რას წარმოადგენს საჯარო მოხელის ატესტაცია?

Business man hand signing on document at deskსაჯარო მოხელის ატესტაცია

მოხელის ატესტაციის დანიშნულებაა მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შემოწმება მის მიერ დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან.

ატესტაციის ჩატარების წესი და პირობები განსაზღვრულია მთავრობის N-411 დადგენილებაში.

ვინ არიან ატესტაციას დაქვემდებარებული პირები?

ატესტირებას ექვემდებარება:

  • მოხელე 3 წელიწადში ერთხელ;
  • კონკურსის შედეგად, მოხელის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი.

ატესტირებას არ ექვემდებარება:

  • მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს  საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;
  • მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები;
  • მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.

ატესტაციის შედეგების გასაჩივრება

ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს, ატესტაციის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ – სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს,  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში.

საჯარო სამსახურთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები იხილეთ BLH-ის საჯარო სამსახურის შესახებ ფორუმზე.