Forum Replies Created

Viewing 10 posts - 381 through 390 (of 606 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: სამეწარმეო სამართალი #29656
    BLH
    Keymaster

    დივიდენდის მოთხოვნის უფლება

     

    (სუსგ. N-ას-1343-1361-2011)

    მოსარჩელემ შპს-ში მისი კუთვნილი წილის გასხვისების შემდგომ მოითხოვა გასული წლების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე კუთვნილი დივიდენდი, რომლის მიღებაც საქმის მასალების თანახმად, პარტნიორობის პერიოდში არ მოუთხოვია. სააპელაციო სასამართლომ, შემოსული საჩივრის განხილვისას არ გაითვალისწინა, რომ ზემოაღნიშნული გარემოება სარჩელის დაკმაყოფილებას შეუძლებელს ხდიდა.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების არსებობა დივიდენდების განაწილების თაობაზე არ წარმოშობს კონკრეტული პარტნიორის მიერ მისი ავტომატურად მიღების ვალდებულებას. მოგების წილის (დივიდენდის) მიღების უფლება მოიცავს, როგორც დივიდენდის მიღების, ასევე დივიდენდის მოთხოვნის უფლებას.

    პირველი უფლება წარმოიშობა საზოგადოების პარტნიორად გახდომის მომენტიდან, ხოლო მეორე – საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. დივიდენდის მიღების უფლება განუყრელად არის დაკავშირებული პარტნიორად ყოფნასთან და მისი სხვა პირისათვის გადაცემა, წილისაგან დამოუკიდებლად, დაუშვებელია. ამდენად, წილის გასხვისების შემდეგ, შემძენს გადაეცემა ამ წილიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნა. რაც შეეხება კონკრეტულად დივიდენდის მოთხოვნის უფლებას, მისი დათმობა შესაძლებელია ცალკე უფლების სახით წილის გადაუცემლად, ხოლო, წილის გასხვისების შემთხვევაში, თავდაპირველი მესაკუთრის მიერ არარეალიზებული დივიდენდის მოთხოვნის უფლება ასევე გადადის წილის შემძენზე, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და საქმეზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება.

    BLH
    Keymaster

    ხელშკრულების მომზადების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულება

    (სუსგ. № 3-1156-02)

    დადგენილია, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება სესხის ხელშეკრულების დადებაზე. სესხის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად მხარეთა შორის გაფორმდა მოძრავი ქონების გირავნობის და უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულებები, მაგრამ შემდგომში სესხის ხელშეკრულება მხარეთა შორის არ დაიდო და სესხი არ გაიცა, რის გამოც მოსარჩელემ განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავალის სახით.

    სკის 394- მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 317 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.

    მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა, შესაბამისად მოპასუხეს ვალდებულებაც არ წარმოშობია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართებულად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

    სკის 317- მუხლის მეორე ნაწილის თანახმად 316- მუხლით გათვალისწინებული მოვალეობებით ვალდებულება შეიძლება ხელშეკრულების მომზადების საფუძველზეც წარმოიშვას, ხოლო 316- მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

    მოცემულ საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე მოსარჩელე სკის 317- მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფლებამოსილია მოსთხოვოს მოპასუხეს ხელშეკრულების დადება, მაგრამ მოსარჩელე არ მოითხოვს ხელშეკრულების დადებას, იგი მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას,რაც დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება, რადგან როგორც აღინიშნა მოპასუხესთან სესხის ხელშეკრულება არ დადებულა და შესაბამისად ვალდებულებაც არ წარმოშობია. მოპასუხეს წარმოეშვა მხოლოდ ხელშეკრულების დადების ვალდებულება, რომლის შესრულებასაც მოსარჩელე არ მოითხოვს.

    BLH
    Keymaster

    ვალდებულების წარმოშობის კანონისმიერი საფუძველი

    საქმეას-1333-1562-05

    ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით .ძეს .ძის სასარგებლოდ დაეკისრა 11000 ლარის გადახდა და 1998. 24 დეკემბერს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.საქმეზე დაიწყო იძულებითი აღსრულება, რომელიც შეჩერდა . ძის განცხადების საფუძველზე.

