როგორ მოვიპოვოთ კლიენტის ნდობა და კეთილგანწყობა?

ClientSuccessStoriesროგორ მოვიპოვოთ კლიენტის ნდობა და კეთილგანწყობა?

წარმოგიდგენთ 6 რჩევას თუ როგორ მოვიპოვოთ კლიენტების ნდობა და კეთილგანწყობა:

1. იყავით პირდაპირი და გულწრფელი კლიენტების მიმართ.

კლიენტებს არ სურთ ისეთი პროდუქტი/მომსახურება, რომელიც ახლოს დგას მათ საჭიროებასთაან ან სურვილებთან. მათ სურთ ის, რაც სრულყოფილად დააკმაყოფილებს მათ მოთხონვილებებს, ამიტომაც მიაწოდეთ სრული და სწორი ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, აჯობებს მათ გადაწყვიტონ იყიდონ თუ არა თქვენი მომსახურება ან საქონელი.

2. არ შეპირდეთ ისეთი რამე, რისი მიწოდებაც არ შეგიძლიათ.

ძნელია კლიენტს უთხრა უარი და დაკარგო მოგება. თუმცა სწორედ სწორ დროს ნათქვამი უარი და მცირე მოგების დაკარგვა, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, განაპირობებს თქვენ წარმატებას.

3. მოქმედება ლაპარაკის ნაცვლად.

როცა წარმოიშობა რაიმე პრობლემა ან უშვებთ შეცდომას, არ დაიწყოთ ბოდიშების ხდა და ვინმეზე გადაბრალება- უბრალოდ გამოასწორეთ პრობლემა, ეს ყველაზე სწორი გამოსავალია ამ რთული სიტუაციიდან.

4. არ დაუმალოთ კლიენტს ცუდი ამბავი.

თუ გგონიათ, რომ კლიენტს ეწყინება ცუდი ამბის გაგება, წარმოიდგინეთ მას როგორ ეწყინება იმის გაგება, რომ იცოდით ცუდი ამბის შესახებ და იგი დაუმალეთ მას.

5. არ ლანძღოთ კონკურენტები.

ყოველთვის პატივისცემით ისაუბრეთ კონკურენტებზე, ამით უპირველესყოვლისა თქვენ ისარგებლებთ, ხოლო ცუდი ისედაც არ დაიკარგება. გაითვალისწინეთ, რომ როცა კლიენტი ხედავს, თუ როგორ ლანძღავთ კონკურენტს, ამას მოაქვს ძალიან დიდი ნეგატიური ემოცია მისთვის, რამაც შეიძლება თქვენდამი ნდობაზე იმოქმედოს.

6. შეპირდით და შეასრულეთ პირობა.

არაფერი იმაზე მეტად ნეგატიურად არ მოქმედებს კლიენტზე, როგორც შეპირებულის შეუსრლებლობა, ამავდროულად არაფერი იმაზე მეტად პოზიტიურად არ მოქმედებს კლიენტზე, როგორც შეპირებულის შესრულება. რაც უფრო კარგად იქნება შესრულებული დანაპირები, მით უფრო დიდი უკუგება ექნება ამას კლიენტის მხრიდან.