მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
Tagged: ავარია, ანაზღაურება, ბინიდან, დაზიანება, ზიანი, მიყენებული, წყლის ჩამოსვლა
- This topic has 0 replies, 4 voices, and was last updated 8 years, 1 month ago by BLH.
-
AuthorPosts
-
ნოემბერი 10, 2014 at 15:07 #3106ივერიელიParticipant
ანუ საკითხი დგას შემდეგში, შეიძლება თუ არა მძღოლი, რომელიც თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს ავტომობილს, იყოს 999-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მფლობელი?
შეიძლება ითქვას, რომ თუ სასამართლომ მსგავს შემთხვევაში ჩათვალა, რომ მძღოლი არის 999.4-ე მუხლის მესამე წინადადებით გათვალისწინებული პირი, მაშინ იგი ვერ იქნება 999.1-ე მუხლით გათვალისწინებული მფლობელი, ანუ ერთი გამორიცხავს მეორეს.
თუმცა, როგორც ზემოთ ავღნიშნე უკვე და ევროპული/გერმალური დოქტრინის მიხედვით, თუ მესაკუთრე ავტოტრანსპორტს რამდენიმე დღით გადასცემს სხვა პირს, ამ შემთხვევაში ეს უკანასკნელი არ ჩაითვლება 999.1-ე მუხლით გათვალისწინებულ მფლობელად… და სავარაუდოდ სწორედ ეს შინაარსი დევს 999.4-ე მუხლის მესამე წინადადებაში… მაგრამ თუ მძღოლი გრძელვადიანად ფლობს აღნიშნულ ავტოტრანსპორტს, ვფიქრობ იგი უნდა ჩაითვალოს 999.1-ე მუხლით გათვალისწინებულ მფლობელად, თუმცა ზემოთ მოყვანილ საქმეში სააპელაციო სასამართლომ თხოვების საფუძველზე არსებული მფლობელი არ ჩათვალა, სკ-ის 999.1-ე მუხლში განსაზღვრულ ავტომობილის მფლობელად.
ნოემბერი 10, 2014 at 15:34 #3108BLHKeymasterცოტა სხვა კუთხიდანაც შევხედოთ ამ 999-ე მუხლს… კერძოდ ადმინისტრაციულ სამართალში, ზიანის საფრთხის თეორიაში არსებობს ორი ტიპის სუბიექტი:
1. ქცევაზე პასუხისმგებელი სუბიექტი – პირი, რომლის ქმედებაც (მოქმედება/უმოქმედობა) იწვევს საფრთხეს (ანუ მდგომარეობას, რომელიც საფუძვლიანი ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ მოვლენათა შეუფერხებელი განვითარების შემთხვევაში დადგება ზიანი).
მაგ: პირი დაჯდა მანქანაზე ძალიან მთვრალი და გიჟივით დაყავს მანქანა. ამ შემთხვევაში მისი ქცევა იწვევს საფრთხის შექმნას საზოგადოებისთვის. მან შეიძლება ვიღაცას გადაუაროს ან მოახდინოს ავარია და ა.შ.
2. მდგომარეობაზე პასუხისმგებელი სუბიექტი– ეს ისეთი სუბიექტი, რომლის ნივთის იწვევს საფრთხის შექმნას, მაგ: იგივე მაგალითი ავიღოთ და ვთქვათ “ა”-ს მანქანას მართავს მისი მთვრალი მძღოლი “ბ” და ამით ქმნის საფრთხეს.
ახლა ეს რომ გადმოვიტანოთ სამოქალაქო სამართალში, კერძოდ 999-ე მუხლში, გვექნება ასეთი სიტუაცია, რომ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი სუბიექტი იქნება 999.1-ე მუხლით გათვალისწინებული პირი, ხოლო ქცევაზე პასუხისმგებელი პირი იქნება 999.4-ე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტები.
ჩდება კითხვა, როცა მესაკუთრე აქირავებს თავის მანქანას, იცვლება თუ არა მდგომარეობაზე პასუხისმგებელი პირი? ამ შეკითხვას დადებითად უნდა ვუპასუხოდ, რადგან მდგომარეობაზე პასუხისმგებელი პირი არის ის პირი, რომელიც ფაქტობრივად ბატონობს ნივთზე და მასზეა პასუხისმგებელი, იღებს სარგებელს და განკარგავს ყოველდღიურად ავტოტრასპორტს.. ასეთი პირი პირდაპირი მფლობელი უფროა სამოქალაქო კოდექსის 155.1-ე მუხლის გაგებით, ვიდრე მესაკუთრე, რომელიც არაპირდაპირი მფლობელია. (იგივე პოზიცია აქვს ჩვენ დოქტრინას და გერმანულ დოქტრინას, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ უკვე).
ნოემბერი 10, 2014 at 16:21 #3114EdikaParticipantერთი შეხედვით ბუნდოვანია, მაგრამ განმარტების გზით შეიძლება ლოგიკური განმარტების გაკეთება.
ნოემბერი 10, 2014 at 17:43 #3115ივერიელიParticipantსაბოლოო ჯამში ყველაფერი რაც დაიწერა აქ შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ 999.1-ე მუხლით გათვალისწინებული “მფლობელი” არის არამხოლოდ მესაკუთრე, არამედ ასევე მართლზომიერი მფლობელიც (155.1-ე მუხლის გაგებით)
ხოლო 999.4-ე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრული პირები არიან 155.2-ე მუხლით განსაზღვრული პირები (ასევე მეგობრული ან ჯელტმენური ხელშეკრულებით ავტოტრანსპორტის მფლობელი პირები), ასევე თუ სასამართლო პრაქტიკას დავუჯერებთ თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე არსებული მფლობელები.