    2005. 1 თებერვალს . ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა . ძემ . ძის მიმართ და მოპასუხისაგან მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულება და აღნიშნული ვალდებულების დროული შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

    საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულება სამართალწარმოების შემადგენელი ნაწილია. გადაწყვეტილების აღსრულება წარმოადგენს სამართალწარმოების უმნიშვნელოვანეს ეტაპს. იგი მხარის დარღვეული ინტერესის აღდგენის ბოლო საფეხურია. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ან აღსრულების გაჭიანურება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მართლმსაჯულების არსს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს. სკის 317- მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულებას წარმოშობს ხელშეკრულება, დელიქტი, უსაფუძვლო გამდიდრება ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

    აღსანიშნავია, რომ სწორედ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობისკანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძველს“, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით პირს კონკრეტული მოქმედების განხორციელების (თანხის გადახდის, ნივთის გადაცემის და . .) ვალდებულება ეკისრება და იგი სამართლებრივი ურთიერთობის მოვალე ხდება, კრედიტორს კი მის მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშობა. სკის 316- მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ურთიერთობაა, რომლის ძალითაც კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულების არსებობა კი მისი შესრულების აუცილებლობასაც გულისხმობს.

    მართალია, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა სასამართლო აღმასრულებლის უფლებამოსილებაა, მაგრამ ეს ვერ გაათავისუფლებს მოვალეს დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან. მოვალე უშუალოდაა პასუხისმგებელი ვალდებულების შესრულებაზე.

    სკის 361- მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ პირველადი მოთხოვნების დარღვევა კი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას წარმოშობს, ხოლო, ვინაიდან, არსებობს ფულადი ვალდებულება, კრედიტორს სკის 403‑ მუხლის საფუძველზე შეუძლია გადაცილებული ვადისათვის მოითხოვოს კანონით გათვალისწინებული პროცენტი.

    საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების აღსრულება არ გაჭიანურებულა, რადგან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის უფლება მხარეს მინიჭებული აქვს კანონით.

    მართალია, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სამართალწარმოების განახლების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნა არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურებას, აღნიშნული მხარისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლების რეალიზაციაა, მაგრამ საქმის წარმოების შეჩერება ვერ მიიჩნევა ვალდებულების შესრულებად.

    BLH
    Keymaster

    ვალდებულების წარმოშობის სახელშეკრულებო საფუძველი

    (სუსგ. ას-163-860-03)

    დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხეს ნივთს (სიგარეტს) გადასცემდა შემდგომში რეალიზაციის მიზნით, .. მათ შორის არსებობდა ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც გათვალისწინებულია სკ 319- მუხლის პირველი ნაწილით.

    სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობდა 709- მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობა. პალატა თვლის, რომ აღნიშნული კვალიფიკაცია (დავალების ხელშეკრულება)მიესადაგება მხარეთა შორის არსებულ ვალდებულითსამართლებრივ ურთიერთობას, რეალურად კი მათ შორის არსებობდა პროდუქციის რეალიზაციის შესახებ მომსახურეობის ხელშეკრულება, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად.

    ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია არსებობდეს სკ 317- მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სამართლებრივი საფუძველივალდებულება და ამ ვალდებულების დარღვევა.

    in reply to: სამეწარმეო სამართალი #29484
    BLH
    Keymaster

    დივიდენდის მიღების უფლება

     

    (საქმე N-ას-1328-1170-2010)

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ჰქონდა დივიდენდის მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება საზოგადოების მოგების განაწილების შესახებ არ მოიპოვებოდა. სასამართლომ ასევე არასწროად შეაფასა წილის დათმობის ხელშეკრულება.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: დივიდენდის მოთხონის უფლება წარმოიშობა საზოგადოების მოგების განაწილების შესახებ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში ასეთი კრების ჩატარების ფაქტზე ვერც მოსარჩელე უთითებს და არც მოპასუხე ადასტურებს მის არსებობას.

    წილის დათმობის ხელშეკრულების პირობა კი, რომლის თანახმადაც წილის დათმობით, მის მიმღებზე გადავიდა წილის პროპორციული მატერიალური და არამატერიალური პასივები და აქტივები, საკასაციო პალატამ შემდეგნაირად შეაფასა: წილის პროპორციული აქტივი მოიცავს, არა ზოგადად დივიდენდის მიღების, არამედ დივიდენდის მოთხოვნის უფლებასაც, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტში გააჩნდა წილის დამთმობს. ამდენად, მოსარჩელემ წილთან ერთად დივიდენდის მოთხოვნის უფლების დათმობით დაკარგა მოპასუხისგან მისი მოთხოვნის უფლებაც. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

