საქართველოს პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი მეორე მოსმენით მიიღო

7892015 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი მეორე მოსმენით მიიღო.

საქართველოს კანონის პროექტი მომზადდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის გათვალისწინებით და მას საფუძვლად ის გამოწვევები დაედო, რაც დღეს საჯარო სამსახურის სისტემის წინაშე არსებობს.

საქართველოს კანონის პროექტით ზუსტად განიმარტა ის პრინციპები, რომლებზეც უნდა დამყარდეს შემდგომში საჯარო სამსახურის სისტემა.

“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი შემუშავდა მთავრობის ადმინისტრაციის, საჯარო სამსახურის ბიუროსა და ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით და მიზნად ისახავს ევროპული სტანდარტის საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში.

წყარო:  http://csb.gov.ge/