ციფრული მარკეტინგის აუთსორსინგის უპირატესობა

მარკეტინგის აუთსორსინგიციფრული მარკეტინგის აუთსორსინგის უპირატესობა

ციფრული მარკეტინგის აუთსორსინგი თანამედროვე ბიზნესის მძლავრი იარაღია.

ბიზნესი არის პროცესი, რომელიც მუდმივად ვითარდება, მისი განუყოფელი ნაწილია მარკეტინგი, რომელიც ბიზნესთან ერთად განიცდის ცვლილებას.

ციფრული მარკეტინგი წარმოადგენს ბოლო სიტყვას მარკეტინგის განვითარების ეტაპზე, იგი მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომებისა და ძველი მარკეტინგული პრინციპების ერთობლიობას, მისი მიზანია: კლიენტების მოზიდვა, ბიზნესის ცნობადობის გაზრდა, ბრენდის შექმნა,გაყიდვების ზრდა, უფრო მეტი მოგების მიღება და ა.შ.

იხ. სტატია: რა არის ციფრული მარკეტინგი?

საქართველოში ციფრული მარკეტინგი არ არის ისეთი განვითარებული, როგორც სხვა ქვეყნებში, ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს: ინფორმაციის არ ქონა, უნდობლობა და ა.შ.

რაც შეეხება ციფრული მარკეტინგის აუთსორსინგს, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ პოტენციური კლიენტების უმრავლესობა ყოყმანობს, ხომ არ ჯობია კადრის დაქირავება, რომელიც შეითავსებს მარკეტინგული საქმიანობის განხორციელებას, ან ხომ არ ჯობია სხვა დასაქმებულებზე ამ საქმიანობის დელეგირება. ზოგიერთს არ სჯერა შედეგის, ბევრი ძველ მეთოდებს ვერ სცილდება.

იხ. ჩვენი ციფრული მარკეტინგის პაკეტები.

წინამდებარე სტატიის მიზანია განსაზღვროს ის უპირატესობები, რომლებიც ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ციფრული მარკეტინგის მომსახურებას გააჩნია:ციფრული მარკეტინგის აუთსორსინგი

1.ცოდნა და მომსახურების ხარისხი

ძალიან ძლიერი კადრის აყვანის შემთხვევაშიც, მას ბევრი რამ უბრალოდ არ ეცოდინება, აღნიშნული შესაძლოა მალევე შეამჩნიოთ ან დიდი ხნის განმავლობაში ვერ მიხვდეთ.

ვიღაც შეიძლება ძლიერი იყოს გრაფიკულ დიზაინში, ძალიან ეფექტურად მართავდეს სოციალურ მედიას და ინტერნეტ რეკლამას, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდეს ვებ გვერდის ფუნქციონირებაზე, მის ტექნიკურ და შინაარსობრივ მართვაზე, მობილური აპლიკაციების შექმნასა და მართვაზე, გუგლის საძიებო სისტემაზე, SEO-ს ოპტიმიზაციაზე და ა.შ.

შედარებისთვის, როდესაც სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით, თქვენ ღებულობთ მომსახურებას, რომელიც მოიცავს, არა მხოლოდ ციფრული მარკეტინგის სრულ სპექტრს, არამედ მასთან ორგანულად დაკავშირებულ სხვა მომსახურებებსაც.

თქვენ მოგემსახურებათ, არა მხოლოდ ერთი პიროვნება, არამედ მთლიანი გუნდი, რომელიც შედგება სოციალური მედიის სპეციალისტების, ვებ პროგრამისტების და ანალიტიკოსებისგან.

ჩვენ გუნდს დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ბიზნესის მომსახურებაში, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ავიაცია, მშენებლობა, გადაზიდვები, IT, ტურიზმი, ფინანსური სექტორი, განათლება და სხვა. (იხ. ჩვენი კლიენტების გვერდი).

2.ეფექტური ინვესტიცია 

ციფრული მარკეტინგი მართალია ძალზედ ეფექტურია, თუმცა მეორე მხრივ, მისი წარმოება არ ჯდება იაფი.

საკუთარი კადრის დაქირავების დროს, ერთი შეხედვით ბიზნესი აკეთებეს ეკონომიას, თუმცა რეალურად ასეთ შემთხვევაში, თქვენი ხარჯები იზრდება.

პროფესიონალი კადრის აყვანა არ დაგიჯდებათ იაფი, ამასთან თქვენ მოგიწევთ ხელზე ასაღები ხელფასის გარდა, წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავება, რაც 25%-ით აძვირებს თქვენს ხარჯებს.

