როგორ დავზოგოთ ფული იურიდიული მომსახურების მიღებისას

1396984051-3-practical-ways-save-attorney-fees-2

როგორ დავზოგოთ ფული იურიდიული მომსახურების მიღებისას?

წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ დავზოგოთ ფული იურიდიული მომსახურების მიღებისას.

ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობა დაკავშირებული გარკვეულ იურიდიულ პრობლემეთან, რაც თავის მხრივ საჭიროებს შესაბამის ფინანსებს.

მაგ: სხვადასხვა ხელშეკრულების გაფორმება, საგადასახადო-სამართლებრივი რისკების შეფასება, საწარმოს საქმიანობის სამართლებრივი კუთხის მოწესრიგება, უბრალო იურიდიული კონსულტაცია და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ კარგი იურიდიული მომსახურება, არც თუ ისე იაფი ჯდება, ხოლო თუ დროზე არ იქნა შეფასებული კონკრეტული იურიდიული საკითხი, შესაძლოა მოგვიანებით ბევრად უფრო ძვირი დაჯდეს ამ საკითხის გადაწყვეტა.

იურიდიული საკითხების გადაჭრისათვის მცირე და საშუალო  კომპანიები  ძირითადად ქირაობენ იურიდიულ კომპანიებს ან ინდივიდუალურად მომუშავე ადვოკატებს. მართალია მათ გარეშე ყველა სამართლებრივი საკითხის მოგვარება შეუძლებელია, თუმცაღა მნიშვნელოვანია რეალური სურათის ცოდნა, თუ როგორ მუშაობეენ ისინი და რაში ღებულობენ ფულს, რათა შევძლოთ ამ მიმართულებით გაღებული ხარჯების შემცირება.

აკონტროლეთ დრო –  იურიდიულ ფირმათა უმრავლესობა მომსახურებას ეწევა საათობრივად, აქედან გამომდინარე დროის კონტროლი პირდაპირპროპორციულია ნაკლები თანხის გადახდასთან. როგორ შეიძლება დროის კონტროლი?

ა) იქონიეთ  ხშირად გამოყენებადი ხელშეკრულებების ფორმები, რომლებიც იქნება მაქსიმალურად შევსებული ყველა საჭირო რეკვიზიტით, რადგან ამ რეკვიზიტის შევსებას მიაქვს დრო და თანაც ბევრი.

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოებში, სასამართლოში, ნოტარიუსთან და ა.შ. რაიმეს მიტანა თქვენც შეგიძლიათ. იურისტები ამაში ბევრ ფულს იღებენ, რადგან ეს ყველაფერი საჭიროებს ბევრ დროს.

გ) დასვით შეკითხვა, რომელზეც პასუხი არის კი ან არა. იურისტთა უმრავლესობას უყვარს/ჩვევია ბევრი ლაპარაკი/წერა, როცა მათ უსვამენ კითხვებს. ამ ყველაფრის შედეგია – ანაზღაურებადი საათების დიდი რაოდენობა. რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელია, თუ დავსვამთ ისეთ კითხვებს, რომელთა პასუხი შეიძლება იყოს კი ან არა.

მაგ: ნაცვლად შეკითხვისა, „რა სამართლებრივი პრობლემები შეიძლება შეიქმნას ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებით?“  უნდა დასვათ შეკითხვა –  „ არსებობს თუ არა რაიმე სამართლებრივი პრობლემა  ამ ტრანზაქციის განხორციელებისას?“

თქვენ არ უნდა გადაიხადოთ იმაზე მეტი ვიდრე სჭირდება კონკრეტული დავალების გაკეთებას. მაგ: თუ გჭირდებათ სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულება, თქვენ უნდა გადაიხადოთ მხოლოდ ამ ხელშეკრულების დაწერისთვის საჭირო დროის შესაბამისად და არა იმ დროის მიხედვით, რაც იურისტს დაჭირდა, თავისი თავზე სამუშაოდ, რათა დაეწერა ეს ხელშეკრულება.

ბევრი პრობლემა შეიძლება იქნეს თავიდან აცილებული ისეთ იურისტთან/კომპანიასთან ურთიერთობის დაწყებით, რომელიც დაინტერესებულია გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარებაში თქვენთან და თქვენს ბიზნესთან, რადგან ისინი გულისხმიერეად მოეკიდებიან თქვენ საჭიროებებსა და კეთილსინდისიერად განსაზღვრავენ ანაზღაურების მიზნებისათვის მომსახურების დროს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *