ვებ პროგრამისტი საქართველოში – სანდოობის პრობლემა?

ვებ პროგრამისტები საქართველოში – სანდოობის პრობლემა?

ვებ პროგრამისტი საქართველოში ძალიან ბევრია, თუმცა საჭიროებისას საკმაოდ რთული ხდება შესაბამისი პირის მოძიება.

რა არის ამის მიზეზი?

ჩვენი საქმიანობის ფარგლებში ბევრ სხვადასხვა პროგრამისტთან გვქონია თანამშრომლობა და შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ სანდოობის საკითხი საკმაოდ მძიმეა.

განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც თანხის არსებითი ნაწილის გადახდა წინასწარ ხდება, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა პროგრამისტი ვეღარც იხილოთ.

წინამდებარე სტატიაში ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ, იმ რისკებზე და მათი თავიდან აცილების გზებზე, რაც მომდინარეობს არაკეთილსინდისიერი პროგრამისტებისგან:

არაკეთილსინდისიერი პროგრამისტების ტიპები:

ყველაფრის მცოდნე

მან ყველაფერი იცის, თუმცა რეალურად საქმე საქმეზე რომ მივა, პრობლემებს აუცილებლად აღმოაჩენს, რაც საბოლოო ჯამში, როგორც მინიმუმ პროექტის გაჭიანურების მიზეზი ხდება.

გამომძალველი

მისი მთავარი მიზანი ფულია, ამიტომაც იგი ყველაფერს გააკეთებს, მიიღოს  რაც შეიძლება მეტი ფული და ამისთვის მინიმალური სამუშაო გასწიოს.

ასეთი ტიპის პროგრამისტებს გააჩნიათ სხვადასხვა მექანიზმები ამ მიზნის მისაღწევად, მაგალითად მოჩვენებითი სირთულეების შექმნა, პრობლემის გაზვიადება და შემდგომ დამატებითი თანხების სანაცვლოდ ამ პრობლემების მოგვარება/ გადალახვა.

ასეთი ტიპის პროგრამისტები გამოირჩევიან მორალის არ ქონით, რაც უფრო ართულებს მათთან თანამშრომლობის შედეგად პოზიტიური შედეგების მიღებას.

მატყუარა

ძალიან გავს ყველაფრის მცოდნე პროგრამისტის ტიპს, თუმცა მისგან განსხვავებით ასეთი პროგრამისტი იტყუება ყველაფერს და ყოველთვის.

როგორც წესი, მატყუარა პროგრამისტის შემჩნევა ყველაზე მარტივია, შესაბამისად შესაძლებელია ურთიერთობის შეწყვეტა ადრეულ ეტაპზევე, რაც აგარიდებთ დამატებით თავის ტკივილს და დროის კარგვას.

დამწყები

რაღაცეები იცის, მაგრამ გამოუცდელია და თქვენზე აკეთებს ექსპერიმენტებს.

ასეთი ტიპის პროგრამისტები შესაძლოა არც იყვნენ არაკეთილსინდისიერად განწყობილები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მათი გამოცდილება და ცოდნა შეზღუდულია, შესაძლოა შედეგები იყოს არადამაკმაყოფილებელი.

როგორ დავიცვათ თავი არაკეთილსინდისიერი პროგრამისტებისგან?

1.გააფორმეთ ხელშეკრულება

ხელშეკრულების გაფორმება აუცილებელია ნებისმიერი ტიპის პროგრამისტის თუ ვებ-კომპანიის შემთხვევაში. მნიშვნელოვანია ზუსტად იყოს გაწერილი სამუშაოს მოცულობა, ვადები და პასუხისმგებლობის საკითხი.

განსაკუთრებით, მაშინ არის წერილობითი ხელშეკრულების ქონა აუცილებელი, როდესაც საქმე გაქვთ „გამომძალველ“ ან „მატყუარა“ პროგრამისტების ტიპთან.

გამომძალველი პროგრამისტები ხშირად ცალმხრივად უმატებენ სამუშაოს ღირებულებას, ხოლო მატყუარა პროგრამისტებს „ავიწყდებათ“ რა ჰქონდათ გასაკეთებელი და შესაძლოა მოგაკლონ გარკვეული ელემენტები ან შექმნან სხვაგვარი პრობლემა.

2.დროის და საქმიანობის კონტროლი

ხელშეკრულების ერთ-ერთი ფუნქცია არის დროის კონტროლი, თუმცა გარდა ხელშეკრულებისა მნიშვნელოვანია თავად აკონტროლოთ ვადები და სამუშაო პროცესი.

ზუსტად განსაზღვრეთ რა საკითხები, როდის უნდა გაკეთდეს და გქონდეთ სრული ინფორმაცია სამუშაოს შესაბამისობაზე დროსთან.

გარდა ამისა, ხელშეკრულებაში აუცილებლად განსაზღვრეთ ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს საკითხი. (შესაძლოა არც გამოიყენოთ, თუმცა პასუხისმგებლობის ჩადება ხელშეკრულება პრევენციული მიზნებისთვისაც არის მნიშვნელოვანი).

3.თქვენი მხრიდან საჭიროა მცოდნე კადრი

სამუშაოს მიმდინარეობას ვერ გააკონტროლებთ მცოდნე კადრის გარეშე თქვენი მხრიდან, რადგან აუცილებლად გამოგეპარებათ ბევრი ნიუანსი, ამიტომაც მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ეს საკითხიც, როგორც ხელშეკრულების შედგენის დროს, ასევე სამუშაოს განხორციელების პროცესში.

4.კომუნიკაციის ფორმა და მისი შეცვლა

კომუნიკაციის სწორი ფორმის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამისტებთან კომუნიკაციის შემთხვევაში.

ზუსტად განსაზღვრეთ სად და როგორ იმუშავებს პროგრამისტი, რამდენი შეხვედრა გექნებათ თვეში, როგორ იქნება სამუშაოს შედეგების ჩვენების და შეფასების ფორმატი და ა.შ.

5.გარანტიები

სამუშაო პროცესის მართვისათვის მნიშვნელოვანია თავიდანვე გქონდეთ, რაც შეიძლება ბევრი გარანტია. მათ შორის:

  • თანხის 30-40%-ზე მეტი არ გადაიხადოთ სამუშაოს სრულიად ჩაბარებამდე;
  • საიტი განათავსეთ თქვენ სერვერზე
  • შექმენით საიტის ასლები, ყოველკვირეულად

გახსოვდეთ, რომ თუ ნდობა თქვენ შორის იკარგება, აუცილებლად შეწყვიტეთ კომუნიკაცია, რადგან ამით თქვენ ეკონომიას მოახდენთ, როგორც დროის ისე ფინანსური რესურსის დაზოგვის კუთხით.

პ.ს. აუცილებლად გახსოვდეთ, რომ არიან კეთილსინდისიერი და პროფესიონალი პროგრამისტებიც, რომლებიც თავიანთ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, სწორედ ასეთებზე დგას ქართული ვებ სივრცე.