ყველაზე ხშირი ტყუილები სამსახურის მაძიებელთა CV-ებიდან
სამუშაო ძალის ბაზარზე საკმაოდ მაღალი კონკურენციაა, სამსახურის მაძიებელი ადამიანები სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ, რათა სხვებისგან გამოირჩეოდნენ.
ამერიკული ჟურნალის „CareerBulder“-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი წერს ტყუილს თავის რეზიუმეში.
მენეჯერთა 51%-ის თქმით ტყუილის აღმოჩენის შემთხვევაში ისინი ავტომატურად აღარ განიხილავენ კანდიდატს ვაკანტურ თანამდებობაზე, ხოლო მენეჯერთა 40%-ის თქმით შემდგომი განხილვა დამოკიდებულია, იმაზე თუ რა შინაარსის არის ტყუილი. მხოლოდ მენეჯერთა 8%-მა განაცხადა, რომ ისინი მაინც განიხილავდნენ ასეთ კანდიდატებს ვაკანტურლ ადგილზე.
წარმოგიდგენთ ყველაზე უცნაურ და სასაცილო ტყუილებს, რომლებიც გამოკითხულ მენეჯერებს შეხვდათ მათი პრაქტიკის მანძილზე:
1. აპლიკანტმა სამუშაო გამოცდილებად მიუთითა მამამისის სამუშაო გამოცდილება, რომელსაც იგივე სახელი და გვარი ჰქონდა.
2. აპლიკანტმა მიუთითა, რომ იყო უცხო ქვეყნის პრემიერ მინისტრი. აღმოჩდა, რომ ამ ქვეყანაში პრემიერ მინისტრის თანამდებობა საერთოდ არ იყო.
3. აპლიკანტი უთითებდა, რომ მას ჰქონდა ოლიმპიური მედალი, თუმცა ისეთ სპორტში, რომელიც ოლიმპიურ თამაშებში არ გვხვდება.
4. აპლიკანტი უთითებდა, რომ მას ჰქონდა 25 წლის სამუშაო გამოცდილება, თუმცა თავად 33 წლის იყო.
5. აპლიკანტი ამტკიცებდა, რომ ცნობილი მსახიობების (ისეთების, როგორიცაა ტომ კრუზი და მადონა) ძიძა იყო 20 წლის მანძილზე.
6. აპლიკანტი უთითებდა, რომ სამ სამსახურში მუშაობდა. მენეჯერი დაუკავშირდა დამსაქმებლებს და გაარკვია, რომ მითითებული სამსახურებიდან ორში მუშაობდა 1 და 3 დღე, ხოლო მესამეში საერთოდ არ უმუშავია ამ პიროვნებას.
საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ CV-ში ჩაწერილმა ტყუილმა შესაძლოა სამსახურის მოპოვებაში დაგეხმაროთ, თუმცა მის შენარჩუნებაში შეგიშლით ხელს.