მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
Tagged: ავარია, ანაზღაურება, ბინიდან, დაზიანება, ზიანი, მიყენებული, წყლის ჩამოსვლა
- This topic has 0 replies, 4 voices, and was last updated 8 years, 9 months ago by
BLH.
-
AuthorPosts
-
მარტი 4, 2015 at 16:01 #4270
Edika
Participant@crassus said:
მანდ ნახე რა მომენტია.. უსაფუძვლო გამდიდრების სუბსიდიური ბუნება იმას ნიშნავსო იძახის სასამართლო პრაქტიკა, რომ ჯერ უნდა გამოირიცხოს სხვა საფუძვლიდან მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობაუნდა გამოირიცხოს მერე კი ამ შემთხვევაში? ანუ მოცემული ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება დელიქტს თუ კონდიქციურ შემადგენლობას რითი ვასხვავებთ?
@crassus said:
მაგ: როცა მე შენ მოგპარე ნივთი და გავყიდე.. ამ ნივთის მთლიანი საფასურის მოთხოვნის უფლება მაქვს მე დელიქტის საფუძველზე, ხომ ასეა?რატოა დელიქტი?
979.2 ხელყოფის კონდიქციაზეა საუბარი. გამდიდრება/დაზოგვა
979.2 ნაწილი დელიქტური შინაარსიც ააქვს.
კაი დავანებოთ რა ამ თემაზე ბაზარს თავი 😀 😀
მარტი 4, 2015 at 16:48 #4282BLH
Keymasterრატომ უნდა დავანებოთ…მანდ არის გამოსაყენებელი 979-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სტანდარტი, რაც გულისხმობს უსაფუძვლო გამდიდრებასთან გათანაბრებას… ანუ ის ნივთი, რომ განკარგა და ამ ნივთის უკან დაბრუნება, რომ შეუძლებელია ეს უთანაბრდება განმკარგველის ამ ნივთის ღირებულებით გამდიდრებას და შესაბამისდა ამ ნივთის ღირებულების მოთხოვნის უფლება აქვს უფლებამოსილ პირს.
მარტი 4, 2015 at 17:20 #4284Edika
Participantგამდიდრების გათანაბრება სიმართლე გითხრა ვერ გავიგე კარგად, მაგრამ ალბათ ის იგულისხმება რომ მთლიანად კონდიქციური შინაარსის არაა 979.2.
მარტი 5, 2015 at 09:03 #4291BLH
Keymaster¹ას-533-875-07 ეს საქმე ეხება ხანძრით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას
მაღალი ძაბვის გამო მოხდა მოკლე ჩართვა, რამაც გააჩინა ხანძარი და მოსარჩელეს მიაყენა ზიანი, რომლის ანაზღაურებაც მან მოსთხოვა დენის მიმწოდებელ კომპანიას, რადგან მან ვერ უზრუნველყო უსაფრთხო დენის მიწოდება..
მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილა საქალაქომ, ხოლო სააპელაციო და უზენაესიც დაეთანხმა საქალაქოს გადაწყვეტილებას, თუმცა უზენაესმა განმარტა, რომ დელიქტის მაგივრად უნდა გამოყენებულიყო სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რადგან სახეზე იყო უკვე არსებული ვალდებულების დარღვევა ენერგო კომპანიის მხრიდან.
იგივე საკითხზე უზენაესის გადაწყვეტილება N- ას-87-420-05, სადაც ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებების ვითარებაში, სასამართლომ განაცხადა, რომ უნდა მომხადრიყო 992-ე მუხლით მოპასუხის პასუხისმგებლობის დაყენება. აქვე იყო საუბარი 1000-ე მუხლზეც, რომელიც სასამართლომ განმარტა, რომ არ უნდა იქნეს გამოყენებული, რადგან 1000-ე მუხლი ეხება ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი სახეზე იყო ბრალი.
მარტი 6, 2015 at 13:05 #4317Edika
Participantმკვლელობის დროს დაზარალებულის ოჯახს შეუძლია თუ არა დაკრძალვის ხარჯების მოთხოვნის უფლება და რა საფუძვლით?
მარტი 6, 2015 at 14:11 #4318Crassus
Participant@Edika said:
მკვლელობის დროს დაზარალებულის ოჯახს შეუძლია თუ არა დაკრძალვის ხარჯების მოთხოვნის უფლება და რა საფუძვლით?სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე სავარაუდოდ.. სხვა საფუძველს ვერ ვხედავ მე.
მარტი 6, 2015 at 17:34 #4319Edika
Participant@crassus said:
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე სავარაუდოდ.. სხვა საფუძველს ვერ ვხედავ მე.ამ საკითხს ეხება: ას-100-96-2012
რაც შეეხება მატერიალური ზიანის ოდენობას, სააპელაციო პალატას მიიჩნია, რომ იგი უნდა ანაზღაურდეს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 409-ე მუხლებით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში მატერიალური ზიანი გამოიხატა დაკრძალვისთვის გაწეულ დანახარჯებში. ასეთი ხარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას მოვალეს ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად დაზარალებულის სასარგებლოდ შეიძლება დაეკისროს მიცვალებულის დაკრძალვისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, რომლის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს, ქელეხის ხარჯები ასევე არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს, ხოლო ორმოცისათვის გაწეული ხარჯები – 1000 ლარს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მატერიალური ზიანის ზიანის ოდენობა აღნიშნულ დავაში განისაზღვრება 5000 ლარის ოდენობით. ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარე ა(ა)იპ „პ. ნ. ს-ოს” გადაცემული აქვს 800 ლარი. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე ა(ა)იპ „პ. ნ. ს-ოს” ლ. დ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4200 ლარის გადახდა.
ამავე გადაწყვეტილებაში საუბარია 995 მუხლზე სადაც ბ რალეულობის პრეზუმცია მოქმედებს.
მარტი 6, 2015 at 18:06 #4324Crassus
Participantვერ მივხვდი რა საფუძვლით დააკისრეს დასაფლავების ხარჯები?
მარტი 6, 2015 at 18:25 #4326Edika
Participantსაფუძველი არის 995-ე მუხლი(ანუ დელიქტურით წესრიგდება ეს შემტხვევა). მაგრამ მე იმან იმან უფრო დამაინტერესა რამდენად ითვლება ზიანად ეს ხარჯები რომელიც მშობელმა გაიღო (ქელეხი, საფლავი).
მარტი 6, 2015 at 18:46 #4328Crassus
Participant@Edika said:
საფუძველი არის 995-ე მუხლი(ანუ დელიქტურით წესრიგდება ეს შემტხვევა). მაგრამ მე იმან იმან უფრო დამაინტერესა რამდენად ითვლება ზიანად ეს ხარჯები რომელიც მშობელმა გაიღო (ქელეხი, საფლავი).ანუ ეგ გადაწყვეტილება ეხება სპეციალურ შემთხვევას, რაც 995-ე მუხლშია განსაზღვრული, მაგრამ ზოგადად 992-ე მუხლის შემთხვევაში წყდება ასეთი საკითხები, როცა მოხდება ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, დასაფლავების ხარჯები სიცოცხლის მომსპობს ეკისრება?
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.