Forum Replies Created

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 99 total)
  • Author
    Posts
  • kakha
    Member

    სასამართლო ურთიერთობას აქცევს საზიარო უფლებების ზოგადი რეგულირების ქვეშ, თუ:

    ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობებში მყოფ პირებს შორის არ არსებობდა რეგისტრირებული ქორწინება, ან ქორწინება ბათილად იქნა ცნობილი, მეუღლეებმა ქონება შეიძინეს დაქორწინებამდე (იხ. უზენაესი სასამართლოს განჩინება N-ას-369-688-09), ასევე თუ გავიდა მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.

    ანუ თუ მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გავიდა, საზიარო უფლების მარეგულირებელი ნორმებით მოხდება ქონების გაყოფა? და 968-ე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობის ვადაც არ გამოიყენება?

    in reply to: უსაფუძვლო გამდიდრება #2494
    kakha
    Member

    ას-472-448-2013  კარგი გადაწყვეტილებაა, ბევრ პრობლემატურ საკითხს ეხება. უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის სუბსიდიურ ხასიათზეცაა ამ გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებული.

    in reply to: სახელშეკრულებო სამართალი #29717
    kakha
    Member

    ‘შერეული ხელშეკრულება ითვლება ერთიან ხელშეკრულებად, იმ სპეციფიკის თანხლებით, რომ დავის შემთხვევაში გამოიყენება ის ნორმები, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან’.

    გეთანხმები.. ეგ მიდგომა უფრო შეესაბამება 340 მუხლს.

    წინა სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულელები გაქვთ აქ სადმე განხილული?

    in reply to: სახელშეკრულებო სამართალი #29714
    kakha
    Member

    ნასყიდობის ხელშეკრულება ხო ჯეროვნად შესრუდა, როგორ იქნება 352, 405 მუხლები გასვლის საფუძველი?

    in reply to: სახელშეკრულებო სამართალი #29706
    kakha
    Member

    განვიხილოთ რამოდენიმე საკითხი

    1. ‘ა’-ს და მაღაზია ‘ტ’-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რის თანახმადაც მაღაზიას დაეკისრა ვალდებულება გადაეცა ‘ა’-სთვის ტელევიზორი საკუთრებაში, მიეტანა მის საცხოვრებელ ადგილზე და მოეხდინა პროგრამული უზრუნველყოფა. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 600 ლარს, საიდანაც 400 ლარი ტელევიზორის და ადგილზე მიტანის ღირებულება იყო, ხოლო 200 ლარი პროგრამული უზრუნველყოფის ღირებულება. მაღაზიამ მართალია გადასცა ტელევიზორი ‘ა’-ს, მაგრამ არ მოახდინა მისი პროგრამული უზრუნველყოფა. იმის გამო, რომ ასეთი პროგრამული უზრუნველყოფა მხოლოდ ამ მაღაზიას შეეძლო, ‘ა’ განაცხადა, რომ მაინც ვერ გამოიყენებდა ტელევიზორს სათანადო პროგრამის არ ქონის გამო და მოითხოვა ხელშეკრულებისდან გასვლა და გადახდილი 600 ლარის დაბრუნება.

    კითხვა: 1. რა ტიპის ხელშეკრულება(ები) დაიდო? 2. განახორციელებს, თუ არა ‘ა’ თავის მოთხოვნას?

    2. 3 სოლიდარულ მოვალეს ჰქონდათ ‘ბ’- წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება. 2 მოვალის მიმართ ხალდაზმულობის ვადის გასვლის გამო ‘ბ’-მ მოთხოვნა დაიკმაყოფილა მხოლოდ მესამე მოვალისგან, რომლის მიმართაც არ იყო გასული ხანდაზმულობის ვადა. თავის მხრივ ამ მოვალემ, (‘ბ’-ს დაკმაყოფილების შემდეგ) წაუყენა მოთხოვნა დანარჩენ ორ მოვალეს. შეძლებს, თუ არა ის მოთხოვნის იძულებით დაკმაყოფილებას.?

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #29468
    kakha
    Member

    ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

    in reply to: ადმინისტრაციული პროცესი #29434
    kakha
    Member

    გეთანხმები.  ალტერნატიული განსჯადობაა.. 

    in reply to: ადმინისტრაციული პროცესი #29359
    kakha
    Member

    რა აზრის ხართ უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე – ბს-425-414(გ-13)

    სწორად განისაზღვრა განსჯადი სასამართლო?

     

    საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სსსკ-ის მე-18 მუხლის (ნივთობრივი განსჯადობა) პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე, ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, ასევე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფელი იყო ქ. თბილისი. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია. 

     

    საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა არა უძრავი ქონება, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნულის გამო, გამოყენებული უნდა ყოფილიყო სსსკ- ის მე-15 მუხლის საფუძველზე დადგენილი საერთო განსჯადობის წესები. 

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #4029
    kakha
    Member

     

    ოკ.  თუ არაფრის უარყოფა არ მომიხდენია და ყველაფერში დაგეთანხმე იმ პოსტში შენი აზრით, მაგ პოსტის შემდეგ ამდენი ხანი რაზე ვდაობდით მე და ივერიელი?  მაგის შემდეგ რამდენ პოსტში ვამტკიცებდი, რომ საჯარო მმართველობა…    ? თუ იმ პოსტში ჩათვალე, რომ ყველაფერში დაგეთანხმე, მაგის შემდეგი პოსტებიდან ხო მაინც უნდა გამოგეტანა დასკვნა…

     

    აგდებულად არ ვსაუბრობ…..

     

    უაზროდ ვკამათობთ…

     

     

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #4027
    kakha
    Member

     

    ამ პოსტში იმ პოსტშიიიიი……

     

    შენი პოსტი რო დაწერე და მერე ჩემი პოსტი წაიკითხე ვერ მიხვდი რაზე გაგეცი პასუხი და რაზე არაა?/  ინდ აქტზე დავწერე მარტო..

     

    გაიგე ჩემი პოზიცია თუ ვერა?

     

     

     

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 99 total)