მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)

Viewing 7 posts - 211 through 217 (of 217 total)
  • Author
    Posts
  • #3120
    Edika
    Participant

    ………………………………..

    #3143
    Edika
    Participant

    ………………………………

    #3147
    Edika
    Participant

    ……………………………

    #3153
    Edika
    Participant

    …………………….

     

    #3156
    Edika
    Participant

    ზიანი, როგორც ქონებრივი პასუხისმგებლობის აუცილებელი ელემენტი

    (სუსგ # ას-155-145-2017, 26.10.2018წ.).

    ,,ქონებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ზიანის არსებობა.

    სამოქალაქო სამართალში ზიანში  მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი.

    ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს. …

    ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.

    სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას.  მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული.

    იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში.

    პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია“

    #29480
    BLH
    Keymaster

    მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

     

     

    სუსგ. #ას-73-63-2011

     

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივარი, უკანონო ხელშეშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში დააკმაყოფილა, თუმცა ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო მოქმედების ფაქტი არ დაუდგენია.

     

    საკასაციო სასამრთლოს განმარტება: მხარე ვალდებულია, თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კი, პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მოცემულ დავაში მოსარჩელე სარწმუნოდ ვერ ადასტურებს მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობას, რაც თავისთავად გამორიცხავს ზიანის დაკისრების სამართლებრივ შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და საჩივარი უკანონო ხელშეშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ დააკმაყოფილა.

    #29809
    BLH
    Keymaster

     

     

    ზიანის ანაზღაურების ხანდაზმულობის ვადები

     

    (სუსგ. N-ას-247-237-2013)

     

     

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივარი სამომავლო მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ისე დააკმაყოფილა, რომ არ გაითვალისწინა, სამოქალაქო კოდექსით დადგენილი კერძო სამართლებრივი უფლების განხორციელების ხანდაზმულობით შეზღუდვა, ასევე, სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დააკმაყოფილა სარჩელი ნაწიბურის გამოსასწორებლად საჭირო პლასტიკური ოპერაციის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სკ-ის 1008-ე მუხლის მიხედვით, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. როდესაც მოსარჩელეს ჩაუტარდა ოპერაცია და ამოკვეთეს თირკმელი, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, სამომავლოდ ექიმის მეთვალყურეობის საჭიროების თაობაზე.

     

    შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა ამ ვადის გასვლის შემდეგაა აღძრული. რაც შეეხება პლასტიკური ოპერაციის აუცილებლობას, ეს, სკ-ის 102-ე მუხლის თანახმად მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, ხოლო ამგვარი ოპერაციის ღირებულება უნდა დადასტურებულიყო სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილია, მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილი დოკუმენტი, რომლითაც შესაბამის ოპერაციაზე მხოლოდ კლინიკაში არსებული სავარაუდო ღირებულება დგინდება. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა, სამომავლო მკურნალობის ხარჯების დაკისრების თაობაზე, ხანდაზმულია, ხოლო პლასტიკური ოპერაციის ღირებულების დაკისრების შესახებ მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ამდენად, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

     

     

Viewing 7 posts - 211 through 217 (of 217 total)
  • You must be logged in to reply to this topic.