Forum Replies Created

Viewing 10 posts - 361 through 370 (of 449 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: სამოქალაქო პროცესი #2090

    პრინციპში მართალი ხარ,  ხომ ასაჩივრებ და გააუქმებს სასამართლო დიდი ალბათობით. მე ვფიქრობ, ეგეთ შემთხვევებში, თუ აკმაყოფილებს სასამართლო მსგავს განცხადებას უზრუნველყოფაზე, მაშინ აუცილებლად ოდენობით მიხედვით უნდა იყოს შემოფარგლული უზრუნველყოფის ფარგლები, რადგან 50 ათასის გამო შეიძლება 5 მილიონის ანგარიშები დაყადაღდეს.

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #2081

    მოსარჩელეს საიდან უნდა გქონდეს იმის რესურსი და შესაძლებლობა, რომ იცოდე მოვალის ანგარიშების შესახებ, რაც ღია ინფორმაციას არ წარმოადგენს. მთლად ჯანმრთელი არ უნდა იყოს ეგ ყველაფერი, მაგრამ პრაქტიკაში, როგორც ჩანს, მოსული პონტია. უფრო მეტიც, შეიძლება მოითხოვო ანგარიშის დაყადაღება გარკვუელი თანხის ნაწილში (მაგ: 5000 ლარის ოდენობით), მერე მიდის აღმასრულებელი ბანკებისგან ღებულობს ინფორმაციას ამ მოპასუხის ანგარიშების შესახებ და უყადაღებს განჩინებაში მითითებული ოდენობით თანხას 🙂

    სხვათაშორის სასამართლოსაც შეუძლია შეზღუდოს ანგარიშების ყადაღის მოცულობა და დააყადაღოს გარკვეული ოდენობით.

    შენ რა პრობლემას ხედავ?

     

     

     

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #2079

    სასამართლოს გადაწყვეტილებაც უსაგნოა ეგრე თუ მივუდექით.. არ აქვს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება სასამართლოს, არ არსებობს მისი აღსრულების მექანიზმები და თუ მიიღო მაშინ ერთი მხრივ გვენქება სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობის პრინციპი და მეორე მხრივ კანონიერების პრინციპი, ეს უკანასკნელი გადაწონლის ჩემი აზრით.

     

    თუ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ეგ მუხლი, მაშინ უნდა ცნოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად და შეუძლია საერთო სასამართოეები გამოივიდნენ ინიციატივით, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამის საფუძველი არსებობს.

     

    საერთოდ სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობა იმას გულისხმობს, რომ პირმა/ორგანიზაციამ/ ადმ. ორგანო უნდა დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ოღონდ ეს უნდა გააკეთოს კანონის მოთოხვნათა ჩარჩოში. თუ სასამართლო გადაწყვეტილება უბიძგებს პირს განახორციელოს კანონშეუსაბამო მოქმედება, მაშინ მისი სავალდებულობა არღვევს ყველაზე მნიშვნელოვან პრინციპებს- სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს, აქედან გამომდინარე ვერ დაგეთანხმები ჩემო ედიკჯან 😀

     

    კარგი, სხვა თემა შემოაგდე საინტერესო აღსრულებაზე.

    in reply to: საოჯახო სამართალი #2077

    ჩემი აზრით შესაძლებელია და ახლა რატომ, 1158-ე მუხლში წერია, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება ითვლება თანასაკუთრებად (გარდა გამონაკლისი შემთხვევბისა), ანუ კანონმდებელი ხაზს კონკრეტული გარემოებების არსებობას- ქორწინებას და ქორწინების პერიოდში ქონების შეძენის ფაქტს უკავშირებს თანასაკუთრების წარმოშობას.

    თავის მხრივ კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალისგან ვალდებულების შესრულება და ამ მიზნით იძულებით აღსრულებაში გაუშვას მისი ქონება, ვინაიდან 1158-ე მუხლის მიხედვით ბინა თანასაკუთრებად ეკუთვნით მეუღლეებს, მაგრამ ფორმალურად არ არის რეესტრში ორივეს სახელზე რეგისტრირებული, მესაკუთრეს გააჩნია იურიდიული ინტერესი ფორმალობა დაადგინოს, რადგან თანამესაკუთრედ ცნობა არის საშუალება, რათა მოხდეს მოვალის ქონებიდან ვალის ამოღება.

    მაგრამ მეორე მხრივ გვაქვს მეორე მომენტიც მანდ, ხომ შეიძლება ნოტარიუსთან მივიდნენ ეს მეუღლეები და საქორწინო კონტრაქტით შეთანხმდნენ, რომ მთელი ქონება რჩება იმ მეუღლეს, რომელიც არ არის მოვალე.

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #2075

    სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა, ისე როგორც სხვა კონსტიტუციური პრინციპები არ არის აბსოლუტური ძალის  მქონე და შეიძლება შეიზღუდოს კანონით პირდაპირ მითითებულ შემთხვევებში. მაგალითად ყადაღა, რომ ადევს ბინას და ხდება ამ ბინაზე მესამე პირის საკუთრების უფლების აღიარება სასამართლოს მიერ, ამ შემთხვევაში ყადაღის გამო სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებული საკუთრების უფლება ვერ დარეგისტრირდება, სანამ არ მოხდება ყადაღის მოხსნა.

     

    ვფიქრობ ამ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს და აქედან გამომდინარე არ უნდა შეჩერდეს.. და ამ კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს მოქმედება.

