მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
Tagged: ავარია, ანაზღაურება, ბინიდან, დაზიანება, ზიანი, მიყენებული, წყლის ჩამოსვლა
- This topic has 0 replies, 4 voices, and was last updated 9 years, 4 months ago by
BLH.
-
AuthorPosts
-
მარტი 10, 2015 at 19:18 #4581
BLH
Keymasterმე-19 გვერდზე დავდე ორი გადაწყვეტილება, რომლებიც ეხება მაღალი ძაბვის გამო ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაღაურებას. ერთ გადაწყვეტილებაში სასამართლომ გამოიყენა 394-ე მუხლი და განმარტა, რომ ენერგომიმწოდებელმა მაღალი ძაბვის მიწოდების გამო 394-ე მუხლით უნდა აგოს პასუხი, რადგან უკვე არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევა იყო მისი მხრიდან, ხოლო მეორე გადაწყვეტილებაში 992-ე მუხლით მოხდა პასუხისმგებლობის დაკისრება.
მარტი 10, 2015 at 20:09 #4582Edika
Participantშემდეგი საკითხი. არის თუ არა 1009 მუხლის შემადგენლობისთვის ბრალის არსებობა საჭირო?
მარტი 11, 2015 at 09:38 #4750Crassus
Participant@Edika said:
შემდეგი საკითხი. არის თუ არა 1009 მუხლის შემადგენლობისთვის ბრალის არსებობა საჭირო?ეგ მუხლი აღარაა მოქმედი რომ იცოდე, რადგან მიღებულია უკვე კარგი ხანია, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, რომელიც არეგულირებს ამ საკითხს სპეციალურად.
იმ საკითხზე რაც ზემოთ დაწერე ეხება ¹ ას-87-420-05 ეს გადაწყვეტილება, სადაც სწორედ აღნიშნული კოდექსის გამოყენება ხდება და დელიქტური ნორმების, ელექტროენერგიიდან გამომდინარე ზიანის დროს.
მარტი 11, 2015 at 10:02 #4751Edika
Participantკაი მაშნ გადავიდეთ შემდეგ საკითხზე.
საერთოდ აივ ინფექცია ინფიცირებიდან 6 თვეში არ ჩანს სისხლში. დაუშვათ ამ პერიოდში დონორისგან აღებული სისხლი გადაუსხე სხვას (ანუ გამოიკვლიეს მაგრამ არ ჩანს, ე.წ ინკუბაციის პერიოდი აქვს 6 თვე). სისხლის ბანკმა გადაუსხა ისე რომ არ გააფრთხილა ე.წ ინკუბაციის პერიოდის შესახებ, როცა ვერ ხერხდება ვირუსის დადგენა. ეკისრება ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ბანკს?????? და რა საფუძვლით კონკრეტულად?????????
მარტი 12, 2015 at 21:57 #4790BLH
Keymasterროცა ინკუბაციის პერიოდია და ბანკმა არ იცის არის თუ არა სისხლი დაავადებული და მაინც გადასხმას აკეთებს, ამ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ შეიძლება სისხლი დაავადებული იყოს, ეს რისკი შეცნობილი აქვს ბანკს, მაგრამ მაინც უსხამს სისხლს, ანუ წინდახედულობის ნორმების არღვევს და შესაბამისად ბრალეულია მისი მოქმედება და მართლსაწინააღმდეგო.
მარტი 13, 2015 at 13:31 #4791Edika
Participantას-296-624-07
არ არღვევს წინდახედულობის ნორმებს. წინდახედულობის ნორმებს დაარღვევდა თუ არ დაიცავდა 318-ე მუხლს. სწორედ მაგ რისკებიდან გამომდინარე ეკისრება სისხლის ბანკს კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება 318 მუხლით დადგენილი წესით. იქედან გამომდირენა რომ არსებული სამეცნიერო ტექნიკის ფარგკებში, ე.წ ფანჯრის პერიოდში დონორისგან აღებული სისხლში ინფექციის დადგენა არის შეუძლებელი, უნდა გამოირიცხოს ბრალი და შესაბამისად პასუხისმგებლობა, თუ არის დაცული 318-ე მუხლის პირობები. ასეთი დადგინდა ბოლოს. აღსანიშნავია ასევე რომ 1009 მუხლთან ერთად ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლო ნასწიდობის ნორმებსაც უთითებს.
მარტი 13, 2015 at 14:00 #4796BLH
Keymasterსად გეწერა მერე, რომ 318-ე მუხლის მიხედვით მიაწოდა ინფორმაცია კლეინტს? 😀 :)))
შენ რაც დაწერე, იქიდან გამომდინარე დიახაც, რომ სწორია ჩემი შეფასება.
მარტი 13, 2015 at 14:24 #4800Edika
Participantსაქმეც მაგაშია რომ არ მეწერა…….. ანუ ვინაიდან ინკუბაციის პერიოდში ვერ ხერხდება ვირუსის დადგენა ამის შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული კლიენტი/პაციენტი. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ჩვეულებრივ ეკისრება პასუხისმგებლობა
მარტი 13, 2015 at 21:31 #4805Edika
Participantსახლის აივანზე თამაშბდნენ ბავშვები, რა დროსაც ქუჩაში გაწყდა ელექტროსადენი, დაეცა ბავშვს, რის შედეგადაც მიიღო დამწვრობა. აქვს თუ არა მოთხოვნის უფლება და რის საფუძველზე?
მარტი 15, 2015 at 16:08 #4819ივერიელი
Participant@Edika said:
სახლის აივანზე თამაშბდნენ ბავშვები, რა დროსაც ქუჩაში გაწყდა ელექტროსადენი, დაეცა ბავშვს, რის შედეგადაც მიიღო დამწვრობა. აქვს თუ არა მოთხოვნის უფლება და რის საფუძველზე?ელექტროსადენის მესაკუთრისგან ექნება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რადგან იგი ვალდებულია უზრუნველყოს ელექტროსადენის უსაფრთხო ექსპლოატაცია, ვალდებულია შეინარჩუნოს ელექტროსადენი ისეთ მდგომარეობაში, რომ მან ზიანი არ მიაყენოს სხვას. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა, რომელმაც ზიანი განაპირობა არის დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძველს, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით.
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.
