Forum Replies Created

Viewing 10 posts - 351 through 360 (of 449 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: სამოქალაქო პროცესი #2543

    პირველ ინსტანციაში  შეტანილი სარჩელის წარმოებაში არ მიღება და ხანდაზმულობის ვადები

    წარმოვიდგინოთ ისეთი შემთხვევა, როცა  შეგვაქვს სარჩელი კონკრეტულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლის ხანდაზმულობის ვადა გადის 3-4 დღეში. სასამართლო წარმოებაში არ ღებულობს საქმეს, ნებისმიერი მიზეზით, ვთქვათ ბაჟის ნაკლები ოდენობის გამო.

    იქიდან გამომდინარე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, მსგავს შემთხვევაში სასამართლო აღარ ადგენს ხარვეზს, არამედ უბრალოდ არ იღებს წარმოებაში საქმეს, ვდგებით ასეთი პრობლემის წინაშე, რა ვუყოთ მსგავს შემთხვევაში მოთხოვნის ხანდაზმულობას?

    მოცემულ სიტუაციაში უნდა მოხდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის გამოყენება და თუ პირი სარჩელის მიღებაზე უარის თქმიდან 6 თვის განმავლობაში შეიტანს  ახალ სარჩელს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს და განიხილავს, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ჩაითვლება პირველი სარჩელის წარდგენის მომენტიდან.

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #2542

    აღმასრულებელი, რომ ვერ შეამოწმებს მსგავსი სახით ვალდებულების შესრულების ფაქტს და აქედან გამომდინარე მას რომ არ გააჩნია აღნიშნული საფუძვლით აღსრულების შეწყვეტის უფლებამოსილება ამაში გეთანხმები (თუმცა ტექნიკურად შესაძლებელია კანონმდებლობის შეცვლა და ამ საკითხის სხვაგვარად რეგულირება, მაგრამ ეს სხვა თემაა)..

     

    მაგრამ ჩემი კითხვა სხვა რამეს ეხებოდა, მსგავს შემთხვევაში, როცა ძალაშია შესული გადაწყვეტილება ვთქვათ გარკვეული თანხის დაკისრების შესახებ და პირი ასრულებს ვალდებულებას ნებაყოფლობით, აღმასრულებლისგან დამოუკიდებლად, როგორ უნდა მოხდეს ვალდებულების შეწყვეტის შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად ამ აღსრულების შეჩერება/შეწყვეტა? რა მექანიზმები გვაქვს კანონმდებლობაში? (კითხვა კონკრეტულია 🙂 )

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #2536

    გეთანხმები ქვემდებარეობაზეც და აღიარებით სარჩელზეც, მაგრამ მანდ ერთი ნიუანსია.. შენ, რომ შეიტან აღიარებით სარჩელს, აუცილებელია აღსრულების პროცესი შეწყდეს და ამასთან დაკავშირებით, რას ფიქრობ რა მექანიზმი გვაქვს ამ შემთხვევაში? (ნორმა მიუთითე)

    in reply to: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა #28907

    სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების არსებითი პირობები

     

    სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დასადებად აუცილებელია შემდეგი არსებითი პირობების განსაზღვრა:

     

    1. მითითება, რომ იდება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება– აუცილებელია ხელშეკრულებიდან ზუსტად ჩანდეს, რომ იდება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება და არა ვთქვათ ნასყიდობის ხელშეკრულება ან გაცვლის ხელშეკრულება და ა.შ.

     

    2. მხარეების განსაზღვრა– აუცილებელია ზუსტად განსაზღვრული იყოს, თუ ვინ არის მარჩენალი და ვინ არის სარჩენი.

     

    3. სარჩოს ტიპის და ოდენობის განსაზღვრა– აუცილებელია სარჩოს ტიპის განსაზღვრა- ნატურით/ფულადი, ასევე მისი ოდენობის განსაზღვრა.

     

    4.სარჩენის მიერ გადაცემული ქონების განსაზღვრა– სარჩენმა შესაძლებელია მთელი თავისი ქონება ან მისი ნაწილი გადასცეს მარჩენალს.

