საიტების დამზადება ბიზნესისთვის

საიტების დამზადება ბიზნესისთვის

ბიზნესი ინაცვლებს ინტერნეტში, ამიტომაც, ორგანიზაციებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა საიტების დამზადება / განვითარების საკითხი.

ამ სტატიაში, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, განვიხილავთ ყველაზე მოთხოვნადი საიტების ტიპებს და მათ გამოყენებას ბიზნესის სხვადასხვა სფეროში.

გსურთ საიტის დამზადება? დაგვიკავშირდით დღესვე – 555 97 47 17

კორპორატიული საიტების დამზადება

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტიპის საიტი საქართველოში, რომელსაც ახასიათებს პრემიუმ დიზაინი.

კორპორატიული საიტის ელემენტებია:

  • მთავარი გვერდი
  • მომსახურების/პროდუქციის გვერდი
  • კომპანიის შესახებ გვერდი
  • ბლოგის / სიახლეების გვერდი
  • კონტაქტის გვერდი – საკონტაქტო ფორმითა და შესაბამისი ინფორმაციით, ასევე რუქით.
  • ენები – ქართული ენის გარდა, ხშირად რუსულ და ინგლისურ ენებზეც არის მოთხოვნა. მხოლოდ ქართული ენის შემთხვევაში ფასი უფრო ნაკლებია.

ჩვენ მიერ დამზადებული სანიმუშო საიტები:  www.allset.ge; www.erpcompact.ge

ონლაინ მაღაზიები

ონლაინ ვაჭრობისთის იდეალურია ონლაინ მაღაზიის დამზადება ვორდპრესის ძრავზე, რადგან უფრო სოლიდურად გამოიყურება, იაფია და მარტივად სამართავი.

Online მაღაზიის დამზადება ხორციელდება 6-8 კვირის განმავლობაში, მისთვის დამახასიათებელი სპეციალური ფუნქციებია:

  • ონლაინ გადახდა – TBC-ის გადახდის სისტემა არის ყველაზე ეფექტური და იაფი გადასაკეთებლად.
  • განვადება – განვადება შესაძლებელია გაკეთდეს სხვადასხვა ფორმით, დამოკიდებულია დამკვეთის მოთხოვნებზე.
  • პროდუქციის გვერდი – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდი ონლაინ შოპის საიტებისთვის, მას უნდა ახასიათებდეს მრავალი სხვადასხვა ფუნქცია, პროდუქციის ფილტრაცია, აქციები, ფასდაკლებები, კალათში დამატება, ანგარიშსწორება და ა.შ.
  • ადმინისტრაციული პანელი – პროდუქციის დამატება/რედაქტირება, შეკვეთების ადმინისტრირება, საიტის გვერდების მართვა და ა.შ.

ჩვენ მიერ დამზადებული სანიმუშო საიტი: www.shopmart.ge

კატალოგის ტიპის საიტი

ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საიტია, ონლაინ ვაჭრობაში ჩართული კომპანიებისთვის. იგი არის ონლაინ შოპის ბიუჯეტური ვერსია, რომელსაც ფუნქციების დამატების მეშვეობით გააჩნია შესაძლებლობა ნებისმიერ დროს გადაიქცეს ონლაინ მაღაზიად.

კატალოგის ტიპის საიტებს გააჩნიათ პროდუქციის დამატების და მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მარტივად წარმოჩენის შესაძლებობები:

  • პროდუქციის გვერდი
  • პროდუქციის ფილტრაციის ფუნქცია
  • ადმინისტრაციული პანელი – რომლის მეშვეობით მარტივად ხდება ახალი პროდუქტების დამატება / ცვლილებები.
  • ფასდაკლებების სისტემა

ჩვენ მიერ დამზადებული კატალოგის ტიპის საიტი: www.ecowood.ge, www.ppcc.ge

საინფორმაციო საიტების დამზადება

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტის ტიპია – საინფორმაციო ვებ გვერდი, რომელიც გამიზნულია შესაბამისი ინფორმაცია მომხმარებელს მიაწოდოს მაქსიმალურად ეფექტურად, მათ შორის ცალკეული მომსახურების / პროდუქციის შესახებ ინფორმაცია.

ასევე ასეთი საიტები გამოიყენება საინტერესო სტატიებისა და სიახლეების გავრცელების მიზნით.

საინფორმაციო საიტის შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია მარტივი ადმინისტრაციული პანელის არსებობა, პოსტებისა და გვერდების რედაქტირების სიმარტივე, ასევე მიმზიდველი დიზაინის ქონა.

ასეთი საიტის მაგალითებია: www.smartloan.ge , www.magnatex.ge,

ტურისტული საიტები

ტურისტული ინდტუსტია დიდწილად ინტერნეტშია გადასული, მომხმარებელი სწორედ აქ ეძებს შესაბამის ტურებს, სასტუმროებსა და შემოთავაზებებს.

აქედან გამომდინარე, ტურისტული კომპანიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტერნეტ სივრცეში, თავიანთი თავის ეფექტურად წარმოჩენა.

ტურისტული საიტის ძირითადი ელემენტებია:

  • ორიგინალური დიზაინი;
  • გამართული კონტენტი;
  • ტურების გვერდი;
  • აქციები / შემოთავაზებები;
  • ტურის დაჯავშნისა და გადახდის სისტემის ფუნქციები.

სამშენებლო საიტი

სამშენებლო ბიზნესის ინტერნეტში წარმოსაჩენად ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია ეფექტური სამშენებლო საიტის შექმნა.

ეფექტური და ფუნქციონალური ვებ-საიტის გარეშე, შეუძლებელია კონკურენცის გაწევა ისეთი სამშენებლო კომპანიებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ ასეთ საიტებს.

რა უნდა გავითვალისწინოთ სამშენებლო საიტის დამზადებისას?

  • საიტის დიზაინი უნდა იყოს მიმზიდველი და იგი უნდა ასოცირდებოდეს კომპანიის ბრენდთან;
  • მომხმარებელს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა მარტივად გაეცნოს უკვე შესრულებულ სამუშაოებსა და არსებულ შემოთავაზებებს;
  • კორპუსების მშენებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა გააჩნდეს თითოეული კორპუსის გეგმარებისა და ბინის გაცნობის შესაძლებლობა.
  • საიტი უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფი და მორგებული მობილური ხელსაწყოების მიმართ.

ასეთი საიტის მაგალითებია: www.pekiniplaza.ge, www.arco.com.ge

მსგავსი სტატია: Facebook გვერდის მართვა

სხვა სიახლეები

BLH - Business & Legal Hub