კონტენტ მარკეტინგის შავი მხარე

კონტენტ მარკეტინგი

160910423-1კონტენტ მარკეტინგის „შავი მხარე“

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კონტენტ მარკეტინგი არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ციფრული მარკეტინგის სახეობა.

თუ გაქვთ ბიზნესი და გრძელვადიანი გეგმები ბიზნესის ზრდასთან დაკავშირებით, კონტენტ მარკეტინგი სწორედ თქვენთვისაა.

კარგი კონტენტი მაღალი ხარისხის მომსახურების მაჩვენებელია. იგი იზიდავს მომხმარებელს, რაც საბოლოო ჯამში ბრენდის პოპულარიზაციისა და მეტი გაყიდვების საფუძველია.

ზემოთ აღნიშნული საკმაოდ მომხიბვლელად ჟღერს, თუმცა, როგორც ყველაფერს, კონტენტ მარკეტინგსაც გააჩნია თავისი „შავი მხარე“, კერძოდ ის ფარული პრობლემები, რომლებიც უმალვე იჩენენ თავს, კონტენტ მარკეტინგის განხორციელების დაწყებისთანავე.

საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მუდმივად ხარისხიანი კონტენტის შექმნა, კონტენტ მარკეტინგის განხორციელების ღირებულება და კონტენტ მარკეტინგის შედეგები.

დაკავშირებული სტატია: კონტენტ მარკეტინგი თქვენი ბიზნესისთვის.

AAEAAQAAAAAAAAbUAAAAJGUyOGMyMzI2LTI4NzEtNDc1ZC1hMmRjLWQ4NDExNzU0YjhiNwსანამ დაიწყებთ კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებას, დაუსვით შემდეგი ხუთი შეკითხვა თქვენს თავს:

1.რა სიხშირით აპირებთ კონტენტის განთავსებას?

კვირაში ერთი ან ორი კარგი სტატიის განთავსება სერიოზულ შედეგებს არ გამოიღებს. აღნიშნული, რა თქმა უნდა პოზიტიურად აისახება თქვენს ვებ საიტზე, თუმცა მნიშვნელოვან შედეგებს ვერ განაპირობებს, ყოველ შემთხვევაში საშუალო და მოკლე ვადიანი პერიოდისთვის.

საჭიროა მინიმუმ 5 -10 კარგი სტატიის განთავსება კვირაში, რაც აუცილებლად მოგცემთ პოზიტიურ შედეგებს.

თუმცა ამდენი კარგი კონტენტის განთავსება ურთულესი რამ გახლავთ, იგი საჭიროებს დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს.

2.ვინ უნდა შექმნას ხარისხიანი კონტენტი?

თქვენ გაქვთ სამი ალტერნატივა:

თავად შექმნათ კონტენტი- თქვენი ბიზნეს საქმიანობა ყველაზე უკეთ თქვენ გესმით, შესაბამისად შეგიძლიათ კონტენტი თავად შექმნათ, თუმცა კონტენტის შექმნას დიდი მონდომება და ენერგია ჭირდება.

შესაძლოა დიდი ცოდნა გქონდეთ, თუმცა საჭიროა ასევე კარგი წერის უნარ-ჩვევები. თუ გაქვთ დიდი ცოდნა და წერის უნარები, შესაძლოა უბრალოდ დრო არ გქონდეთ ეფექტური კონტენტის შესაქმნელად.

დაავალოთ კონტენტის შექმნა თქვენი გუნდის წევრებს ან დაიქირავოთ მარკეტინგული კომპანია

თუ კონტენტის შექმნის დელეგირებას ახდენთ გუნდის შიგნით ან ქირაობთ მარკეტინგულ კომაპნაის, არსებობს ერთ მნიშვნელოვანი წესი, რომელიც უნდა გახსოვდეთ მუდმიდვად. კონტენტი ისეთივე ხარისხისაა როგორიც ის პიროვნება, რომელიც მას ქმნის.

თუ დაიქირავებთ სტაჟიორს ან იაფფასიან მუშახელს სტატიების დასაწერად, მიიღებთ სტაჟიორის და იაფფასიანი მუშახელის დონის სტატიებს, ხოლო მარკეტინგული კომპანიის დაქირავება, მართალია მაღალი დონის კონტენტის შექმნაში დაგეხმარებათ, თუმცა აღნიშნული გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ.

3.როგორ უნდა მოხდეს კონტენტის გავრცელება?

ხარისხიანი კონტენტის შექმნა მხოლოდ ნახევარი საქმეა, კონტენტ მარკეტინგის ეფექტურად განხორციელებისთვის აუცილებელია კონტენტის სწორედ გავრცელება.

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტების უმეტესობა თანხმდება, რომ კონტენტის ბუნებრივი წვდომა ბოლო წლების მანძილზე ძალზეც შეიზღუდა, ეს ნიშნავს, იმას, რომ იმისათვის, რომ კონტენტი მომხმარებლამდე მივიდეს, აუცილებელია გარკვეული ხარჯების გაღება.

მაგალითად, ფეისბუქზე სულ რამდენიმე წლის წინ ძალიან მარტივი იყო ხარისხიანი კონტენტის მიწოდება ფართო აუდიტორიისთვის სრულიად უფასოდ, ხოლო დღეს ფეისბუქის ალგორითმის ცვლილების შედეგად, ასეთი შედეგები მხოლოდ Facebook რეკლამის მეშვეობით არის შესაძლებელი.