ამასთან, თქვენ შრომით ურთიერთობაში ხართ დასაქმებულთან, მასთან ურთიერთობის შეწყვეტა დაკავშირებულია ბევრ სამართლებრივ პრობლემასთან, შედარებისთვის ჩვენი მომსახურების მიღებისას, თქვენ შეგიძლიათ მომსახურების შეწყვეტა ბევრად მარტივად. გარდა ამისა თქვენ არ მოგიწევთ ისეთ საკითხებზე ფიქრი, როგორიცაა  მაგალითად შვებულება.

შესაძლოა გადაწყვიტოთ ნაკლები გამოცდილების მქონე კადრის დაქირავება, ციფრული მარკეტინგის განსახორციელებლად, ასეთ შემთხვევაში, თქვენ ერთი მხრივ ნაკლებ ხელფასს გადაუხდით მას, თუმცა მეორე მხრივ გაიზრდება მისი საქმიანობის დანახარჯებიც. თქვენ მოგიწევთ ცალკე ბიუჯეტის გამოყოფა, რომელიც მიმართული იქნება დაქირავებულისთვის ახალი ტენდენციებისა და ინოვაციების ათვისების უზრუნველსაყოფად. ჩვენ წინასწარ ვსაზღვრავთ ასეთ ხარჯებს, ამიტომაც თქვენ მოულოდნელი და ზედმეტი ხარჯი არ შეგაწუხებთ.

ამდენად, ახალი კადრის აყვანის ნაცვლად, ჩვენი მომსახურების მიღების შემთხვევაში თქვენ დაზოგავთ ისეთ რესურსებს, როგორიცაა ყოველთვიური ხელფასი, ოფისის ადგილი, გადამზადების/განვითარების ხარჯები, საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯები და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯი, რაც შეიძლება საჭირო იყოს ეფექტიანი ციფრული მარკეტინგის განსახორციელებლად.

თქვენ იხეირებთ ფიქსირებული ფასებით, გექნებათ შესაძლებლობა წინასწარ განსაზღვროთ თუ რამდენის ინვესტირება უნდა მოახდინოთ თქვენი ციფრული მარკეტინგის განვითარებისთვის.

3.მოტივაციის ნაკლებობა

შესაძლოა კარგი კადრი აიყვანოთ იაფად, თუმცა იაფი კადრის აყვანა დაკავშირებულია მისი მხრიდან მოტივაციის ნაკლებობასთან. მას არ აქვს სურვილი მთელი გული და სული ჩადოს სამუშაოში. იგი სულ იმაზე ფიქრობს, როგორ იშოვოს სხვა უფრო კარგი სამუშაო. მისი კარიერული მიზნები თქვენს კომპანიაში ან ძალიან მწირეა ან სულ არ არსებობს, რაც განაპირობებს უხარისხო მომსახურების გაწევას.

ყველა ადამიანს ჭირდება მოტივაცაის, სამუშაოს ეფექტიანად შესრულებისთვის, ასეთი მოტივაციის საუკეთესო მაგალითი მატერიალური მოტივაცია, რომლის არ არსებობის შემთხვევაში ძნელია ეფექტიან შედეგების მიღება.

4.დროის ეკონომია

ფულთან ერთად უმნიშვნელოვანესი რესურსია დრო, რომელიც თავისი ბუნებით შეუვსებელი რესურსია, მხოლოდ 24 საათი დღე-ღამეში. ციფრული მარკეტინგის აუთსორსინგის შემთხვევაში თქვენ გამოანთავისუფლებათ მნიშვნელოვან სააათებს, აღარ მოგიწევთ ფიქრი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაზე, რეკლამების ეფექტიანობაზე, სოციალური მედიის განვითარების კონტროლზე, e-mail მარკეტინგზე და ა.შ.

ყოველთვიურად თქვენ მიიღებთ შედეგების შესახებ რეპორტს, დამუშავებული და მარტივად აღქმადი დოკუმენტის სახით, ხოლო თქვენი ყურადღების ფოკუსირება მოხდება უშუალო საქმიანობაზე. ამდენად, თქვენ შეძლებთ, დროის მართვასა და ფულის ინვესტირებას ეფექტიანად დასახული მიზნის მისაღწევად.

დაგვიკავშირდით, როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე ტელეფონის საშუალებით, კომპანიის თანამშრომლები გაგიწევენ სრულ კონსულტაციას ციფრული მარკეტინგის შესახებ.