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #2109

    არ არის უფლებამოსილი ცოლი აღსრულება დაიწყოს, რადგან მორიგების პირობები არ არის დარღვეული და შესაბამისად არ არსებობს აღსრულების ფურცელის გაცემის საფუძველი, უნდა გაუქმდეს აღსრულება.

    in reply to: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა #28888

    ნასყიდობის არსებითი პირობები

    (საქმე სუსგ. №ას-863-809-2012)                     

    სკ-ის 327-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როდესაც მხარეები შეთანხმდებიან ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე.

    საკასაციო სასამართლომ, ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებთან დაკავშირებით განმარტა:

    „ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი, კანონით გათვალისწინებული პირობა ფასზე შეთანხმებაა (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პიველი ნაწილი, 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები).

    ამ ხელშეკრულებისთვის აუცილებელია რა საგანსა და ფასზე შეთანხმება, მხარეებმა  შეიძლება ღიად დატოვონ ესა თუ ის პირობა, მაგრამ უნდა შეთანხმდნენ მომავალში მისი განსაზღვრის საშუალებაზე. გასაყიდი ნივთის ფასი საბაზრო ეკონომიკის პირობებში შეიძლება შეიცვალოს და იგი მხარეთა შეთანხმებით, ნასყიდობის საგნის გადაცემის დროს არსებულ საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისად დადგინდეს. ამდენად, ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის საკმარისია მის სასყიდლიანობაზე და არა ზუსტ ფასზე შეთანხმება, რაც მას განასხვავებს ქონების საკუთრებაში გადაცემის სხვა ხელშეკრულებებისაგან.“

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #2103

    მაგააზეა ზუსტად ის გადაწყვეტილებები რაც ზემოთ დავდე..  ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია დააყადაღოს აღმასრულებელს იმ სახლში არსებული მოძრავი ქონება, სადაც მოვალე ცხოვრობს.. ხოლო მერე შეიტანს ამ სახლის მესაკუთრე სარჩელს სამოქალაქო წესით და მოითხოვს ყადაღის მოხსნას, თუ იგი დაამტკიცებს, რომ მისი ნივთებია, მაშინ მოეხსნება ყადაღა. მას ამაში ეხმარება პრეზუმფცია, რომ ბინის მესაკუთრისაა ის მოძრავი ქონება, რაც ბინაშია, თუ ამ პრეზუმფციის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები არ წარადგინა კრედიტორმა, მაშინ მოეხსნება ყადაღა.

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #2096

    დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა თანამონაწილეობის დროს (სუსგ. №ას-1452-1466-2011)  

     

    “იმავე კოდექსის 40-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. აღნიშნული ნორმიდან ნათლად გამომდინარეობს, რომ, თუ ერთი მოსარჩელე რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნას აყენებს, აღნიშნული მოთხოვნები უნდა შეჯამდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მოსარჩელე დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნებს აყენებს, მათი შეკრება არ ხდება და დავის საგნის ღირებულება თითოეული ამ მოთხოვნის ღირებულების შესაბამისად განისაზღვრება.”

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #2095

    მესამე პირთა მოძრავი ნივთების დაყადაღება

     

    გადაწყვეტილება ას-26-24-2013 (ანალოგიური საქმე ას-204-197-2013) ეხება მოვალის საცხოვრებელ ადგილზე მესამე პირთა მოძრავი ქონების დაყადაღებას.

     

    „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

     

    საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა სკ-ის 151-ე მუხლი და მიიჩნია, რომ მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებულია მოსარჩელსი სახელზე, შესაბამისად, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გამოყენებულ უნდა იქნეს სკ-ის 151-ე და 158-ე მუხლებით გათვალისწინებული პრეზუმფცია, რაც ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.“

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #2092

    სასამართლო ხარჯების ჩათვლა საჩივრის ღირებულებაში

     

    #ას-755-971-08  ამ გადაწყვეტილებაში, სასამართლო განმარტა, რომ სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯები (მათ შორის ადვოკატის მომსახურების ხარჯები)  არ უნდა ჩაითვალოს სარჩელის/საჩივარის საგნის ღირებულებაში, თუმცა #ას-1005-1204-08 ამ გადაწყვეტილებაში სასამართლო სააპელაციო საჩივრის ღირებულებაში ჩათვალა დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.

Viewing 10 posts - 351 through 360 (of 449 total)