ვორდპრესის საიტის დამზადება

ვორდპრესის საიტის დამზადება – რატომაა აქტუალური?

მსოფლიოში ახალი საიტების 30% ვორდპრესის სისტემაზე მზადდება. რატომ არის ვორდპრესის საიტის დამზადება ასეთი მოთხოვნადი? ამ სტატიაში სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ.

რა არის ვორდპრესი?

ვორდპრესი არის მზა ძრავი, რომეზეც შესაძლებელია მრავალფუნქციური და თანამედროვე საიტების დამზადება ნაკლები დანახარჯებით.

ასე გამოიყურება 2018 წლისთვის მზა ძრავების მსოფლიო ბაზარი, ვორდპრესი ნამდვილად ლიდერია:

წარმოგიდგენთ 4 მიზეზს, თუ რატომ არის WordPress ასეთი პოპულარული.

1.მრავალწლიანი გამოცდილება

უამრავი ადამიანი, არა მხოლოდ პროგრამისტი მუშაობს ვორდპრესზე, წლების განმავლობაში 2003 წლიდან დაგროვდა დიდი ცოდნა და გამოცდილება, ასევე შეიქმნა უამრავი დამხმარე პროგრამა და ინფრასტრუქტურა.

არსებობს უამრავი ფორუმი და ვებ-რესურსი, რომელიც ვორდპრესის საიტის დამაზდებას უფრო მარტივს ხდის.

ამიტომაც, მრავალწლიანი სანდო მუშაობა განაპირობებს ერთ-ერთი ძირითად მიზეზს ვორდპრესის პოპულარობისა.

2.ვორდპრესი შესაძლებლობები უსაზღვროა

ვორდპრესზე შესაძლებელია კოდის გადაკეთება და ისეთი საიტის დამზადება, როგორიც თქვენ გსურთ. გარდა ამისა, მზა ფუნქციები და დიზაინი საშუალებას გაძლევთ უფრო მარტივად შექმნათ რთული საიტები.

მნიშვნელოვანია პლაგინების როლიც, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ამატებენ საიტს.

მუდმივი განახლებები კი ახალი ტენდენციებისთვის მხარის აბმის შესაძლებლობას იძლევა.

3.Wordpress ყველასთვისაა შექმნილი

ვორდპრესის გამოყენება ყველას შეუძლია, ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი პროგრამული ენის ცოდნა. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ შექმნათ შედარებით მარტივი საიტები, ისე, რომ არ გამოიყენოთ პროგრამისტის დახმარება.

ამისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ცოდნის მიღება, როგორც Youtube-ის, ისე სხვა ინტერნეტ რესურსების საშუალებით.

4.დაბალი ღირებულება – მაღალი ხარისხი

WordPress-ის მეშვეობით თქვენ ღებულობთ მაღალი ხაირისხის ვებ-საიტს, დაბალი ღირებულებით. გარდა ამისა, ვორდპრესის მართვა ბევრად უფრო იაფი ჯდება ვიდრე სხვა მზა ძრავების ან ხელით დაწერილი საიტების შემთხვევაში.

გსურთ ვორდპრესის საიტის დამზადება? დაგვიკავშირდით დღესვე –  555 97 47 17

სხვა სიახლეები

BLH - Business & Legal Hub