ნოემბერი 10, 2014 at 18:00 #3116EdikaParticipantავარიიდან გამომდინარე პასუხისმგებელი სუბიექტი
შემდეგი საკითხი განვიხილოთ, რაც სკ-ის 999.4 მესამე წინადადებას ეხება. დაუშვათ სკ-ის 999.4-ე მუხლის მე-3 წინადადებით განსაზღვრულმა მმართველმა (N-მა) მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით მიაყენა ზიანი E-ს. შეუძლია თუ არა E-ს ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა წაუყენოს N-ს 992-ე მუხლის საფუძველზე? ან მფლობელს (A-ს) 999-ე მუხლის საფუძველზე? ან სოლიდარულად ორივეს ერთად?
ამ საკითხს ეხება ზუსტად ზემოთ ჩვენს მიერ განხილული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც უზენაესის პოზიციაა, რომ ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს, როგორც ავტომობილის მფლობელს, ასევე მის მმართველს, თუ მისი მხრიდან არის ბრალი.
ნოემბერი 10, 2014 at 18:16 #3119ივერიელიParticipantამ საკითხზე უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაა არსებობს (გადაწყვეტილებები: ას- 254-239-2010, ას-39-38-10 და ა.შ)., რომელთა მიხედვითაც:
“ავტოსატრანსპორტო შემთხვევით დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ზიანის მიმყენებელია 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების საფუძველზე, ისე სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია 992-ე მუხლის საფუძველზე. ამ შემთხვევაში სახეზეა მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში, ვალდებულებათა ერთიანობა, როდესაც ყოველ მოვალეს თავისი საკუთარი ვალდებულება აკისრია კრედიტორის წინაშე, მაგრამ ისინი ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, რომ ქმნის სოლიდარულ ვალდებულებას.”
თუმცა მე ვფიქრობ, რომ საკითხის ასე გადაწყვეტა არ არის სწორი, რაზეც წინა პოსტებში უკვე დავწერე, კერძოდ, თუ ზიანი დადგა არა ავტომობილის მომეტებული საფრთხის რეალიზაციიდან, არამედ მძღოლის ბრალეული ქმედებების შედეგად, სკ-ის 999-ე მუხლის გამოყენება გამოირიცხება და პასუხისმგებლობა უნდა დადგეს 992-ე მუხლის საფუძველზე, რადგან მძღოლის ბრალეული ქმედება არ წარმოადგენს მომეტებული საფრთხის რეალიზაციას და ასეთ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებები სცილდება სკ-ის 999-ე მუხლის შემადგენლობას.
ნოემბერი 10, 2014 at 19:35 #3121EdikaParticipantავარიიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები
სკ-ის 999 მუხლში მართალია საუბარია ბრალის გარეშე პასუხისმგებლობაზე, მაგრამ დავუშვათ ზიანი დადგა დაზარალებულის განზრახი მოქმედების (წინ გადაუხტა ისე რომ ავტოს მფლობელის ბრალით არ არის დამდგარი ზიანი) შედეგად. რა ხდება ამ დროს?
ნოემბერი 11, 2014 at 16:43 #3122ივერიელიParticipant@Edika said: ახლა კიდევ ერთი საკითხი. 999 მუხლში მართალია საუბარია ბრალის გარეშე პასუხისმგებლობაზე, მაგრამ დაუშვათ ზიანი დადგა დაზარალებულის განზრახი მოქმედების (წინ გადაუხტა ისე რომ ავტოს მფლობელის ბრალი არ არის დამდგარი ზიანი) შედეგად. რა ხდება ამ დროს?
ამ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითად ას- 494-463-2010) , რომლის მიხედვითაც მფლობელი (999.1-ე მუხლის გაგებით) არ არის პასუხისმგებელი ზიანისთვის, თუ ზიანი დადგა მართალია ავტოტრანსპორტის ექსპლოატაციისას, მაგრამ არსებობს დაზარალებულის ბრალი (ან დაუძლეველი ძალა უნდა იყოს, რაზეც N-3091-ე პოსტში დავწერე უკვე)
ნოემბერი 11, 2014 at 20:34 #3126EdikaParticipantსაინტერესოა ზუსტი სამართლებრივი საფუძვლის მითითება ამ შემთხვევაში რომ დაზარალებულის ბრალი გამორიცხავს ავტომანქანის მფლობელის პასუხისმგებლობას. რას იტყვი? რომელია ასეთი სამართლებრივი საფუძველი?
ნოემბერი 12, 2014 at 13:41 #3127ივერიელიParticipant@Edika said: საინტერესოა ზუსტი სამართლებრივი საფუძვლის მითითება ამ შემთხვევაში რომ დაზარალებულის ბრალი გამორიცხავს ავტომანქანის მფლობელის პასუხისმგებლობას. რას იტყვი? რომელია ასეთი სამართლებრივი საფუძველი?
სკ-ის 394-ე მუხლის პირველ ნაწილი შეიძლება გამოვიყენოთ
“მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.”
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.