    BLH
    Keymaster

    ვალდებულებითურთიერთობის არსი

    (უსგ. ას-1147-1394-05)

    “ვალდებულებითი ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს შორის წარმოშობილი ურთიერთობაა, ამიტომ მას ფარდობითი ურთიერთობა ეწოდება. აბსოლუტური (სანივთო) უფლებებისაგან განსხვავებით, სადაც უფლებამოსილ პირს შეუძლია ნებისმიერი ხელმყოფისაგან თავის დაცვა, ვალდებულებით ურთიერთობებში პირის მოთხოვნა შეზღუდულია მოვალით. კრედიტორს შეუძლია მხოლოდ მოვალისაგან მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. „მოთხოვნა“ ვალდებულებითი ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას, ჯერ უნდა გაირკვეს მოთხოვნის საფუძველი, კერძოდ, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვს მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.”

    BLH
    Keymaster

    ვალდებულებითი ურთიერთობის ცნება

    “ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.” (სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი).

    ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერერთობის მხარეები არიან ერთი მხრივ მოვალე, რომელსაც გააჩნია ვალდებულება და მეორე მხრივ კრედიტორი, რომელსაც გააჩნია მოთხოვნის უფლება. მოვალის ვალდებულება ყოველთვის შეესაბამება კრედიტორის მოთხოვნის უფლებას. არ არსებობს ვალდებულება მოთხოვნის უფლების გარეშე და შესაბამისად არ არსებობს მოთხოვნის უფლება, ვალდებულების გარეშე.

    მაგ: სესხის ხელშეკრულებით მსესხებელს გააჩნია ვალდებულება გამსესხებლის მიმართ დააბრუნოს სესხი, აღნიშნულ ვალდებულებას შეესაბამება გამსესხებლის მოთხოვნის უფლება – მოითხოვოს სესხის დაბრუნება.

    ამდენად, ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებში, კრედიტორი, ვალდებულების არსებობის საფუძველზე, უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს ამ ვალდებულების შესრულება.

    კრედიტორის მოთხოვნის უფლება გულისხმობს მის უფლებამოსილებას, სასამართლოს მეშვეობით, იძულებითი ღონისძიებების გატარებით, დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა.

    მაგ: თუ მსესხებელი არ დააბრუნებს სესხს, გამსესხებელი უფლებამოსილი იქნება სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა იძულებითი წესით.

    ვალდებულებითი ურთიერთობა ფარდობითი (რელატიური) ურთიერთობაა, რაც გულისხმობს იმას, რომ კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება მხოლოდ მოვალისგან, იგი ვერ მოითხოვს ვალდებულების შესრულებას სხვა პირისაგან.

    მაგ: გამსესხებელი უფლებამოსილია მხოლოდ მსესხებლისაგან მოითხოვოს ვალდებულების შესრულება.

    მაგ: გამყიდველი უფლებამოსილია მხოლოდ მყიდველისაგან მოითხოვოს ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდა.

    ვალდებულებით ურთიერთობაში მონაწილეობენ მხოლოდ კრედიტორი და მოვალე, ეს არ გამოირცხავს, რომ ან ერთ, ან მეორე მხარეს რამდენიმე პირი იყოს. მაგ: სოლიდარული მოვალეები, სოლიდარული კრედიტორები.

    კრედიტორი ან მოვალე შეიძლება იყვნენ, როგორც ფიზიკური და იურიდიული პირები, ისე პირთა გაერთიანებები, რომლებიც  არ წარმოადგენენ იურიდულ პირს (ამხანაგობა, არარეგისტრირებული კავშირი).

    ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს შესრულება, რომელიც შეიძლება გამოიხატოს, როგორც აქტიური მოქმედებით („მოქმედების შესრულებით“), ისე უმოქმედობითაც („მოქმედებისგან თავის შეკავება“) მაგ: ქირავნობის საგნის უდიერათ მოპყრობის შეწყვეტის მოთხოვნა.

    შესრულებაში გარკვეული  შედეგი იგულისხმება. მაგ: ნივთის გადაცემა, ფულის გახადა, ქონებისთვის ზიანის მიყენების შეწყვეტა და ა.შ.

