ვის აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში?
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,2015 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 856 ლარი შეადგინა. 2014 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 10%-ით შემცირდა, ხოლო 2014 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 7.6%-ით არის გაზრდილი.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში – 1757 ლარი. მეორე ადგილზეა სახელმწიფო მმართველობა – 1256 ლარით, ხოლო მესამეზე ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორია – 1122 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი კი განათლების სფეროშია – თვეში საშუალოდ 458 ლარი.
| სექტორები |
2015 წელი (ლარი) |
| ყველა სექტორის საშუალო | 855.9 |
| საფინანსო საქმიანობა | 1757 |
| სახელმწიფო მმართველობა | 1251 |
| ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა | 1122 |
| მშენებლობა | 1102 |
| ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება | 1086 |
| სამთომოპოვებითი მრეწველობა | 1084 |
| ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა | 998 |
| ჯანმრთელობის დაცვა | 807 |
| კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა | 731 |
| დამამუშავებელი მრეწველობა | 719 |
| ვაჭრობა | 714 |
| სოფლის მეურნეობა | 545 |
| სასტუმროები და რესტორნები | 536 |
| განათლება | 458 |
წყარო: Forbes.ge