ფეისბუქი, ტვიტერი, ინსტაგრამი, ლინკედინი, გუგლი, ბინგი და იანდექსი ყველგან მოგიწევთ ფულის ინვესტირება, რათა თქვენი ახალი კონტენტი გაპიარდეს.

თუმცა გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ხარჯების გაღება არ წარმოშობს სასურველ შედეგებს, აუცილებელია, რომ ინვესტიცია განხორციელდეს გონივრულად.

4.როგორი იქნება უკუგება?

ნებისმიერი მარკეტინგული საქმიანობის მიზანია მეტი გაყიდვების და შემოსავლის მიღება.

ამ კუთხით კონტენტ მარკეტინგს თავისი სპეციფიკა ახასიათებს, კერძოდ თავდაპირველად შესაძლოა შედეგი საერთოდ არ ჩანდეს. ბევრი კომპანიაა, ისეთი, რომელსაც სურს ორ თვეში გუგლის ძიების პირველ გვერდებზე აღმოჩნდეს, ამისთვის ხარჯავს დიდ ფულს, თუმცა შედეგი არ დგება.

ამან არ უნდა შეგაშინოთ, ვინაიდან კონტენტ მარკეტინგი უფრო გრძელვადიანი ინვესტიციაა, შედეგებს აუცილებლად მიიღებთ, ოღონდ იქონიეთ მოთმინება.

5.როდის დავინახავ შედეგებს?

და მაინც, როდის დავინახავთ შედეგებს?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალზედ რთულია, შედეგები დამოკიდებულია კონტენტ მარკეტინგის ეფექტურობაზე, ამისთვის კი აუცილებელია გაგაჩნდეთ ეფექტური სტრატეგია, ბევრი ხარისხიანი კონტენტი, გონივრული ინვესტიცია ცოტაოდენი მოთმინება და რწმენა შედეგისა.

3დასკვნა და რჩევები:

კომპანია BLH ერთ-ერთი ლიდერია კონტენტ მარკეტინგის სფეროში, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე გვინდა ყურადღება გაგიმახვილოთ გარკვეულ საკითხებზე, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ ეფექტური კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში.

კონრენტ მარკეტინგი არის საკმაოდ ძვირადღირებული და მრავალკომპონენტიანი მარკეტინგული საქმიანობა, თუმცა მისი ეფექტურად განხორციელება ძალიან დიდი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს.

მაგალითად: ჩვენი კლიენტია კომპანია PlanetPerfecto, მისი საქმიანობა ძირითადად კერძო სახლების მშენებლობას მოიცავს. ჩვენ მიერ განხორციელებული კონტენტ მარკეტინგის შედეგად გუგლში ძიებისას სიტყვებზე „სახლის აშენება“, PlanetPerfecto პირველ გვერდზეა, რაც სწორედ კონტენტ მარკეტინგის ეფექტურად განხორციელებამ განაპირობა.

contentmanagement-e1324400012158კონტენტ მარკეტინგი მართალია ძალიან ეფექტურია, თუმცა იგი ყველასთვის არ არის. ამიტომაც, სანამ გადაწყვეტდეთ კონტენტ მარკეტინგში ინვესტირებას, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები:

1.უპირველესყოვლისა დაფიქრdით არის თუ არა კონტენტ მარკეტინგი თქვენი ბიზნესისთვის შესაფერისი – ლიმიტირებული ბიუჯეტის ფარგლებში, სხვა მარკეტინგული საშუალებები უფრო უკეთ ხომ არ იმოქმედებს? რატომ უნდა განახორციელოთ დიდი ინვესტიციები და ჩადოთ დიდი რესურსები კონტენტ მარკეტინგში, თუ თქვენი მიზნებიდან და ფინანსებიდან გამომდინარე სხვა ციფრული მარკეტინგის საშუალებები უფრო ეფექტური შეიძლება იყოს, მაგალითად, Facebook რეკლამა, Google-ის რეკლამა, Email მარკეტინგი და სხვა.

იმისათვის, რომ განსაზღვროთ თქვენზე მორგებული ციფრული მარკეტინგის სახეობა დაგვიკავშირდით, კომპანია BLH-ის გუნდი გაგიწევთ სრულ კონსულტაციას ციფრული მარკეტინგთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.Ecology green social network background with media icons

2.კონტენტ მარკეტინგი, როგორც თქვენი ბიზნესის შემადგენელი ელემენტი

რამდენად არის დამოკიდებული თქვენი ბიზნესი მარკეტინგზე, კერძოდ კი კონტენტ მარკეტინგზე, რა შედეგებს ელით, რა რესურსები გაქვთ გამოყოფილი და ა.შ. აუცილებელია მთლიანი სურათის დანახვა, რათა მოხდეს კონტენტ მარკეტინგის როლის და ადგილის ზუსტად განსაზღვრა თქვენ ბიზნესში.

3.საკმარისი რესურსების ქონა

და ბოლოს, თუ გადაწყვეტთ კონტენტ მარკეტინგის განხორციელებას, დარწმუნდით, რომ საკმარისი რესურსი და დრო გაგაჩნიათ. ინტერნეტში ინფორამციური გადატვირთულობის პირობებში, ეფექტური კონტენტ მარკეტინგისთვის, აუცილებლად დაგჭირდებათ, როგორც საოცარი კონტენტი, ასევე კონტენტის ხშირად განთავსება, ამავდროულად სწორი გავრცელება.