს?

არიან რა ორიენტირებულნი ყველაფერზე რაც ტექნოლოგიებს უკავშირდება, ათასწლეულის წარმომადგენლები ყოველთვის ირჩევენ ყველაფერს ისეთს, რასთან წვდომაც ინტერნეტში არის შესაძლებელი.

სწორედ ამიტომაც, ისინი ამჯობინებენ სწრაფ ონლაინ სესხებს, ვიდრე საბანკო მომსახურებას, რადგან აღნიშნული პროდუქტი არის უფრო სწრაფი, არ საჭიროებს სადმე მისვლას, რიგში დგომას, სხვადასხვა ბიუროკორატიულ მექანიზმების გავლას და ა.შ.

ბანკებთან შედარებით, საკრედიტო კავშირები უფრო მეტად არიან ორიენტირებული ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც საუკეთესო საკრედიტო ისტორია არ აქვთ, ამის მიუხედავად ისინი მაინც გასცემენ გარკვეული ოდენობის სესხებს ასეთ ადამიანებზე. აღნიშნული ფაქტორი განსაკუთრებით იზიდავს ახალგაზრდა ადამიანებს.

ამდენად, სხვა საკრედიტო დაწესებულებებს, ბანკებთან შედარებით შემდეგი უპირატესობები გააჩნიათ:

  • ისინი წარმოადგენენ ფინანსური მომსახურების მეგობრულ ფორმას, რომელიც მარტივად მუშაობს, ბანკებისგან განსხვავებით – ყველანაირი ზედმეტი დოკუმენტებისა და პროცედურის მოთხოვნის გარეშე უზრუნველყოფს სესხის გაცემას (სესხი შეიძლება მოთხოვნილ იქნას ონლაინში ან ტელეფონის საშუალებით);
  • ემსახურება ისეთ ადამიანებსაც კი, რომლებსაც არ აქვთ დადებითი საკრედიტო ისტორია და აქვთ დაბალი საკრედიტო რეიტინგი, ეს ის კატეგორიაა, რომელსაც უმეტესწილად უარყოფენ ბანკები;
  • ურთიერთკავშირის დონე მაღალია, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში, რომელიც ასე უყვარს ათასწლეულის თაობას;

წარმოადგენენ თუ არა საკრედიტო კავშირები ფინანსური სექტორის მომავალს?

შეიძლება ითქვას, რომ მომავალი სწორედ ასეთი ორგანიზაციიებისაა, რადგან ასეთი ორგანიზაციები ეფუძნება, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ფინანსური მომსახურების პროცესის გამარტივებას და შესაბამისად მათი საქმიანობა პასუხობს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნილებებს.