Forum Replies Created

Viewing 10 posts - 371 through 380 (of 449 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2017

    l;;;;;;;;;;;;;;;;;;

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2015

    ///////////////

    in reply to: საოჯახო სამართალი #1980

    სწორი თქვა ჩემი აზრით, რადგან თუ ამომწურავად არის ქორწინების საფუძვლები განსაზღვრული კანონმდებლობაში, მაშინ რაღაც სხვა საფუძვლით ბათილობა არ იქნებოდა სწორი, თანაც ისეთი საფუძვლით, რომელიც მეუღლეთა ნებას დაქორწინების შესახებ არ აყენებს ეჭვქვეშ.

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #1958

     

    …………………….

    in reply to: საოჯახო სამართალი #1915

    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მემკვიდრეობის თემაში გვქონდა საუბარი. მსგავსი მდგომარეობა იყო იქაც, ერთ-ერთმა მემკვიდრემ მეორე მემკვიდრის წილი განკარგა სამისდღეშიო ხელშეკრულების საფუძველზე და მიყიდა მის ბიძაშვილს. სასამართლომ ბიძაშვილად ყოფნის ფაქტი და დაუდო შემძენის არაკეთილსინდისიერად ცნობას საფუძვლად. აღნიშნულს დავეთანხმება და შესაბამისი არგუმენტებიც მოვიყვანე, აქედან გამომდინარე თუ ბიძაშვილზე ვეთანხმები, შვილზე მითუმეტეს დავეთანხმები და მხოლოდ შვილად ყოფნის ფაქტი არის არაკეთილსინდისიერების წყარო, თუ სხვა აშკარა გარემოებები არ არსებობს საქმეში, რომელიც მიუთითებს შემძენი შვილის კეთილსინდისიერებაზე.

    ევროპულ მოდელურ კოდექსში (DCFR- Draft Common Frame of Refference) მოცემულია გენერალური დელიქტის ცნება (992-ე მუხლის ანალოგი)

    ნორმა ორი ნაწილისგან შედგება:

    1. პირი რომელსაც მიადგა ზიანი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, იმ პირისგან, რომელიც განზრახ ან გაუფთხილებლობითი განხორციელებული ქმედების გამო ან სხვაგვარად პასუხისმგებელია ზიანის ანაზღაურებისათვის.

    2. პირი პასუხისმგებელია მიყენებული ზიანისათვის, გამონაკლის შემთხვევებშიც, როდესაც ზიანი არ არის გამწოვეული მისი განზრახი ან გაუფთხილებლობითი ქმედებით.

    აღნიშნული მუხლი უფრო სრულყოფილია ვიდრე ჩვენი 992-ე მუხლი, რადგან გარდა ბრალეული (განზრახ/გაფრთხილებლელი) მოქმედებით მიყენებული ზიანისა, იგი ითვალისწინებს ასევე სხვა შემთხვევებს, როცა პირი პასუხისმგებელია ზიანის ანაზღაურებისათვის, ასეთ სხვა შემთხვევებში იგულისხმება ისეთი დელიქტები, როცა ბრალისა და მართლსაწინააღმდეგობის არსებობა არ არის საჭირო.

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #1890

    პრინციპში 1371-ე მუხლში, რომ ეწეროს “პირველი რიგის მემკვიდრეები”, სავალდებულო წილის უფლება გავრცელდებოდა ყველა პირველი რიგის მემკვიდრეზე, თუმცა ამჟამინდელი ჩანაწერიდან გამომდინარეც შეიძლება ასეთი განმარტების გაკეთება. მაგ ჩანაწერში შვილობილიც არ წერია, ასევე წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის მიზანს და ფუნქციას თუ ჩავუღრმავდებით შეიძლება  მაგ გადაწყვეტილებაში მითითებული განმატებისგან, სხვაგვარი განმარტების გაკეთება.

    ანუ იცი რისი თქმა მინდა, თუ კანონმდებელი კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს, კონკრეტული მოსაზრებებიდან გამომდინარე უშვებს წარმომადგენლობით მემკვიდრეობას და უთანაბრებს წარმომადგენლობით მემკვიდრეს, პირველი რიგის მემკვიდრეს, მაშინ ვერ ვხვდები სავალდებულო წილის დროს, რატომ ანიჭებს სავალდებულო წილის უფლებას ყველა პირველი რიგის მემკვიდრეს და გამორიცხავს წარმომადგენლობით მემკვიდრეს, რომელიც ფაქტობრივად გათანაბრებულია 1336-ე მუხლის მიხედვით პირველი რიგის მემკვიდრეებთან.

    გასაგებია სასამართლოს არგუმენტი, რომ 1336-ე მუხლი არ უნდა გამოვიყენოთ, რადგან კანონისმიერი მემკვიდრეობის ნორმები არ მოქმედებსო, მაგრამ სისტემურად თუ შევხედავთ ამ საკითხს, მაშინ ვერ ვხვდები, რატომ უნდა გამოირიცხოს წარმომადგენლობითი მემკვიდრეობა ამ შემთხვევაში, ის მიზნი და ფუნქცია, რატომაც 1336-ე მუხლი განსაზღვრავს წარმომადგენლობით მემკვიდრეობას აღარ გვაქვს სავალებულო წილის უფლების შემთხვევაში? ვფიქრობ გვაქვს და 1371-ე მუხლი უნდა იქნეს შეცვლილი და სავალდებულო წილის მიმღებებად ჩაიწეროს “პირველი რიგის მემკვიდრეები”

    in reply to: საოჯახო სამართალი #1868

    შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ 1160-ე მუხლთან დაკავშირებული პრობლემური შემთხვევები:

    ა) როცა შემძენმა იცის, რომ არსებობს მეუღლე და რომ მას გააჩნია უფლებები ნივთზე. ასეთ შემთხვევაში ბათილი შეიძლება არ იყოს განკარგვა.

    ბ) როცა შემძებნა იცის, რომ არსებობს მეუღლე და რომ მას გააჩნია უფლებები ნივთზე, ასევე მან იცის, რომ მეუღლე ეწინააღმდეგება ნივთის გასხვისებას. ამ შემთხვევაში ბათილია სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 115-ე, 185-ე და სხვა მუხლების მიხედვით, რადგან გარიგების საფუძველი მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა და შემძენი არაკეთილსინდისიერია.

     

    in reply to: საოჯახო სამართალი #1863

    გეთანხმები, მაგ პოზიციაშ, თუმცა აქვე დავწროთ მეორე პოზიციაც, რაც შეიძლება მოწინააღმდეგე მხარეს გააჩნდეს, კერძოდ1160-ე მუხლი  დამატებით იცავს შემძენის ინტერესებს (185-ე მუხლზე ფართოდ) და აფუძნებს კონკრეტულ პრეზუმფციას, რომ თუ ერთი მეუღლე განკარგავს თანასაკუთრებაში არსებულ ნივთს, მაშინ არსებობს პრეზუმფცია, რომ მეორე მეუღლე თანახმაა, ანუ თუ მყიდველმა იცის, რომ მეორე მეუღლესაც გააჩნია უფლებები ამ ნივთზე, ეს გარემოება ვერ გახდება მყიდველის არაკეთილსინდისიერად ცნობისა და ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი.

    ამ პოზიციისგასამყარებლად შეიძლება მოვიყვანოთ შემდეგი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: ას-909-949-2011  და ას-307-643-05, ამ გადაწყვეტილებებში სასამართლომ განმარტა, რომ თუ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მხოლოდ ერთი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, მაშინ მისი განკარგვის შემთხვევაში, მეორე მეუღლე ვერ მოითხოვს განკარგვის ხელშეკრულების ბათილობას.

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #1859

    შენ რას ფიქრობ და რატომ?

Viewing 10 posts - 371 through 380 (of 449 total)