საიტის დამზადების ღირებულება – როგორ განვასაზღვროთ საიტის ფასი?

საიტის დამზადების ღირებულება- როგორ განვასაზღვროთ საიტის ფასი?

საიტის ღირებულება ერთ-ერთი არსებითი ელემენტია მისი დამზადების საკითხში, შესაბამისად ამ საკითხის მიმართ ჩვენი პოტენციური კლიენტების ინტერესი ძალზედ დიდია.

წინამდებარე სტატიაში გვსურს დეტალურად ვისაუბროთ საიტის ღირებულების განსაზღვრის საფუძვლებზე, კერძოდ როგორ ადგენს საიტის შექმნის ღირებულებას კომპანია BLH?

როდესაც გვეკითხებიან, თუ რა ღირს საიტი? პასუხი მხოლოდ საორიენტაციო ფასების განსაზღვრით შემოიფარგლება, რადგან ზუსტი ღირებულების დასადგენად მნიშვნელოვანია ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება:

  • საიტის ფუნქციონალი
  • საიტის დიზაინი
  • საიტის კონტენტი
  • საიტის შექმნის ვადები
  • და სხვა…

წინამდებარე სტატიაში სწორედ ამ ფაქტორებს და ელემენტებს განვიხილავთ დეტალურად, რომელთაგანაც შედგება ვებ-საიტი და განისაზღვრება მისი ღირებულება:

ტექნიკური დავალება

ხელშეკრულების შედგენა უმნიშვნელოვანესი ელემენტია, არა იმდენად ფასის ფორმირების კუთხით, არამედ ორივე მხარის ინტერესების დაცვის კუთხით, კერძოდ სწორედ ხელშეკრულებაში განისაზღვრება რა მოცულობის სამუშაოს გაწევა მოუწევს შემსრულებელს და რა ფასი უნდა გადაუხადოს აღნიშნული მოცულობის სამუშაოში დამკვეთმა.

საიტის დამზადების ხელშეკრულება თავისი ბუნებით ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს.

ხელშეკრულებაში მნიშვნელოვანია დეტალურად გაიწეროს მხარეთა ურთიერთობის თითოეული ეტაპი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ტექნიკური დავალების შედგენა, რომელშიც ზუსტად განისაზღვრება დასამზადებელი ვებ საიტის ყველა დეტალი.

მარტივად, რომ განვმარტოთ, ტექნიკური დავალება, ეს არის საიტის ფუნქციებისა და ელემენტების ამომწურავი ჩამონათვალი, რომელიც საშუალებას იძლევა საიტის დასრულების შედეგად შეფასდეს და შემოწმდეს მისი ხარისხი.

ზოგადად ტექნიკური დავალება უნდა შედგეს საიტის დამზადების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე, რადგან იგი წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას.

რთული პროექტების შემთხვევაში, ტექნიკური დავალების შედგების ფასი ცალკე არის გამოყოფილი, რადგან იგი ცალკე მომსახურებას წარმოადგენს, თუმცა ხშირ შემთხვევაში. მარტივი საიტების შემთხვევაში, ცალკე ფასი არ განისაზღვრება.

კარგი ტექნიკური დავალება ბევრად გაამარტივებს მთლიან პროცესს. ტექნიკური დავალების შედგენა საიტების დამზადებისთვის, იგივეა, რაც არქიტექტურული და კონსტუქციული პროექტის შედგენა სახლის მშენებლობისთვის.

ამდენად, თუ თქვენი მიზანია მრავალფუნქციური ვებ საიტის დამზადება, ნუ დაზოგავთ ფულს კარგი ტექნიკური დავალების შედგენისათვის, რადგან ამ ეტაპზე მცირე თანხის დაზოგვამ,შესაძლოა დიდი თანხით გაზარალოთ შემდგომ ეტაპებზე.