     

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #2073

    შეჩერება ვერ მოხდება 70-ე მუხლის საფუძვლით, ხოლო გაუქმება ვერ მოხდება ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით

     

    “ქონების საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებულ დავაზე დაუშვებელია ამ ქონების შეფასების და მის საფუძველზე განხორციელებული სააღსრულებო მოქმედების, ასევე აუქციონის შედეგის გაუქმება, თუ პირველ აუქციონზე გამოცხადებული ქონების საწყისი ფასი არ აღემატება ამ ქონების საბაზრო ღირებულებას.”

     

    სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით შეიძლება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ბიუროსგან, თუ დამტკიცდა, რომ ბიურომ ბრალეულად მიაყენა ზიანი მოვალეს, იმით, რომ საბაზრო ფასი არ განსაზღვრა სწორედ.

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #29676

    მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება

     

    (სუსგ. N-ას-262-253-2012)

    სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას ყადაღადადებული ნივთების კასატორებისადმი კუთვნილების ფაქტის დასადასტურებლად და სარჩელის დასაკმაყოფილებლად მხოლოდ მოწმის ჩვენება არ მიიჩნია საკმარისად.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

    საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა სკ-ის 151-ე მუხლი და მიიჩნია, რომ მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე, შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელი მოსარჩელეა.

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #2069

    სხვისი მოძრავი ნივთების დაყადაღების პრობლემა

    ას-996-1297-07  ეს გადაწყვეტილება ეხება ისეთ შემთხვევას, როცა მოძრავი ნივთების დაყადაღებისას, მოვალის მაგივრად, მესამე პირის მოძრავი ნივთების დაყადაღება ხდება. ასეთ შემთხვევაში  სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 32-ე მუხლის მიხედვით ამ მესამე პირს უფლება აქვს აღძრას სარჩელი მის მოძრავ ნივთებზე ყადაღის მოხსნის თაობაზე.

    ასეთი დავის შემთხვევაში, მოპასუხეები არიან იმპერატიულად განსაზღვრულნი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, ესენი არიან მოვალე და კრედიტორი, ხოლო აღსრულების ბიურო არ წარმოადგენს დავის მხარეს, მან უბრალოდ ფორმალურად უნდა შეასრულოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოქმედება.

    უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში  განმარტა,  რომ “ამ შემთხვევაში კანონის აღნიშნული ნორმა მიუთითებს მოპასუხის მხარეზე სავალდებულო თანამონაწილეობის შესახებ.”

    ” მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს მოვალესა და კრედიტორთან მიმართებაში სავალდებულო თანამონაწილეობას, რაც სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, სავალდებულო თანამოპასუხე საქმეში ჩააბას თავისი ინიციატივით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის საფუძველზე”

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #2068

    გადაწყვეტილების აღსრულების წესთან დაკავშირებული საკითხი

    ახლა ერთი ასეთი საკითხი მინდა წამოვწიო, რეალური შემთხვევა მოხდა, რომ პირმა მოითხოვა ბინის მესაკუთრედ ცნობა და დააყადაღა აღნიშნული ბინა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. სასამართლომ ცნო ეს პირი ბინის მემკვიდრედ და შესაბამისი გადაწყვეტილებით იგი მივიდა იუსტიციის სახლში, სადაც დაუხარვეზეს განცხადება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ  მისივე ყადაღა ედო აღნიშნულ ბინას და სანამ არ მოიხსნებოდა ყადაღა, საკუთრების უფლების რეგისტრაცია ვერ განხორციელდებოდა. ეს პირი ჩავარდა დილემის წინაშე, რა უნდა გაეკეთებინა?

    გამოსავალი არის მარტივი, უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის სახელზე განცხადების დაწერა, რომლითაც მოხდება აღსრულების წესის განსაზღვრა, კერძოდ ყადაღის მოხსნა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია.  სასამართლო მიიღებს ამ ორ მოქმედების შესახებ ერთიან განჩინებას, რომლის საფუძველზეც მოხდება რეესტრში ბინაზე საკუთრების რეგისტრაცია.

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #2019

    სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება (უმუშევრობის საფუძვლით)

    ას-113-458-07 ამ გადაწყვეტილებაში საუბარია იმაზე, რომ პირის უმუშევრობა არ წარმოადგენს ისეთ საპატიო საფუძველს, რომელზე დაყდნობითაც შესაძლებელია პირს გადაუვადდეს ბიუჯეტში გადსახადელ საპროცესო ხარჯების გადახდა.

    “უმუშევრობა არ შეიძლება ჩაითვალოს მხარის ქონებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელ ისეთ კრიტერიუმად, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადებას.”

    ხოლო ამ გადაწყვეტილებაში ას-637-1015-06, საუბარია იმაზე, რომ უმუშევრობა შეიძლება წარმოადგენდეს სასამართლო ხაჯრბისაგან გათავისუფლების საფუძველს.

    “სასამართლო ხარჯებისაგან გათავისუფლება შესაძლებელია თუ “მხარეს სხვადასხვა მიზეზთა გამო შექმნილი აქვს ისეთი სიტუაცია, რომ მას არ შეუძლია გაწიოს სასამართლო ხარჯები. აღნიშნულში მოიაზრება უმუშევრობა, მრავალსულიან ოჯახში ცხოვრება და ა.შ. ქონებრივი მდგომარეობის შეფასება უნდა მოხდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარის მიერ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების შეფასების საფუძველზე.”

Viewing 10 posts - 361 through 370 (of 449 total)