მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)

Viewing 10 posts - 101 through 110 (of 217 total)
  • Author
    Posts
  • #22649
    Edika
    Participant

    მეზობლიადნ, რომელსაც დაქირავებული ქონდა ბინა წყალი ჩავიდა ქვემოთ სართულზე. ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 1004 მუხლის მეორე ნაწილის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კანონის 21-ე მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე სოლიდარულად აგებენ პასუხს თუ მხოლოდ დამქირავებელი?

    #22650

    @Edika said:
    მეზობლიადნ, რომელსაც დაქირავებული ქონდა ბინა წყალი ჩავიდა ქვემოთ სართულზე. ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 1004 მუხლის მეორე ნაწილის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კანონის 21-ე მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე სოლიდარულად აგებენ პასუხს თუ მხოლოდ დამქირავებელი?

    დამქირავებელმა უნდა აგოს მხოლოდ, თუმცა პრაქტიკის მიხედვით (მაგ: №ას-979-937-2013) , რატომღაც მესკაუთრე მიიჩნევა სათანადო მოპასუხედ..

    #3627
    Edika
    Participant

    ჩემი აზრით მნიშვნელოვანია იმის დადგენა დამქირავცებელმა იცოდა თუ არა ნივთობრივი ნაკლის შესახებ. თუ იცოდა (ან შეიძლება არ იცოდა და უნდა სცოდნოდა) და გაუფრთილებლობით მაინც დადგა ზიანი მაშინ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ სოლიდარულად მესაკუთრეს და დამქირავებელსაც. თუ დამქირავებელმა არაფერი იცოდა ნაკლის შესახებდა არც შეეძლო სცოდნოდა, ბრალი გამოირიცხება და შესაბამისად პასუხისმგებლობაცარ დაეკისრება, მაგრამ არის მოსაზრება რომ 1004-ე მუხლისთვის ბრალი არ არის აუცილებელიო, ანუ ბრალეული პასუხისმგელობის პრინციპისგან განსხვავებულ წესს ითვალისწინებს 1004 მუხლი (1003-იც). სასამართლოს უნდა გამოეკვლია ეს ფაქტობრივი გარემოებები ჩემი აზრით.

     

    მოკლედ თუ გამოვრიცხავთ დამქირავებლის ბრალს მაშნ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მხოლოდ მესაკუთრეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონიდან გამომდინარე.

    #3628

    პირადად ჩემი აზრია, რომ მანდ 1004-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მხოლოდ სადგომის ფაქტობრივი ფლობელის (პირდაპირი მფლობელი) პასუხისმგებელი და შესაბამისად თუ არის დამქირავებელი, ეს უკანასკნელი იქნება პასუხისმგებელიც.

    #3645
    Edika
    Participant

    ას-661-620-2010 ძანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში სასამართლომ დააკისრა მორალური ზიანი 10 000 ლარი. ეს ისე რომ ვიცოდეთ.

    #3646
    Edika
    Participant

    კონსერვატორიის რექტორმა, რომელიც ამავე სასცავლებელში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, ოპერაციის შედეგად (არასწორი დიაგნოზი) დაკარგა ხელის მტევნის თითი (ნეკა თითის ფუნქციონერობის უნარი). იქედან გამომდინარე რომ კონსერვატორიის წესდების ტანახმად რექტორს აუცილებლლად უნდა განეხორციელებინა ამ სასწავლებელში პედაგოგიური საქმიანობა იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა რექტორის და პედაგოგის ტანამდებობა. აქვს თუ არა მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება იმ თანხის სახით რასაც მიიღებდა რექტორის და პედაგოგის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში და რა ოდენობით?

    #4093
    Edika
    Participant

    ას-714-669-2010 მოკლედ სააპელაციო სასამართლომ თქვა რომ პედაგოგის ხელფასის სახით რასაც იღებდა ზიანი უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით საპენსიო ასაკამდეო. სწორია? იქნებ საპენსიო ასაკის მერეც აგრძელებდა მუშაობას ამ პოზიციაზე. რას ვფიქრობთ?

    #23375

    მაგ შემთხვევაში არავინ იცის წინასწარ რამდენი ხანი იმუშავებდა იმ თანამდებობაზე ეს პიროვნება.. წინასწარმეტყველი არავინაა, ამიტომაც უნდა მოხდეს გონივრულბის ფარგლებში ამ საკითხის გადაწყვეტა და ვფიქრობ, რომ სააპელაციო სასამართლომ საკმაოდ ზომიერად და კარგად შეაფასა ეს საკითხი.

    #4096
    Edika
    Participant

    გასაგებია. შემდეგი საკითხი:  ა-მ დაიქირავა მანქანა ბ-სგან. აღნიშნული მანქანით მოძრაობისას ა-ს დაეჯახა გ თავისი მანქანით. ვის ვის მიმართ შეიძლება წარმოეშვას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება?

    #4099

    @Edika said:
    გასაგებია. შემდეგი საკითხი:  ა-მ დაიქირავა მანქანა ბ-სგან. აღნიშნული მანქანით მოძრაობისას ა-ს დაეჯახა გ თავისი მანქანით. ვის ვის მიმართ შეიძლება წარმოეშვას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება?

     

    ერთი შეხედვით, “ბ”-ს შეუძლია მოთხოვოს “გ”-სგან ზიანის ანაზღაურება. თუმცა გააჩნია დეტალურ ფაქტობრივ გარემოებებს, შეიძლება სულ სხვანიარად გადაწყდეს ეს საკითხი. მაგ: თუ “ა”-ს ბრალი გამოიკვეთა, მაშინ უკვე “ა”-სგანაც ექნება გარკვეული მოთხოვნა “ბ”-ს.

     

Viewing 10 posts - 101 through 110 (of 217 total)
  • You must be logged in to reply to this topic.