მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
Tagged: ავარია, ანაზღაურება, ბინიდან, დაზიანება, ზიანი, მიყენებული, წყლის ჩამოსვლა
- This topic has 0 replies, 4 voices, and was last updated 9 years, 4 months ago by
BLH.
-
AuthorPosts
-
მარტი 1, 2015 at 16:26 #4211
Edika
Participantკაი შემდეგი საკითხი. “ა” გასამართლდა სსკ-ის 360-ე მუხლის საფუძველზე. ის 1988 წლიდან (მიუხედავად არაერთი გართხილებისა) ფლობდა უკანონოდ “ბ”-ს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწას და ამ ნაკვეთზე მოჰყავდა კარტოფილი და თივა.
კითხვა: კითხვები: რისი მოთხოვნის უფლება აქვს ა-ს? რა საფუძვლით? და რამდენის? 😀
მარტი 1, 2015 at 19:58 #4212BLH
Keymaster@Edika said:
კაი შემდეგი საკითხი. “ა” გასამართლდა სსკ-ის 360-ე მუხლის საფუძველზე. ის 1988 წლიდან (მიუხედავად არაერთი გართხილებისა) ფლობდა უკანონოდ “ბ”-ს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწას და ამ ნაკვეთზე მოჰყავდა კარტოფილი და თივა.კითხვა: კითხვები: რისი მოთხოვნის უფლება აქვს ა-ს? რა საფუძვლით? და რამდენის? 😀
მოცემულ შემთხვევაში “ა” ახორციელებდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას- ფლობდა უკანონოდ “ბ”-ს სასოფლო სამეურნეო მიწას… უნდა დავადგინოთ აღნიშნული ქმედების შედეგად რა ზიანი განიცადა “ბ”-მ… რა მოცულობის ზიანზეა საუბარი ამას ვერავინ იტყვის ამ გარემოებებიდან გამომდინარე, რადგან ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს..
ჩემი აზრით, მართალია მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან გვაქვს საქმე და ზიანთან, თუმცა უსაფუძვლო გამდიდრების ნიშნებიც იკვეთება, კერძოდ 982-ე მუხლის და შესაბამისად ამ უკანასკნელის საფუძველზე უნდა მოხდეს მოთხოვნის დაყენება..
მარტი 1, 2015 at 20:15 #4213Edika
Participant@BLH-hUB said:
მოცემულ შემთხვევაში “ა” ახორციელებდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას- ფლობდა უკანონოდ “ბ”-ს სასოფლო სამეურნეო მიწას… უნდა დავადგინოთ აღნიშნული ქმედების შედეგად რა ზიანი განიცადა “ბ”-მ… რა მოცულობის ზიანზეა საუბარი ამას ვერავინ იტყვის ამ გარემოებებიდან გამომდინარე, რადგან ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს..ჩემი აზრით, მართალია მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან გვაქვს საქმე და ზიანთან, თუმცა უსაფუძვლო გამდიდრების ნიშნებიც იკვეთება, კერძოდ 982-ე მუხლის და შესაბამისად ამ უკანასკნელის საფუძველზე უნდა მოხდეს მოთხოვნის დაყენება..
ას-1204-1465-09 სააპელაციო სასამარლომ ზიანის ოდენობა განსაზღვრა სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით თუ რამდენი წონა და ღირებულების მოყვანა შეიძლებოდა ამ 18 წლის მანძილზე. http://www.geostat.ge/
სუბსიდიური იძახე შენ და ამ შემტხვევაში 992-1008 მუხლებზე მიუთითა სასამართლომ, თუმცა ჩემი აზრით უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით უნდა მოწესრუგებულიყო დავა.
სასამართლოს წესით კონდიქციური ნორმები უნდა გამოეყენებინა და კონდიქციური ურთიერთობის დროს რესტიტუცია ხდება კონკრეტულად იმ ოდენობით რითაც გამდიდრდა პირი და არა ექსპერტის თუ სტატისტიკის სამსახურის მიერ განსაზღვრული ოდენობით.
