ონლაინ შოპინგის აპლიკაცია

ონლაინ შოპინგის აპლიკაცია თანამედროვე სამყაროში, შოპინგისთვის აღარ არის საჭირო მძიმე ჩანთებით მაღაზიაში სიარული. ნებისმიერი პროდუქციის შეძენა თქვენი მობილური ტელეფონითაც მარტივად შეგიძლიათ, თანაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერ დროს. ონლაინ შოპინგი ეს არის სივრცე, რომელიც თანამედროვე ციფრულ სამყაროში, ყველაზე უფრო სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებით ეს ეხება ონლაინ შოპინგის აპლიკაციებს, რომლებიც თანდათანობით ინტერნეტ შოპინგის სამყაროს დომინირებისთვის ემზადებიან. წინამდებარე სტატიაში […]

SEO და ბიზნესის წარმატება

SEO და ბიზნესის წარმატება მოცემულ სტატიაში განვიხილავთ ვებ საიტის ოპტიმიზაციასთან (SEO) დაკავშირებულ საკითხებს: რისთვის გვჭირდება და რა გავლენას ახდენს SEO ჩვენი ბიზნესის წარმატებაზე. წინამდებარე სტატიის წაკითხვის შემდეგ ჩამოგიყალიბდებათ  საბაზისო ცოდნა SEO-ს შესახებ, რაც სამომავლოდ მომგებიანი იქნება თქვენი საქმიანობისათვის. თანამედროვე სამყაროში ინტერნეტი, ბიზნესის წარმატებისა და შემოსავლის მიღების მნიშვნელოვანი წყაროა. ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, სადაც ბიზნეს საქმიანობამ […]

რას ნიშნავს mobile friendly ვებ საიტი?

Mobile-Friendly ვებ საიტი წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ ვებ საიტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს, მის უნარს იყოს Mobile Friendly – ადაპტირებული მობილური ტელეფონებისა და პლანშეტების მიმართ. რატომ უნდა იყოს თქვენი ვებ საიტი Mobile-Friendly? მობილური სივრცე დიდი ტემპებით ვითარდება მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ამაზე მეტყველებს სხვადასხვა კვლევები და ანალიტიკური დასკვნები. აღნიშნული ტენდენციის გათვალისწინებით, რამდენიმე წლის წინ Google-მა თავის საძიებო სისტემაში […]

ვიდეო რგოლის დამზადება

ვიდეო რგოლის დამზადება ვიდეო რგოლის დამზადება დღევანდელი სარეკლამო ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამაზე მეტყველებს უახლესი სტატისტიკა და გამოკვლევები – ადამიანებს ურჩევნიათ ვიდეოს მეშვეობით მიიღონ ინფორმაცია, ვიდრე წაიკითხონ იგი. კომპანია BLH გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის ვიდეო რგოლის გადაღებას და ანიმაციური სარეკლამო რგოლების დამზადებას. სარეკლამო ვიდეო რგოლი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მიაწვდინოთ ხმა თქვენს პოტენციურ კლიენტებს. ეფექტური ვიდეო რგოლის მეშვეობით, […]

ლოგოს დამზადება & ლოგოს შექმნა & დიზაინის გაკეთება

ლოგოს დამზადება ლოგოს დამზადება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ბიზნეს საქმიანობის დაწყების ეტაპზე. ლოგოს მეშვეობით ადამიანები ცნობენ თქვენი ბრენდის პროდუქტებს, ასხვავებენ მათ კონკურენტებისგან, გარდა ამისა ლოგო ხარისხის სიმბოლოა. აღნიშნულის გათვალისწინებით, არავის უჩნდება კითხვა – რატომ გვჭირდება გამორჩეული ლოგოს შექმნა ? რა არის ლოგო? ჩვენ უამრავ ლოგოს ვხედავთ ყოველდღიურად, თუმცა ბევრ ადამიანს გაუჭირდება მარტივად გასცეს პასუხი შეკითხვას ზუსტად […]

ბრენდბუქის გამოყენება

ბრენდბუქის გამოყენება შესაძლოა შექმნათ ძალიან მაგარი ბრენდბუქი, მრავალფეროვანი დიზაინითა და საჭირო ინფორმაციით, თუმცა იგი არ იქნება ეფექტური, სანამ ადამიანები მას ფაქტობრივად არ გაეცნობიან და არ დაიწყებენ მის გამოყენებას. სანამ დაიწყებდეთ ბრენდბუქის გამოყენებას, აუცილებელია თქვენ დასაქმებულებს შორის მოხდეს მისი გაცნობა და განხილვა, რათა მათ სრულიად გაცნობიერებული ჰქონდეთ მისი არსი. ამ მიზნის მისაღწევად უპირველეყოვლისა უნდა დარწმუნდეთ, რომ […]

