როგორ ავიყვანოთ კარგი კადრები სამსახურში?

10301589_1454583971456072_8280668521166347264_nროგორ ავიყვანოთ კარგი კადრები სამსახურში?

კარგი კადრების აყვანა კომპანიაში არის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი, რომელიც განაპირობებს ბიზნესის წარმატებას, თუმცა რამდენადაც მნიშვნელოვანია, იმდენად ძნელია აღნიშნულის ეფექტიანად განხორციელება.

წარმოგიდგენთ ხუთ პირობას, რომელთა გათვალისწინებითაც უფრო მარტივი იქნება ორგანიზაციისთვის კადრების შერჩევა.

1. იცოდეთ ვის ეძებთ

კადრების შერჩევისას ყველაზე მთავარია იცოდეთ რისთვის ეძებთ კადრებს:

ა) ფიზიკური სამუშაოსთვის: ამ კატეოგრიაში ხვდება ისეთი სამუშაო, რომელიც მოიცავს სიმძიმეების აწევას, სიარულს, ბევრ მოძრაობას, ლაპარაკს.

ბ) გამოცდილება – მოიცავს სამუშაო გამოცდილებას, განათლებას, სხვადასხვა ლიცენზიებსა და აკრედიტაციას. ფოკუსირება მოახდინეთ იმ შედეგზე, რომლის მიღებაც გსურთ დასაქმებულისგან. არ არის საჭირო იმაზე მეტი მოთხოვნის განსაზღვრა, ვიდრე საჭიროა. (მაგ: თუ არ გჭირდებათ კადრი უმაღლესი განათლების დიპლომით, ნუ განსაზღვრავთ ასეთ მოთხოვნას).

გ) თვისებები: წესიერება, ჯგუფში მუშაობის უნარი, ეთიკური ნორმების დაცვა, შრომისმოყვარეობა. დაიმახსოვრეთ, დასაქმებულმა შეიძლება შეიძინოს უნარები, მაგრამ იგი ვერ შეიძენს თვისებებს.

დ) შემეცნებითი შესაძლებლობები: გონიერება, ინტელექტი და ა.შ. წარმოადგენს ისეთ ინდიკატორებს, რომელიც არ იცვლება. თუ გსურთ გონიერი კადრის აყვანა, აიყვანეთ გონიერი კადრი, უტვინო ვერასდროს გახდება გონიერი.

2. გააცნობიერეთ რისი შეთავაზება შეგიძლიათ

პატარა ბიზნესისათვის შესაძლოა ძნელი იყოს უფრო დიდ კომპანიებთან შედარებით ბევრის შეთავაზება დასაქმებულისათვის (ხელფასი, სხვა ბენეფიტები). თუმცა არსებობს ის, რაც თქვენი უპირატესობა შეიძლება გახდეს: კარგი სამუშაო გრაფიკი, ოჯახური გარემო, განვითარების და ახალი უნარების გამომუშავებისთვის კარგი გარემო და ა.შ.

იყავით კრეატიული და შექმენით თქვენი მიმზიდველი შემოთავაზება.

3. კადრი აირჩიეთ კანდიდატთა ფართო წრიდან

მეგობრები, ნათესავები, გასცდით კანდიდატთა ამ წრეს და შეარჩიეთ კანდიდატები ადამიანთა უფრო ფართო წრიდან თქვენი მოთხოვნების გათვალისწინებით.

4. კადრის შერჩევის პროცესში მოიწვიეთ სხვა პირებიც

სხვებმა შესაძლოა შეამჩნიონ მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც თქვენ ვერ შეამჩინეთ ან დასვან შეკითხვა, რომელიც თქვენ არ მოგაფრიქრდათ. იმოქმედეთ პრინციპით- „მრავალი აზრი – ერთი გადაწყვეტილება“.

5. ენდეთ, მაგრამ შეამოწმეთ

ხშირად სამუშაოს მაძიებელთა მიერ CV-ში არასწორი მონაცემებია მითითებული. აუცილებელია კომპანიაში მათი მუშაობის დროს შეამოწმოთ მათ მიერ განხორციელებული სამუშაო და ის უნარ-ჩვევები, რის საფუძველზეც ისინი აიყვანეთ სამსახურში. კვლევებმა აჩვენა, რომ მცირე ბიზნესის წარუმატებლობის მიზეზთა 30% არაკეთილსინდისიერი კადრებია.

დარწმუნდით, რომ არჩევთ საჭირო ხალხს საჭირო პოზიციაზე, რადგან ცუდი კადრი – ბიზნესს შეუქმნის საფრთხეს – იმ ბიზნესს, რომლის შექმნაშიც ამხელა ენერგია და რესურსები ჩადეთ.