სახლიდან სამსახურში მისასვლელი დრო სამუშაო დროდ ითვლება – ევროსასამართლოს გადაწყვეტილება

2989570020_f520940a3fსახლიდან სამსახურში მიმოსვლის პერიოდი სამუშაო დროდ ითვლება

ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, დრო, რომელიც დასაქმებულს სამუშაო ადგილამდე მისვლისთვის და უკან,  სახლში დაბრუნებისთვის სჭირდება, არის სამუშაო დრო.

საქმე ეხება იმ დასაქმებულებს, რომელთაც ერთი კონკრეტული სამუშაო ადგილი არ აქვთ. მათ შორის არიან მომვლელები, ხელოსნები, გაყიდვების აგენტები. სამუშაო ადგილამდე მისვლისა და უკან წამოსვლის დროს დამსაქმებელთა უმრალესობა ამ დრომდე სამუშაო დროდ არ მიიჩნევდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ევროკავშირის რეგულაციებს არღვევდენ.

სამუშაო დროის შესახებ ევროკავშირის დირექტივა განსაზღვრავს, თუ რამდენ საათს უნდა მუშაობდეს დასაქმებული და რამდენხნიანი შესვენება და რამდენი დასვენების დღე ეკუთვნის მას.

რეგულაციის მიხედვით, ევროკავშირში დასაქმებული არ არის ვალდებული, კვირაში საშუალოდ 48 საათზე მეტი იმუშაოს.