მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › საოჯახო სამართალი
Tagged: ალიმენტ, ალიმენტი, ალიმენტის, არასრულწლოვანი, არასრულწლოვანის, განქორწინება, დედის, თანასაკუთრება, თანასაკუთრების გაყოფა, მამობის დადგენა, მეუღლეების, მეუღლეთა, მეუღლეთა თანასაკუთრების, საერთო ვალი, საკუთრება, საკუთრების, საოჯახო სამართალი, ქორწინება, წილის
- This topic has 135 replies, 6 voices, and was last updated 8 years, 8 months ago by Edika.
-
AuthorPosts
-
აგვისტო 8, 2014 at 15:56 #1720EdikaParticipant
ალიმენტის გადახდის ვალდებულება და ფინანსური მდგომარეობა
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N ას-941-899-2013
ალიმენტთან დაკავშირებული სარჩელის აღძვრის მომენტში მოპასუხის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება, რომელიც სარჩელის აღძვრის შემდეგ მოპასუხემ გადააფორმა სხვა პიროვნებაზე (ოჯახის სხვა წვრზე როგორც გადაწყვეტილებაშია). სასამართლომ აღნიშნული მიიჩნია ეჭვის გონივრულ საფუძვლად რომ აღნიშნული გადაფორმების მიზანი იყო ალიმენტის ოდენობასთან დაკავშირებით მოპასუხეს ჰქონოდა პროტესტის შესაძლებლობა. (ანუ თვითონ ჩაიგდო თავი მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაშიო).
სასამარტლომ თქვა რომ მძიმე ეკონომიური მდგომარეობა არ დასტურდება, მაგრამ რომც დასტურდებოდეს ვერ იქნება გაზიარებული ვინაიდან ე.წ “მძიმე ეკონომიური” მდგომარეობა განპირობებულია აპელანტის აქტიური ნებელობითი ქმედებით. სარჩელის აღძვრის შემდეგ გადააფორმა ქონება რითაც ხელი შეუწყო ქონებრივი მდგომარეობის გაუარესებას.
ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ თქვა რომ ალიმენტი უპირობოა და არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან ალიმენტი არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირის ნორმალურ საცხოვრებელი პირობების შექმნას.
კითხვები:
1) ის ფაქტი რომ გადაფორმება მოხდა სარჩელის აღძვრის შემდეგ რამდენად შეიძლება ჩაითვალის ეჭვის ობიექტურ საფუძვლად – ალიმენტს თავი აარიდოს მოპასუხემ?
2)თუ პირი მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაშია მაინც იმავე ოდენობით უნდა დაეკისროს ალიმენტი რას ნორმალურ პირობებში დაეკისრებოდა, მიუხედავად იმისა რომ აქტიური ნებელობითი მოქმედებით ჩაიგდო ასეთ მდგომარეობაში თავი?
აგვისტო 8, 2014 at 16:19 #1721ივერიელიParticipantალიმენტს, როგორ უნდა აარიდოს თავი, ალიმენტის დაკისრება კონკრეტული უძრავი ქონების საკუთრებაში ქონაზეა ხომ არაა დამოკიდებული? თანაც გააჩნია რა საფუძვლით გადააფორმა. თუ ნასყიდობა იყო, მაშინ გამოდის, რომ იმ ბინის საფასური მიიღო, ანუ იგივე ქონებრივ მდგომარეობაშია, რაც ბინის გაყიდვამდე.
თუ ჩუქება მოახდინა, მაშინ შეგვიძლია ეჭვის ობიექტური საფუძვლით ვთქვათ, რომ მისი ქონებრივი მდგომარეობა არ შეცვლილა და იგი მხოლოდ მაქინაციის საშუალებით ცდილობს თავისი ქონებრივი სიდუხჭირე ხელოვნურად შექმნას.
ამდენად, ასეთ სიტუაციაში უნდა მოხდეს ალიმენტის დაკისრების საკითხის გარკვევა, ისევე, როგორც მოხდებოდა ბინა რომ არ გადაეფორმა ამ პირს.
აგვისტო 8, 2014 at 16:48 #1723EdikaParticipantამ შემთხვევაში ალიმენტის გადახდაზე ვალდებულემა პირმა გადააფორმა თავისი ბინა იმ მიზნით რომ ეთქვა არანაირი ქონება არ მაქვს და ალიმენტიც შესაბამისად განისაზღვროსო. ნასყიდობის შემთხვევაში ხო გეთანხმები, მაგრამ დაუშვათ და გააჩუქა და მიზანმიმარულად ჩაიგდო “ქონებრივ სიდუხჭირეში” თავი, ამ შემთხვევაშც ისევე უნდა განისაზღვროს ალიმენტის ოდენობა როგორც მანამდე (გადაფორმებამდე) არსებულ მდგომარეობაში?