დიზაინი

დიზაინი საიტის ერთ-ერთი არსებითი ელემენტია, როგორც ფასის განსაზღვრის, ისე საიტის დამზადების ვადების განსაზღვრისთვის.

ზოგიერთი მომხმარებლისთვის დიზაინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ზოგიერთისთვის მას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ასევე არიან კლიენტები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ დიზაინს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მოგვიანებით სხვაგვარად საუბრობენ.

ამიტომაც, თავიდანვე უნდა განისაზღვროს დიზაინის მიმართ მოთხოვნები, როგორი დიზაინი გსურთ?

ხელით დახატული, სტანდარტული მზა დიზაინი, თუ ეს საკითხი სულერთია თქვენთვის?

დიზაინის ღირებულება მაგალითად მზა ვორდპრესის დიზაინის შემთხვევაში – 200 ლარამდეა, ხოლო ხელით დახატვის შემთხვევაში 500 ლარიდან რამდენიმე ათას ლამარამდე მერყეობს.

იხილეთ, ჩვენ მიერ დამზადებული საიტის დიზაინების მაგალითები:

ვორდპრესის საიტი

www.sakurageorgia.com

www.hepatology.ge

www.travelhub.com.ge

ხელით დაწერილი საიტი

www.moneto.ge

www.chemokargo.ge

www.myq.ge

საიტის დამზადება ტექნოლოგია

არსებობს ორი ალტერნატივა: საიტის აწყობა მზა ძრავზე ან მისი ხელით დაწერა. აღნიშნულ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჩვენი სტატია.

პროგრამისტები

გასაკვირი არ არის, თუ ვიტყვით, რომ რაც არ უნდა კარგად იყოს ორგანიზებული საიტის დამზადების პროცესი და რაც არ უნდა კარგი დიზაინის მქონე იყოს საიტი, მისი ფუნქციური გამართულობისთვის აუცილებელია პროფესიონალი პროგრამისტი.

პროგრამისტების სამუშაოს ღირებულება  დამოკიდებულია სხვადასხვა ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებზე.

ობიექტური ფაქტორები – რა გამოცდილების მქონეა პროგრამისტი- რამდენი და რა სირთულის საიტები აქვს გაკეთებული.

სუბიექტური ფაქტორები – რამდენად აფასებს პროგრამისტი თავის თავს.

პროგრამისტების შეფასების დროს მნიშვნელოვანია ასევე იმის გარკვევა, როგორი ტიპის საიტებზე აქვს უფრო მეტი ნამუშევარი პროგრამისტს.

ყველა ამ ფაქტორს გათვალისწინებით განისაზღვრება პროგრამისტის ანაზღაურება,თუმცა როდესაც აპლიკაციის დამზადება ხორციელდება კომპანიის მიერ, აღნიშნული საკითხი ნაკლებად აქტუალურია დამკვეთისთვის.

პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც დამკვეთი ქირაობს მხოლოდ პროგრამისტს და დიდ ყურადღებას არ აქცევს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიცაა ტექნიკური დავალება, დიზაინი, პროგრამისტის გამოცდილება და სხვა, რასაც საბოლოო ჯამში სავალალო შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს.

ინტეგრაციები

ისეთი ინტეგრაციები, როგორიცაა მაგალითად გადახდის სისტემა, დაჯავშნა და ა.შ. განსაზღვრავს საიტების დამზადების ძირითად სირთულეს.

ინტეგრაციების ოდენობა და სირთულე დიდწილად ახდენს გავლენას საიტების დამზადების ღირებულებაზე.

გარდა იმისა, რომ ინტეგრაციების განხორციელება ერთ-ერთი რთული ელემენტია საიტების დამზადებისას, იგი ამავდროულად საჭიროებს მესამე პირებთან კომუნიკაციას და მათთგან შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მიღებას, რაც შესაძლოა დროში გაიწელოს, მათ შორის, მესამე პირების დაუდევრობის ან გულგრილობის გამო, ან შესაძლოა მათ არ გააჩნდეთ ინტეგრაციებისათვის აუცილებელი ტექნიკური მონაცემები.