ბრენდბუქის შექმნა თქვენი ბიზნესისთვის

ბრენდბუქის შექმნა თქვენი ბიზნესისთვის რა არის ბრენდბუქი? ბრენდბუქის მიზანია ბრენდის არსის ჩამოყალიბება, მათ შორის ბრენდის ვიზუალური ელემენტების განსაზღვრა. ბრენდბუქში მოცულია ისეთი ელემენტები, როგორიცაა ლოგო, ფერები, ბრენდის ვიზუალიზაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ასევე ბრენდის მთავარი პრინციპები, მიზნები და სხვა. იხ. დაკავშირებული სტატია: ბრენდბუქის შინაარსი და ძირითადი ელემენტები ბრენდუქის ძირითადი მიზნები: ბრენდის ვიზუალიზაცია; ბრენდირების სტრატეგიის ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფა; […]

ბრენდბუქის შინაარსი

ბრენდბუქის შინაარსი და მისი ძირითადი ელემენტები ბრენდბუქი თანამედროვე ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუკი ერთ ბრენდბუქს მაინც გაცნობილხართ, უკვე წარმოდგენა გაქვთ მისი დანიშნულების შესახებ,თუმცა როცა საქმე საკუთარი კომპანიის ბრენდბუქს ეხება მხოლოდ ზოგადი წარმოდგენის ქონა საკმარისი არაა. მოცემული სტატიის მიზანი სწორედ ბრენდბუქის ძირითადი ასპექტების განხილვაა, რათა არა მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ ბრენდბუქზე, არამედ საშუალება მოგცეთ უფრო ღრმად გაიაზროთ […]

კონტენტ მარკეტინგის შავი მხარე

კონტენტ მარკეტინგი

კონტენტ მარკეტინგის „შავი მხარე“ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კონტენტ მარკეტინგი არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ციფრული მარკეტინგის სახეობა. თუ გაქვთ ბიზნესი და გრძელვადიანი გეგმები ბიზნესის ზრდასთან დაკავშირებით, კონტენტ მარკეტინგი სწორედ თქვენთვისაა. კარგი კონტენტი მაღალი ხარისხის მომსახურების მაჩვენებელია. იგი იზიდავს მომხმარებელს, რაც საბოლოო ჯამში ბრენდის პოპულარიზაციისა და მეტი გაყიდვების საფუძველია. ზემოთ აღნიშნული საკმაოდ მომხიბვლელად ჟღერს, თუმცა, როგორც […]

ციფრული მარკეტინგი & დიჯითალ მარკეტინგი 2026 წელს

რა არის ციფრული მარკეტინგი? ხშირად შეგხვდებოდათ ტერმინები „ციფრული მარკეტინგი“ & “დიჯითალ მარკეტინგი”, რომელთა მნიშვნელობის გარკვეული ელემენტების ამოცნობა, მათი დასახელებიდანაც არის შესაძლებელი, თუმცა სრული არსი მაინც ბუნდოვანია. წინამდებარე სტატია ეხება სწორედ იმის გარკვევას, თუ რას წარმოადგენს ციფრული  მარკეტინგი, რა როლი უკავია მას თანამედროვე ქართული ბიზნესისთვის. ციფრული მარკეტინგი არის ტერმინი, რომელიც მოიცავს ისეთ მარკეტინგულ საქმიანობას, რომლის მიზანია […]

ფეისბუქი ფულს გადაგვიხდის?

ფეისბუქი ფულს გადაგვიხდის? ის დღეები, როდესაც ფეისბუქი თავისი 1.6 მილიარდი მომხმარებლისგან ღებულობდა რაღაცას- არაფრის ნაცვლად, შესაძლოა დასასრულს უახლოვდებოდეს. სოციალური ქსელი სერიოზულ კრიზისშია, ტენდენცია ისეთია, რომ ფეისბუქმა გამოიარა პოპულარობის პიკი და ახლა დეგრადაციისკენ იწყებს სვლას. აღნიშნული პროცესი ხშირად გვინახავს, ისეთ გიგანტ კომპანიებთან დაკავშირებით, როგორიცაა Nokia, Blackberry, Yahoo  და ა.შ. მართალია ფეისბუქის კრიზისი ამ ეტაპზე ფარულად არსებობს, […]

მობილური აპლიკაციები უძრავი ქონების ბიზნესში

მობილური აპლიკაციები უძრავი ქონების ბიზნესში თანამედროვე ბიზნესის კეთების ეფექტიანობაზე დიდი გავლენა ინოვაციურ ტექნოლოგიებს გააჩნიათ, მათ შორის მობილურ აპლიკაციებს, რომელთა გამოყენება უფრო ეფექტურს ხდის ბიზნეს საქმიანობას. აღნიშნული განსაკუთრებით თვალსაჩინოა უძრავი ქონების ბიზნესის შემთხვევაში. ბოლო კვლევების მიხედვით, განვითარებულ ქვეყნებში ადამიანთა 44%, რომლებიც უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ინტერნეტში ეძებს, ამას აკეთებენ მობილური აპლიკაციების მეშვეობით, ხოლო Google-ის მიერ ჩატარებული […]