მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
Tagged: ავარია, ანაზღაურება, ბინიდან, დაზიანება, ზიანი, მიყენებული, წყლის ჩამოსვლა
- This topic has 0 replies, 4 voices, and was last updated 9 years, 4 months ago by
BLH.
-
AuthorPosts
-
მარტი 6, 2015 at 19:38 #4329
Edika
Participantრა მნიშვნელობა აქვს 995 იქნება თუ 992? არ ააქვს ჩემი აზრით მნიშვნელობა. 995 სპეციალურია 992 მიმართებაში (სამართალდარღვევის ელემენტების იგივეა) უბრალოდ.
საინტერესოა ის უფროა დაუშვათ გარდაგეცვალა შვილი(შორს იყოს). დაკრძალვის ხარჯები რამდენათ ითვლება მშობლისთვის მიყენებულ ზიანად? დაუშვათ მშობელი არ ყავს და მეზობლებმა გაასვენა? ანუ კონკრეტული პირისთვის ზიანის მიყენება ხო უკვე სამართალდარღვევის მომენტშივე ხდება და “ვინც გაასვენებს” პრინციპით ხომ არ უნდა ხდებოდეს იმ პირისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მინიჭება? კონკრეტულად რომელი ნორმა ამბობს რომ ეს ქელეხი ითვლება მშობლისთვის მიყენებულ ზიანად?
მარტი 6, 2015 at 20:47 #4333Crassus
Participant@Edika said:
რა მნიშვნელობა აქვს 995 იქნება თუ 992? არ ააქვს ჩემი აზრით მნიშვნელობა. 995 სპეციალურია 992 მიმართებაში (სამართალდარღვევის ელემენტების იგივეა) უბრალოდ.ხო, ეგ ვიგულისხმე, რომ როცა სპეციალური შემთხვევა არ არის, გამოიყენება ზოგადი ნორმა 992-ე მუხლის სახით.
საინტერესოა ის უფროა დაუშვათ გარდაგეცვალა შვილი(შორს იყოს). დაკრძალვის ხარჯები რამდენათ ითვლება მშობლისთვის მიყენებულ ზიანად? დაუშვათ მშობელი არ ყავს და მეზობლებმა გაასვენა? ანუ კონკრეტული პირისთვის ზიანის მიყენება ხო უკვე სამართალდარღვევის მომენტშივე ხდება და “ვინც გაასვენებს” პრინციპით ხომ არ უნდა ხდებოდეს იმ პირისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მინიჭება? კონკრეტულად რომელი ნორმა ამბობს რომ ეს ქელეხი ითვლება მშობლისთვის მიყენებულ ზიანად?
კონკრეტულად არ ამბობს არც ერთი ნორმა, პრაქტიკით არის დადგენილი.. და იმას მნიშვნელობა არ აქვს, მშობლება გაიღეს ეს ხარჯები თუ სხვა პირებმა.. ზოგადად არის განსაზღვრული, რომ დასაფლავების ხარჯები არის ზიანი და ეს ზიანი უნდა აუნაზღაურდეს იმას, ვინც ეს ხარჯები გაიღო.
მარტი 8, 2015 at 11:10 #4382Edika
Participantრაღაც არ ჯდება რა მაინც ასე მგონია ზიანის ანაზღაურების სტანდარტულ შემთხვევებში. მაგრამ ასეა რა პრაქტიკა. უნდა აანაზღაუროს რათქმაუნდა, მაგრამ ცოტა სხვანაირადაა აქ.
მარტი 8, 2015 at 21:31 #4384Edika
Participantას-766-1092-07 ელექტროენერგიის მიწოდებაზე ვრცელდება ნასყიდობის ინსტიტუტიო (ხელშეკრულებაო). ელექტროენერგიას განიხილავს როგორც ნივთს. რამდენად სწორია?
მარტი 10, 2015 at 12:23 #4393BLH
Keymaster@Edika said:
ას-766-1092-07 ელექტროენერგიის მიწოდებაზე ვრცელდება ნასყიდობის ინსტიტუტიო (ხელშეკრულებაო). ელექტროენერგიას განიხილავს როგორც ნივთს. რამდენად სწორია?ელექტროენერგიის მიწოდება ხდება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც მკაცრად არეგულირებს კანონი, რადგან იგი მონოპოლიურია თავისი ბუნებით, კერძოდ მისი მიმწოდებელი არის ერთი კომპანია, რომელიც აწვდის მომხმარებელს ელექტროენერგიას კანონით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად, მათ შორის ფასებიც რეგულირდება კანონით.
რაც შეეხება იმას, წარმოადგენს თუ არა ელექტროენერგია ნივთს.. შემიძლია გითხრა, რომ წარმოადგენს, რადგან ნივთი არის ყველა ის მატერიალური ობიექტი, რომლის ფლობა, სარგებლობა და განკარგვა არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში ზოგადად ელექტროენერგია, როგორც ბუნებაში არსებული მოვლენა შეიძლება არ ჩაითვალოს ნივთად, მაგრამ ის ელექტროენერგია, რომელიც მოქცეულია ისეთი ფორმაში, რომ მისი ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შესაძლებელია უკვე წარმოადგენს ნივთს და შესაბამისად სამოქალაქო-სამართლებრივ ობიექტს და მის შესახებ შესაძლებელია ხელშეკრულების დადება.
მარტი 10, 2015 at 13:46 #4395Edika
Participantხო სახელშეკრულებო ურთიერთობაა მაგრამ რამდენიმე გადაწყვეტილება მაქვს ნანახი სადაც ელექტროენერგიას როგორც უხარისხო პროდუქტს ისე განიხილავს და 1009 მუხლს იყენებს. (წერია კიდეც 1011 მუხლში)
მარტი 10, 2015 at 14:06 #4397BLH
Keymasterმერე პროდუქტი არ შეიძლება ნივთი იყოს? არ გამორიცხავს ჩემი აზრით პროდუქტად აღქმა, ნივთად აღქმას.
მარტი 10, 2015 at 17:48 #4577Edika
Participant@BLH-hUB said:
მერე პროდუქტი არ შეიძლება ნივთი იყოს? არ გამორიცხავს ჩემი აზრით პროდუქტად აღქმა, ნივთად აღქმას.მაგას არ ვამბობ. სახელშეკრულებო ნორმები უნდა იქნას გამოყენებული თუ 1009?
მარტი 10, 2015 at 17:51 #4578BLH
Keymaster@Edika said:
მაგას არ ვამბობ. სახელშეკრულებო ნორმები უნდა იქნას გამოყენებული თუ 1009?სახელშეკრულებო ნორმები, თუმცა არაერთგვაროვანია პრაქტიკა…
მარტი 10, 2015 at 18:09 #4580 -
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.