აგვისტო 8, 2014 at 17:18 #1724ივერიელიParticipantკი, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ სახეზეა მიზანმიმართულად “ქონებრივ სიდუხჭირეში” თავის ჩაგდება.
აგვისტო 8, 2014 at 17:36 #1725EdikaParticipantგეთანხმები. შეიძლება არ ააქვს მოცემულ მომენტში არანაირი ქონება, მაგრამ იმის გამო რომ თავი განზრახ ჩაიგდო ასეთ მდგომარეობაში, მხედველობაში არ უნდა მიიღოს მისი აჟამინდელი ქონებრივი მდგომარეობა სასამართლომ და არ უნდა თქვას რომ რადგან ასეთი და ასეთი ქონებრივი მდგომარეობა აქვს ალიმენტიც შესაბამისად უნდა განისაზღვროსო. ანუ ალიმენტი შეიძლება იყოს მშობლის ქონებრივ/მატერიალური მდგომარეობის არათანაზომიერი/არაპროპორციული (იქედან გამომდინარე რომ მაგალითად როცა არანაირი შემოსავალი არ ააქვს მაინც ევალება გადახდა) და მითუმეტეს როცა ძალით იგდებს ასეთ მდგომარეობაში თავს არ უნდა მიიღოს მხედველობაში სასამართლომ ეს გარემოება.
აგვისტო 17, 2014 at 13:32 #1742EdikaParticipantდედის მიერ შვილის საზღვარგარეთ წაყვანა საცხოვრებლად
შეიტანა დედამ სარჩელი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით სარჩელი რომელიც დაკმაყოფილდა მის სასარგებლოდ. ამის შემდეგ დედას მივბლინებაში უშვებენ საზღვარგარეთ 3 წლით (ასე ეწერა ერთ ერთ გადაწყვეტილებაში 3 წელიო). საჭიროა თუ არა მამის თანხმობა?
აგვისტო 17, 2014 at 18:27 #1745ივერიელიParticipantშვილიც მიყავს ალბათ და შენ გულისხმობ, შვილთან ერთად უცხოეთში წასვლას ჭირდება თუ არა თანხმობა? ვფიქრობ უნდა ჭირდებოდეს, რადგან უცხოეთში ბავშვის წაყვანა არსებითად განსახვავებული გარემოებაა, იმის მიმართ, რაც არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დროს, ამავდროულად ბავშვის საცხოვრებლად დედის საცხოვრების განსაზღვრა არ ახდენს გავლენას მამის უფლებებზე, მამას და დედას თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ შვილთან დაკავშირებით, ხოლო უცხოეთში ბავშვის წაყვანა ლახავს მამის უფლებებს და ვფიქრობ მას გააჩნია ასეთი ნაბიჯის გადადგიმისას ვეტოს დადების უფლება.
აგვისტო 17, 2014 at 20:32 #1750EdikaParticipantეგრე შეიძლება თვითონ ქვეყნის შიგნით რომ შეიცვალოს საცხოვრებელი დედამ იქაც იყოს არსებითად განსხვავებული გარემო. საქმეც იმაშია რომ მამის უფლებებზე გავლენას არ ახდენს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და თუ ნახვა მოუნდება ადგეს და ჩააკითხოს უცხოეთში. მთავარია ჩემი აზრით მშობლის უფლების რეალიზაციის ობიექტურად ხელშემშლელი გარემოება არ არსებობდეს და ბოროტად არ იყენებდეს რომელიმე თავის უფლებას.
აგვისტო 18, 2014 at 05:23 #1753ივერიელიParticipantგადაწყვეტილებაში რა წერია? არამგონია სწორი იყოს ეგრე, უცხოეთში წასვლის შედეგად მამას არ ექნება საშუალება ნახოს შვილი, მიიღოს გადაწყვეტილებები შვილთან დაკავშირებით, რაც არსებითად შელახავს, როგორც მის უფლებებს, ისე შვილის უფლებებს..
აგვისტო 18, 2014 at 12:00 #1759EdikaParticipantას-840-798-2013 ამ გადაწყვეტილებაში არ ჩანს ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის მისამართი თუ იყო განსაზღვრული, მაგრამ საზღვარგარეთ გაყვანა დედის სასარგებლოდ გადაწყდა.
მე ვფიქრობ რომ თუ საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრულია დედის სასარგებლოდ მაშინ არ უნდა იყოს აუცილებელი დამატების საზღვარგარეთ გაყვანისთვის მშობლის უფლების შეზღუდვა.
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.