ცუდი კადრები

download (1)

ცუდი კადრები

ბიზნესის წარმოებისას საჭიროა პროფესიონალი კადრების შერჩევა, რაც უზრუნველყოფს თქვენი ფირმის ეფექტიანად მუშაობას. ცუდი კადრები შესაძლოა სერიოზული პრობლემების საფუძველი გახდეს.

კარგი კადრების შერჩევა საკმაოდ ძნელია. იმ შემთხვევაშიც თუ ასეთების მოძიება მოხერხდა და კომპანის საქმიანობა საათივით აეწყო, შესაძლოა აღმოჩდეს, რომ კომპანიაში მუშაობს/მუშაობენ ისეთი ადამიანი/ადამიანები, რომლებიც ბიზნესის ეფექტიან განხორციელებას უშლიან ხელს.

წარმოგიდგენთ სამი ტიპის ადამიანებს, რომლებიც დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოთ სამსახურიდან.

1. ე.წ. “Drama queen” ძალიან გაგიმართლათ თუ ასეთი კატეგორიის კადრები არ გყავთ კომპანიაში. ეს ისეთი ხალხია, რომელთა ცხოვრებაც ერთი დიდი რეალითი შოუა. მათ უყვართ ინტრიგების ხლართვა, სეირის ყურება, ჭორაობა და პროვოცირება. სამწუხაროდ ასეთი ტიპის ხალხი კომპანიის სამუშაოს პროდუქტიულობის შემცირების გარდა სხვა მხრივადაც აზიანებენ კომპანიის საქმიანობას. მათი ზურგს უკან ჭორაობა ხშირ შემთხვევაში ატარებს ნეგატიურ ტონს, მათ კარგად გამოსდით კორპორატიული სულისკვეთების განადგურება. ეს ყველაფერი ერთიანობაში ძალიან დიდი საფრთხის წყარო შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბიზნესისათვის.

2. მსხვერპლი არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უყვართ მსხვერპლად თავის  წარმოჩენა. ასეთი ადამიანების გაშიფრვა ძალიან ძნელია. ისინი თავიანთ პასუხისმგებლობას გაურბიან და ცდილობენ სხვებს გადააბრალონ მათი გადაცდომები. მათ ყოველთვის გააჩნიათ თავის დასაცავი სიტყვა, ხოლო მათ შემხედვარე სხვებსაც ანალოგიური ფსიქოლოგია უყალიბდება.

საბოლოო ჯამში ასეთი ტიპის ადამიანები აყალიბებენ არაჯანსაღ გარემოს კომპანიაში, რაც ხელს უშლის კომპანიის ფუნქციონირებას და მისი მთავარი მიზნის- მოგების მიღების ეფექტიან განხორციელებას.

3. მეამბოხე ასეთი ტიპის ადამაინებს ახასიათებთ მიზეზ-გარეშე არსებული წესების დარღვევა. ისინი არ ემორჩილებიან დრეს კოდს, სამუშაოს ახორციელებენ არსებული წესების საპირისპიროდ. კომპანიის წესები მათვის წარმოადგენენ გადასახალავ ბარიერებს. მათი მთავარი მიზანია არა კომპანიის სამუშაოს განხორციელება, არამედ კომპანიის წესრიგის დარღვევა.