ტექნიკური უზრუნველყოფა

ნებისმიერ საიტს სჭირდება ტექნიკური უზრუნველყოფა, ხოლო თუ საიტი ეწევა ბიზნეს საქმიანობის წყაროს (მაგ: ონლაინ მაღაზიები, ონლაინ სესხის კომპანები და ა.შ.), ამ შემთხვევაში საჭიროა ბიზნესის ტექნიკური უზრუნველყოფაც.

საიტის ტექნიკური უზრუნველყოფა

მნიშვნელოვანია თავიდანვე გქონდეთ შეთანხმებული, საიტის დასრულების შემდგომ საიტის ტექნიკური უზრუნველყოფის პირობები, რაც მოიცავს საიტის შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფას, მათ შორის ჰოსტინგის/დომენის მენეჯმენტს და საიტზე წარმოშობილი რაიმე ხარვეზის წარმოშობის შემთხვევაში, მის დროულად გამოსწორებას, საიტის აღდგენას.

ბიზნესის ტექნიკური უზრუნველყოფა

იგი მოიცავს ბიზნესისთვის საჭირო ღონისძიებების განხოციელებას, მაგალითად ონლაინ მაღაზიების შემთხვევაში, პროდუქციის ატვირთვას, ფასების შეცვლას, და კონტენტის მენეჯმენტს.

როგორც წესი ბიზნესის ტექნიკური უზრუნველყოფა გაცილებით მეტ რესურს საჭიროებს, ვიდრე საიტის ტექნიკური უზრუნველყოფა, ამიტომაც თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, წინასწარ განსაზღვრეთ ფინანსები და პროცედურული საკითხები ამ მიმართულებით.

კონტენტის ატვირთვა

შესაძლებელია გსურდეთ, არა ბიზნესის ტექნიკური უზრუნველყოფა, არამედ მხოლოდ კონტენტის მენეჯმენტი, სიახლეების დამატება და გარკვეული ცვლილებების გახნორციელება საიტის კონტენტში. ასეთი მომსახურება ცალკე გამოიყოფა და უფრო ნაკლები ღირებულება აქვს, ვიდრე ბიზნესის ტექნიკურ უზრუნველყოფას.

ფასის გავლენა ვადებზე

ხშირად გვიკავშირდებიან მომხმარებლები და სურთ საიტის დამზადება 1-2 კვირაში ან თუნდაც რამდენიმე დღეში.

ზოგადად სხვადასხვა სირთულის  საიტს გააჩნია თავისი სტანდარტული დამზადების დრო, ხოლო რაც უფრო სწრაფად სურს დამკვეთს მისი დამაზდება, აღნიშნული გავლენას ახდენს მის ღირებულებაზე.

მაგალითად, თუ საიტების დამზადების სტანდარტული ვადა განისაზღვრა ორი თვით, ხოლო დამკვეთს სურს მისი დამზადება ერთ თვეში, აღნიშნულმა შესაძლოა განაპირობოს საიტის ღირებულების 40-60%-ით გაძვირება.

დასკვნა

საიტის დამაზდება უამრავი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, წინამდებარე სტატიაში განვიხილეთ ის ძირითადი ელემენტები, რომლებიც გავლენას ახდენს საიტის ღირებულების განსაზღვრაში.

გარდა ამისა, ისინი დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი ფუნქციებისა და შინაარსის მქონე საიტის განსაზღვრაში.

გსურთ საიტის დამზადება და არ იცით საიდან დაიწყოთ?

იხილეთ ჩვენი მომსახურების გვერდი – საიტების დამზადება ან დაგვიკავშირდით, როგორც ელ. ფოსტის, ისე ტელეფონის საშუალებით, ჩვენთან თქვენ გელით მაღალი ხარისხის მომსახურება, გონივრულ ფასებში!!

სხვა სიახლეები