როგორ დავტოვოთ კარგი შთაბეჭდილება?

Sun in control

როგორ დავტოვოთ კარგი შთაბეჭდილება?

პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს ურთიერთობებში. როგორც წესი, იგი ურთიერთობის დაწყნებიდან რამდენიმე წამში ჩდება.

როგორი ტონალობით და სიჩქარით საუბრობთ, რა გაცვიათ, როგორ ჟესტიკულაციებს აკეთებთ, ყველაფერი ეს განაპირობებს პირველადი შთაბეჭდილების ჩამოყალიბებას და შესაბამისი დამოკიდებულების შექმნას სხვა პირთა მხრიდან. წარმოგიდგენთ იმ სიგნალებს, რასაც ადამიანები ყურადღებას აქცევენ შეხვედრის პირველ წამებში:

1.უყურეთ თვალებში

როცა პირველად ნახულობთ ვინმეს, ყოველთვის უყურეთ თვალებში. ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ადამიანს აყურებინეს ვიდეო, სადაც უცნობები ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. მათ სთხოვეს ამ უცხო ადამიანების ინტელექტის შეფასება. ადამიანები, რომლებიც საუბრისას მეტწილად თვალებში უყურებდნენ მოსაუბრეს უფრო ინტელექტუალურად ჩათვალეს კვლევაში მონაწილეებმა.

2. სწრაფად ისაუბრეთ

სწრაფად საუბრისას, რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ იცით რაზე საუბრობთ. ბრიგამის ახალგაზრდულმა უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა, მათ შექმნეს 54 სინტეტიკური ხმა და სთხოვეს მონაწილეებს შეეფასებინათ თუ რამდენად კომპეტენტური იყვნენ კონკრეტული ხმის გამომცემი სუბიექტები. რაც უფრო სწრაფად საუბრობდა ხმა მით უფრო კომპეტენტურად ჩათვალეს მონაწილეებმა.

3.მოიხსენით პირსინგები

ჟურნალმა „ევროპული ფსიქოლოგია“ ჩაატარა კვლევა, სადაც კვლევის მონაწილეებს აჩვენეს ქალი და კაცი მოდელების სურათები. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ უპირსინგო პირები უფრო ინტელექტუალურად და მიმზიდველად ჩათვალეს კვლევის მონაწილეებმა, ვიდრე პირსინგიანები.

4. ჩაიცვით კარგად

კარგად ჩაცმა გძენთ უფრო მაღალ თვითშეფასებას, რაც წარმატების განმაპირობებელია. ჟურნალში „კაცთა ფსიქოლოგია“ გამოქვეყნდა კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ კარგად ჩაცმული კაცების უმრავლესობა უფრო მეტი შემოსავლის მქონეა.