მარტი 1, 2015 at 20:25 #4215BLH
Keymasterას- 1249-1269-2011 – ამ გადაწყვეტილების მიხედვით სწორედ მოიქცა მაგ შემთხვევაში სასამართლო, რადგან უსაფუძვლო გამდიდრება წარმოადგენს სუბსიდიური ბუნების მქონეს და ჯერ დელიქტი უნდა გამოირიცხოსო.. მაგრამ არ ვეთანხმები მე, რადგან სკ-ის 982-ე მუხლი წარმოადგენს სპეციალურ შემთხვევას, რომელშიც მოცულია დელიქტური ელემენტები და შესაბამისად დელიქტური ზოგადი ნორმების გამოყენება იქნება არასწორი ამ შემთხვევაში.
მარტი 1, 2015 at 20:31 #4218Edika
Participantისე უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევაში ზიანის ოდენობის განსაზღვრა ექსპერტის, ან სტატისტიკის სამსახურის მიერ რამდენად სწორია? თუ ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს კონკრეტულად იმ ოდენობით რა სარგებელიც ნახა პირმა? რას იტყვი?
მაგ გადაწუვეტილებას რაც შეეხება იმდენი შეკითხვები შეიძლება დაისვას დარწმუნებული ვარ ავტორიც ვერ უპასუხებს.
მარტი 1, 2015 at 20:50 #4220BLH
Keymaster@Edika said:
ისე უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევაში ზიანის ოდენობის განსაზღვრა ექსპერტის, ან სტატისტიკის სამსახურის მიერ რამდენად სწორია? თუ ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს კონკრეტულად იმ ოდენობით რა სარგებელიც ნახა პირმა? რას იტყვი?ვერ დაგეთანხმები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის მიხედვით უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. აღნიშნულ მუხლი დეტალურად არის გარჩეული “უსაფუძვლო გამდიდრების თემაში”… სადაც დავასკვენით, რომ იგი მოიცავს დელიქტურ ელემენტსაც, ანუ 982-ე მუხლის მიხედვით მოთხოვნისას უნდა გამოვიყენოთ 408-ე მუხლის პირველი ნაწილთ დადგენილი სტანდარტი ზიანის ანაზღაურების შესახებ და აღვადგინოთ “ბ” იმ მდგომარეობაში, რაშიც იგი იქნებოდა, რომ არა “ა”-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ანუ ერთი მხრივ რა სარგებელიც მიიღო “ა”-მ და ის სარგებელიც რაც “ა”-მ ვერ მიიღო, მაგრამ შესაძლებელი იქნებოდა მიეღო ამ 18 წლის მანძილზე.
მარტი 1, 2015 at 21:00 #4221Edika
Participantკაი აზრი არ ააქ 😀 😀 შემდეგზე გადავიდეთ.
რა საფუძვლით შეუძლია პაციენტს მოითხოვოს არასწორი ოპერაციის შემთხვევაში გადახდილი თანხის უკან დაბრუნება?
მარტი 2, 2015 at 08:23 #4222Crassus
Participant@Edika said:
კაი აზრი არ ააქ 😀 😀 შემდეგზე გადავიდეთ.რა საფუძვლით შეუძლია პაციენტს მოითხოვოს არასწორი ოპერაციის შემთხვევაში გადახდილი თანხის უკან დაბრუნება?
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 352-ე და 405-ე მუხლების საფუძველზე, ჯერ უნდა გავიდეს ხელშეკრულებიდან და შემდგომ მოითხოვოს რესტიტუცია.. ამავდროულად შეუძლია დელიქტებით ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.
მარტი 2, 2015 at 08:49 #4224Edika
Participant@crassus said:
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 352-ე და 405-ე მუხლების საფუძველზე, ჯერ უნდა გავიდეს ხელშეკრულებიდან და შემდგომ მოითხოვოს რესტიტუცია.. ამავდროულად შეუძლია დელიქტებით ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.ას-1063-1092-2012 არც ხელშეკრულებიდან გასვლა არაფერი პირდაპირ 1007-ე მუხლით მოითხოვა და დააკმაყოფილა.
მარტი 2, 2015 at 09:00 #4227Crassus
Participantრამდენად სწორია მერე? 1007-ე მუხლით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, როგორც ავღნიშნე შესაძლებელია, მაგრამ აი ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ფულის უკან დაბრუნება 1007-ე მუხლის მიხედვით?
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.