    შესრულებას კრედიტორისთვის ყოველთვის უნდა მოჰქონდეს გარკვეული სარგებელი, კანონი არ ამბობს, რომ ეს სარგებელი მაინდამაინც ქონებრივი, მატერიალური ხასიათის უნდა იყოს. თუმცა აუცილებელია, შესრულება განსაზღვრული ან განსაზღვრებადი იყოს, რათა შესაძლებელი გახდეს მისი აღიარება ვალდებულებით ურთიერთობის საგნად. (შესრულება ყოველთვის კონკრეტული შინაარსის მატარებელი უნდა იყოს) ეს იმიტომაცაა აუცილებელი, რომ კრედიტორს შეეძლოს სარჩელში კონკრეტული მოთხოვნის სახით ასახოს შესრულება.    

    in reply to: სამეწარმეო სამართალი #28796
    BLH
    Keymaster

    დივიდენდის განაწილება (¹ას-1111-1264-08)

    კასატორის პოზიციები:

    შპსს პარტნიორს უფლება არ აქვს, წლიური წმინდა მოგების მოთხოვნა წაუყენოს საზოგადოებას, როცა მას უკვე შესრულებული აქვს წლიური ანგარიში (ბალანსი).

    დივიდენდების განაწილების შემდგომ, თუ რომელიმე პარტნიორმა დივიდენდი ვერ მიიღო, კასატორის აზრით, იგი უნდა ედავოს პარტნიორთა კრებას და არა საზოგადოებას.

    უზენაესი სასამართლოს პოზიცია:

    კასატორის მითითებული ნორმათა ანალიზიდან არ იკვეთება კასატორის მიერ მითითებული მოსაზრება. სწორედ წლიური შედეგების შეჯამების შემდეგ შესაძლებელია იმ ინფორმაციის მიღება, თუ რამდენად მომგებიანი იყო საზოგადოების საქმიანობა გასული წლისათვის და სწორედ აღნიშნულის შემდეგ შეიძლება დაისვას მოგების განაწილების საკითხი.

    მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორთა კრებამ დივიდენდის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, ამ გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველყოფა უნდა მოახდინოს საზოგადოებამ და არა პარტნიორებმა, როგორც ამას უთითებს კასატორი. პარტნიორები ახორციელებენ მმართველობით უფლებამოსილებას პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით მეწარმეთა შესახებ» კანონის 47-ე მუხლის თანახმად, საზოგადოების საქმიანობას კი ხელმძღვანელობს დირექტორი ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად. ანალოგიურად წესრიგდებოდა აღნიშნული საკითხები დავის არსებობისას ამ ურთიერთობათა მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმებითაც. ამდენად, საზოგადოებისათვის თანხის გადახდის დაკისრება არ გულისხმობს საზოგადოების ადმინისტრაციისათვის თანხის დაკისრებას. როდესაც თანხის გადახდა ეკისრება საზოგადოებას, გადახდევინება ხდება არა ადმინისტრაციის, არამედ საზოგადოების ქონებიდან.

    პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების შესრულება კი უნდა მოახდინოს საზოგადოებამ, მისი ხელმძღვანელი და სათანადო თანამდებობის პირების მეშვეობით (იგულისხმება ბუღალტერი მოლარე და ა..)

    in reply to: სამეწარმეო სამართალი #28300
    BLH
    Keymaster

    დივიდენდის ცნება და სამართლებრივი ბუნება

    მოცემულ სტატიაში განხილულია დივიდენდის ცნება და მისი იურიდიული ბუნება, ასევე განხილულია დივიდენდის მიღების უფლებასა და დივიდენდის მოთხოვნის უფლებას შორის განსხვავება.

    BLH
    Keymaster

    კეთილსინდისიერების პრინციპი პრაქტიკაში

     (საქმე #ას-1338-1376-2014),

    საინტერესო განმარტება გააკეთა უზენაესმა სასამართლომ კეთილსინდისიერების პრინციპის არსზე, კერძოდ მან განმარტა სამართალურთიერთობაში კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი და აღნიშნა, რომ კეთილსინდისიერების ფუნქციიდან გამომდინარე, როდესაც სამართალსუბიექტს სამართლებრივი მოქმედების რამდენიმე შესაძლებლობა აქვს, მან უნდა იმოქმედოს იმგვარად, რომ ამით ზიანი არ მიადგეს სხვას. თუ ერთი და იგივე მიზნის მიღწევა ამავე სამართალსუბიექტისათვის ყოველგვარი დანაკარგის გარეშე, რამდენიმე კანონიერი გზით არის შესაძლებელი, ასეთ შემთხვევაში არჩეული უნდა იქნეს ის გზა, რომლითაც სხვათა უფლებები ნაკლებად შეილახება.

Viewing 10 posts - 381 through 390 (of 606 total)