Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
ივერიელი
Participantთითოეული ფერის ანთება წარმოადგენს ინდ. აქტს და წარმოშობს შესაბამის სამართლებრივ შედეგს, მაგ: როცა აინთება წითელი ფერი შუქნიშნაზე, სახეზეა ინდ. აქტი, რომელიც კრძალავს მოძრაობას და როცა აინთება მწვანე შუქი, ამ შემთხვევაში სახეზეა ინდ. აქტი, რომელიც ნებას რთავს მოძრაობისა.
ამ კუთხით საინტერესოა საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი, რომელიც შუქნიშნის ფუნქციონიერების წესს დეტალურად განსაზღვრავს, ხოლო თვითონ შუქნიშანი ახდენს ამ ზოგადი რეგულაციების ინდივიდუალიზაციას.
ივერიელი
Participantშუქნიშნის ფერებზეც დაწერე რას ფიქრობ აბა.
ივერიელი
Participantსაინტერესო მოსაზრებაა, ფაქტიურად თუ სწორედ მივხვდი შენ იძახი, რომ შუქნიშანი, როგორც საგანი აწესებს მრავალჯერად გამოყენების ზოგად წესებს, ხოლო პრაქტიკულად მისი ფუნქციონირების ფარგლებში თითოეული ჩართვა-გამორთვა წარმოადგენს უკვე ინდ. აქტს, რომელიც მიმართულია განსაზღვრული პირის/პირთა მიმართ კონკრეტულ სიტუაციაში?
ივერიელი
Participant……………….
ივერიელი
Participantშენ კაზუსთან დაკავშირებით, გამახსენდა საკმაოდ საინტერესო საკითხი, კერძოდ შუქნიშების ფუნქციონირების სამართლებრივი შეფასება, რას ფიქრობ ამ საკითხზე შენი აზრი მაინტერესბს.
ივერიელი
Participant………………..
ივერიელი
Participant……….
ივერიელი
Participantსესხის გადაკისრება
გამსესხებელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც. ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს მსესხებლის ადგილს.
მსესხებელს უფლება აქვს არ დაეთანხმოს გამსესხებლისა და მესამე პირის ამ შეთანხმებას და თვითონ გადაიხადოს ვალი.
მაგ: ნინომ ისესხა მარიამისგან 10.000 ლარი. ნიკას შეუძლია შეუთანხმდეს მარიამს, რომ მან იკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნინოს ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში ნიკა დაიკავებს ნინოს ადგილს. თუმცა ნინო უფლებამოსილია უარი განაცხადოს აღნიშნულზე და თვითონ გადაიხადოს ვალი.
თუ ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმდნენ მესამე პირი და მსესხებელი, მაშინ გადაკისრების ნამდვილობა დამოკიდებულია გამსესხებლის თანხმობაზე.
მაგ: მარიამის მოვალე ნინო და ნიკა შეთანხმდნენ, რომ ნინოს მაგივრად სესხს დააბრუნებდა ნიკა. ასეთი შეთანხმების ნამდვილობა დამოკიდებულია მარიამის ნებაზე.
ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა და გირავნობა, თუკი თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე.
მაგ: მარიამის მოთხოვნა ნინოს მიმართ უზრუნველყოფილია „ა“-ს თავდებობით და „ბ“-ს ქონებაზე იპოთეკით. თუ მოხდება ვალის გადაკისრება ნინოსგან ნიკასთვის, მაშინ „ა“-ს თავდებობა და „ბ“-ს ქონებაზე იპოთეკა შეწყდება თუ ეს უკანასკნელები თანხმობას არ გამოთქვამენ გააგრძელონ უზრუნველყოფა.
ივერიელი
Participantსასესხო მოთხოვნის დათმობა
გამსესხებელი უფლებამოსილია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაუთმოს სხვა ნებისმიერ პირს. (უფლებამონაცვლეობა) ასეთ შემთხვევაში მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.
მაგ: მარიამმა ასესხა 10.000 ლარი ნინოს, მას წარმოეშვა სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება, რომელიც გადასცა ნიკას. ამ შემთხვევაში ნიკა დაიკავებს მარიამის პოზიციას და მას ისეთივე უფლებები ექნება ნინოსთან დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, როგორც ჰქონდა მარიამს.
გამსესხებელს შეუძლია მსესხებლის თანხმობის გარეშე, გადასცეს თავისი მოთხოვნა სხვა პირს, თუ კი ეს არ ეწინააღმდეგება: მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს.მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.
გამსესხებელი ვალდებულია უფლებამონაცვლეს გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ყველა საბუთი, რომლებიც ეხება მოთხოვნებსა და უფლებებს, და ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია ამ მოთხოვნებისა და უფლებების გამოყენებისთვის.
მოთხოვნის საფუძველზე ასევე ვალდებულია გადასცეს უფლებამონაცვლეს სათანადოდ დამოწმებული საბუთი ამ უფლებისა და მოთხოვნის დათმობის შესახებ.
ვიდრე მოვალეს ეცნობებოდეს მოთხოვნის დათმობის შესახებ, მას უფლება აქვს შეასრულოს ვალდებულება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელის წინაშე.
მაგ: ნინო უფლებამოსილია სესხი დაუბრუნოს მარიამს, იმის მიუხედავად, რომ მარიამმა მოთხოვნა დაუთმო ნიკას, სანამ მას არ ეცნობება ამის შესახებ.
მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიცა და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც.
მაგ: თუ მარიამის მოთხოვნა უზრუნვლეყოფილი იყო „ა“-ს თავდებობით, მაშინ მოთხოვნის ნიკასთვის გადაცემის შემდგომ, „ა“-ს თავდებობა არ შეწყდება და ნიკას მოთხოვნის საუზრუნველსაყოფოდ დარჩება ძალაში.
თუ ერთსა და იმავე მოთხოვნის დათმობაზე მოთხოვნის მფლობელი რამდენიმე პირს შეუთანხმდება, მაშინ მოვალის წინაშე უფლებამოსილი იქნება ის პირი, რომელთანაც მოთხოვნის მფლობელმა სხვებზე ადრე დაამყარა ურთიერთობა. თუკი შეუძლებელია ამის დადგენა, მაშინ უპირატესობა ეძლევა იმ პირს, რომლის შესახებაც მოვალეს უფრო ადრე ეცნობა.
მაგ: მარიამმა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაუთმო, როგორც ნიკას, ისე პეტრეს. ამ შემთხვევაში უფლებამონაცვლე იქნება ის პირი, რომელსაც პირველად დაუთმო მოთხოვნა მარიამმა, (პირველად დადო ხელშეკრულება) ხოლო თუ შეუძლებელია ამის დადგება, მაშინ უფლებამონაცვლე იქნება ის პირი, რომლის შესახებაც პირველად ეცნობება მოვალეს.
ივერიელი
Participantპირადად ჩემი აზრია, რომ მანდ 1004-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მხოლოდ სადგომის ფაქტობრივი ფლობელის (პირდაპირი მფლობელი) პასუხისმგებელი და შესაბამისად თუ არის დამქირავებელი, ეს უკანასკნელი იქნება პასუხისმგებელიც.
-
AuthorPosts
