საწარმოს სახელწოდების იურიდიული ბუნება

register-limited-companyსაწარმოს სახელწოდების იურიდიული ბუნება

ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის საწარმო სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობს განსაზღვრული სახელწოდებით, რომელსაც ფირმა ეწოდება.

საწარმოს სახელწოდება წარმოადგენს არამატერიალურ ქონებას, რომლის გასხვისება სხვა პირზე დასაშვებია, თუმცა საფირმო სახელწოდება შეიძლება გასხვისდეს იმ საწარმოსთან ერთად, რომლის სახელწოდების აღმნიშვნელიცაა, რადგან იგი საწარმოს ორგანული ნაწილია, რომლის მნიშვნელობა დაკავშირებულია საწარმოს რეპუტაციაზე.

მეწარმე სუბიექტის სახელწოდება უნდა პასუხობდეს მეწარმეთა შესახებ კანონის მოთხოვნებს:

  ინდივიდუალური მეწარმე – საქმიან ურთიერთობებში გამოდის თავისი სახელით.

 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება– საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სულ ცოტა ერთი პარტნიორის სახელს, „სპს“-სთან ერთად. (მაგ: „სპს” გიორგი ლიფონავა და პარტნიორები) იგივე ითქმის კომანდიტურ საზოგადოებაზე, რომლის სახელწოდებაც უნდა შეიცავდეს სულ ცოტა ერთი სრული პარტნიორის სახელს, და „კს“-ს.

 კაპიტალური საზოგადოებები – პარტნიორთა სახელის გამოყენების გარდა, შ.პ.ს, სააქციო საზოგადოება და კოორპერატივს შეუძლია საფირმო სახელწოდება შეარჩიოს მათი საქმიანობის საგნის მიხედვით ან შეიძლება ეს სახელწოდება იყოს ფანტაზიის ნაყოფი, ამასთან, სახელწოდება უნდა შეიცავდეს:

  სააქციო საზოგადოება – დამატებას „სააქციო საზოგადოება“ ან „სს“, ან კორპორაცია.

  შ.პ.ს– დამატებას „შეზღუდული პას. საზოგადოება“ ან „შპს“,

  კოოპერატივი– დამატებას „რეგისტრირებული კოორპერატივი“ ან „რკ“.

საფირმო სახელწოდებაზე უფლება, ეკუთვნის მხოლოდ მის მფლობელს. (იმ საწარმოს, რომლის სახელწოდებაცაა) იგი უფლებამოსილია კომერციულ ოპერაციებში სხვადასხვა წესით გამოიყენოს საფირმო სახელწოდება.

სამეწარმეო სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის სამეწარმეო სამართლის ფორუმზე.