ჯარიმა ხმაურისთვის საქართველოში

ჯარიმა ხმაურისთვის საქართველოში

ხმაური ბევრისთვის პრობლემაა საქართველოში, ამ სტატიაში განვიხილავთ ხმაურთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს.

სტატიის  წაკითხვის შემდგომ, თქვენ ჩამოგიყალიბდებათ ზოგადი ცოდნა, საქართველოში ხმაურის რეგულირების შესახებ, რის საფუძველზეც შეძლებთ დაიცვათ თქვენი უფლებები.

ხმაურის მარეგულირებელი კანონმდებლობა საქართველოში 2017 წელს იქნა მიღებული. ამ საკითხს არეგულირებს:

1.ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი.

2.„საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი.

რა იგულისხმება ხმაურში?

ყველა სახის განგძობადი ხასიათის არასასიამოვნო, ხელისშემშლელი ბგერები, დრეკადი რხევები და ტალღები საჰაერო გარემოში, რომლებიც მიმდინარეობენ ფიზიკური და იურიდიული პირის ქმედების შედეგად და ქმნიან დისკომფორტს, შესაძლებელია ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს პირის ჯანმრთელობაზე ან მის სოციალურ მდგომარეობაზე;

როგორია პასუხისმგებლობა ხმაურისთვის?

ხმაურის დასაშვები ნორმების პირველადი გადამეტება იწვევს ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის გაფრითხილებას.

ასეთი გაფრთხილებიდან 1 წლის განმავლობაში, სამართარდარღვევის განმეორების შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით.

იმავე ქმედების ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის სტატუსის გაუქმებამდე ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა – 1000 ლარის ოდენობით.

როგორ დგინდება ხმაურის დონე?

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები დგინდება „საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით.

არსებობს თუ არა გამონაკლისი?

აღნიშნული რეგულაციები არ ვრცელდება:

  • არსებულ საავიაციო, სარკინიგზო (მათ შორის, მეტროპოლიტენის), საზღვაო და საავტომობილო ინფრასტრუქტურაზე,
  • საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებული ადამიანის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე,
  • დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე,
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებულ დასვენების, კულტურისა და სპორტის საჯარო ღონისძიებებზე.