ვის აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში?

 

Moneyვის აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,2015 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 856 ლარი შეადგინა. 2014 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 10%-ით შემცირდა, ხოლო 2014 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 7.6%-ით არის გაზრდილი.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში – 1757 ლარი. მეორე ადგილზეა სახელმწიფო მმართველობა – 1256 ლარით, ხოლო მესამეზე ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორია – 1122 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი კი განათლების სფეროშია – თვეში საშუალოდ 458 ლარი.

სექტორები 

2015 წელი

(ლარი)

ყველა სექტორის საშუალო 855.9 
საფინანსო საქმიანობა 1757
სახელმწიფო მმართველობა 1251
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 1122
მშენებლობა 1102
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება 1086
სამთომოპოვებითი მრეწველობა 1084
ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა 998
ჯანმრთელობის დაცვა 807
კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა 731
დამამუშავებელი მრეწველობა 719
ვაჭრობა 714
სოფლის მეურნეობა 545
სასტუმროები და რესტორნები 536
განათლება 458

წყარო:  Forbes.ge