რა რისკები ახლავს მეგობრის სამსახურში აყვანას?

d61d44254608dd06ccdd2ff02982d14d_XL

რა რისკები ახლავს მეგობრის სამსახურში აყვანას?

არის თუ არა დასაქმებულთან ან უფროსთან მეგობრული ურთიერთობა პოზიტიური მოვლენა?

რატომაც არა… შესაძლებელია მეგობრობა უფროსთანაც და დასაქმებულთანაც, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ ის სიძნელეები და პრობლემური საკითხები, რაც მოსდევს მეგობრობას სამსახურში.

1. ყველაფერი კარგად მიდის სანამ ვიღაცას არ დაითხოვენ

ძნელია მეგობარს, ადამიანს, რომელთანაც გისაუბრია პირად თემებზე, ერთად გიცინიათ და სამომავლო გეგმების განხილვაში გაგიტარებიათ დრო, უთხრა – მე უნდა დაგითხოვო. ყველაფერი რთულდება, თუ ამას მოყვა თქვენი მეგობრობის შეწყვეტა, რაც ხშირად ხდება და ყველაზე ცუდ შემთხვევაში – მისი გადამტერება. მეგობრობიდან -მტრობამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია, რომლის გადადგმაც შეიძლება თქვენ მოგიწიოთ, როცა მეგობარი გყავთ დასაქმებული სამსახურში.

2. როცა მეგობრობა კოლეგიალობაზე მაღლა დგას

გუნდური მუშაობა აუცილებელია წარმატების მისაღწევად. როცა დასაქმებული, რომელიც უფროსის მეგობარია, სხვაზე მეტად აღიქვამს თავს, სხვებს ღიად აჩვენებს, რომ მას პრივილეგიები გააჩნია და ამით ვნებს გუნდურ მუშაობას- ის უნდა წავიდეს.

3. ინტერესთა კონფლიქტი

კომპანიის ხელმძღვანელს გააჩნია ფიდუციური ვალდებულებები კომპანიის წინაშე, რაც ნიშნავს, იმას რომ მან თავისი პირადი ინტერესები უნდა დათმოს კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ. ამ ვალდებულების დარღვევა იწვევს გარკვეულ პასუხისმგებლობას. როცა მუშაობ მეგობართან- ძნელია ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება. მაგ: მას უნდა მოსთხოვო, როგორც ჩვეულებრივ დასაქმებულს, იგი უნდა დასაჯო, როგორც ჩვეულებრივი დასაქმებული, იგი უნდა გაათავისუფლო, როგორც ჩვეულებრივი დასაქმებული, იგი უნდა ამუშაო, როგორც ჩვეულებრივი დაქვემდებარებული პირი და ა.შ.

4. დაიცავით ზღვარი

კომპანიას გააჩნია თავისი იერარქიული სისტემა, რაც უზრუნველყოფს მის ეფექტიან ფუნქციონირებას. მეგობრის ადგილი ბუნდოვანია ამ იერარქიაში. აუცილებლად დადგება მომენტი, როცა პროფესიული და პირადი ურთიერთობები  გადაიკვეთება და წარმოშობს სიძნელეებს, რომელთა გადალახვაც არ იქნება ადვილი.

პირადი ურთიერთობები არაპროგნოზირებადია, ისევ, როგორც ბიზნეს ურთიერთობები. შესაბამისად მათი ერთობლიობა კიდევ უფრო ართულებს ვითარებას.